martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი გიორგი (ათონის მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი)

 

რელიგიათშორისი ურთიერთობები და ეკლესიის ტრადიცია

 

ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია არის წინას­წარმეტ­ყველთა, მოციქულთა და წმინდა მამათა ეკლესია, ამიტომ ეკლესიაში საკუთარ აზრებს კი არ ვავითარებთ, არამედ "მივყვებით ღვთითგანბრძნობილ მამათა ნააზრევს" (IV მსოფლიო კრება), ისევე, როგორც თავად ისინი მიჰყვებოდნენ წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს.

ამრიგად, საჭიროა რელიგიათშორის ურთიერთობებში მივბაძოთ წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და წმინდა მამებს, როგორც გვასწავლის წმინდა იოსებ ვრიენიოსი: "თუ წმინდა მამათა სწავლებას არ მივდევთ, შეუძლებელია ჭეშმარიტების შეცნობა, ან თეოლოგიასთან მიახლება".

ცნობილია, რომ კერპთაყვანისმცემელი ერებით გარშემორტყმული ისრაელი წინასწარმეტყველთა ქადაგებით შეუპოვრად ებრძოდა რელიგიური ურთიერთობების აღრევის ყოველგვარ გამოვლინებას, ამის დამადასტურებლად კმარა ელია წინასწარმეტყველის მაგალითი, რომლის ხსენებასაც მალე აღვნიშნავთ.

უდრეკნი იყვნენ, აგრეთვე, წმინდა მოციქულებიც, როგორც კერპთაყვანისმცემელთა მიმართ, ასევე იესო ქრისტეს, როგორც განკაცებული ღმერთისა და ადამიანთა ერთადერთი მხსნელის უარმყოფელთა მიმართაც.

წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ქადაგებს: "ამით უწყოდეთ სული ღმრთისა: ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესუ ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსვლად არს და აწცა სოფელსა შინა არს" (1 იოანე 4,2-3).

როგორც ცნობილია წმინდა მამებს მტკიცედ სწამდათ, რომ მხოლოდ უფალი იეს ქრისტე იხსნის ადამიანს, და რომ ყოველგვარი კომპრომისი სხვადასხვა მწვალებლობებისა და რელიგიების წინაშე საფუძველს უმზადებს ქრისტეს უარყოფასა და ღალატს და მაშინ კი შეუძლებელია ადამიანის ხსნა.

ამგვარი რწმენით წმინდა მამები ებრძოდნენ როგორც კერპთაყვანისმცემლობას, ასევე ე.წ. მონოთეისტურ რელიგიებსაც, რომლებსაც თვლიდნენ კერპთაყვანისმცემლობის ტოლფას საფრთხედ, რადგან "შეფარულმა ურწმუნოებამ ადვილად შეიძლება შეაცდინოს გონება" (წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი).

მართალი სარწმუნოების შერყვნის წინააღმდეგ მებრძოლებს ერეტიკოსები დევნიდნენ, საპყრობილეში ამწყვდევდნენ, ასახლებდნენ და ტანჯვით ხდიდნენ სულს. ეს წმინდა მამები ეკლესიის მიერ აღიარებულნი არიან მართლმადიდებელი მრწამსის აღმსარებლებად და ძველი და ახალი მოწამეების თანასწორად. იმ წმინდათა შორის, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მანძილზე მუსლიმანებთან დიალოგში მონაწილეობდნენ, იყვნენ წმინდა ფოტი და მისი მოწაფე კონსტანტინე (შემდგომში წმინდა კირილე, სლავთა განმანათლებელი), წმინდა იოანე დამასკელი, წმინდა გრიგოლი პალამა, ნეტარი გენადი სქოლარიოსი.

იმ პერიოდში, როცა ბიზანტიას მუსლიმანთა ექსპანსია ემუქრებოდა, წმინდა მამები მათთან საუბრებში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი არის სამპიროვანი და რომ ადამიანთა ერთადერთი მხსნელი უფალი იეს ქრისტეა, მუჰამედი კი ცრუწინასწარმეტყველია.

ეს ჭეშმარიტება მათ ეხმარებოდა, რომ არ დაერღვიათ ქრისტეს აღმსარებლობა და მისი უარყოფისათვის არ დასჯილიყვნენ. ეს ჭეშმარიტება ეხმარებოდა მუსლიმანების სიყვარულშიც, რათა ამ უკანასკნელთ ეწამათ ქრისტე და გადარჩენილიყვნენ.

სამწუხაროდ, თანამედროვე დიალოგები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს რწმენის თემა მეორეხარისხოვანი იყოს, ან თითქოს შეიძლებოდეს, რომ სრულიად არ გამახვილდეს მასზე ყურადღება დღევანდელი პრაქტიკული მიზნების, კერძოდ მშვიდობის, თანამშრომლობისა და ეკოლოგიის განხორციელების გზაზე.

წმინდა მამები აღნიშნავდნენ, რომ სადაც არსებობს ჭეშმარიტება და ცოცხალი რწმენა, იქ შეუძლებელია არ აღიარო სამპიროვანი ღმერთი და ღმერთკაცი ქრისტე. "კეთილმორწმუნეობა წმინდა სამების თაყვანისცემაა" - წერს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ასევე, წმინდა სვიმეონ თესალონიკელი, თესალონიკის დაცემის წინ, დატყვევებული ქრისტიანების მიმართ "გამამხნევებელ ეპისტოლეში" წერდა ქრისტეს მცნებების შენარჩუნების აუცილებლობაზე: "ნებისმიერ შემთხვევაში ურყევად დაიცავი წმინდა აღმსარებლობა, რადგან ამის გარეშე მკვდარი ხარ... სარწმუნოების აღმსარებლობის გარეშე ყოველივე უსარგებლოა... და ძალისხმევაც (ქრისტეს აღმსარებლობის გარეშე) იძლევა მცდარ ნაყოფს... არანაირი სიკეთის ქმნა არ შეიძლება რწმენის გარეშე, რადგან ყალბია და ღვთისათვის სათნო არ არის". (წმინდა სვიმეონი, მთავარეპისკოპოსი თესალონიკისა, თეოლოგიური ნაშრომი, გამოც. 1981 წ. გვ. 113).

წმინდა მამათა რწმენა და აღმსარებლობა, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი მხსნელი, თვით უფლის სწავლებით დასტურდება: "მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოანე 14.6) და "რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს" (ლუკა 11.23).

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, თუ ვინ და ვისთვის ავითარებს რელიგიათშორის ურთიერთობებს:

ა) "დიდი ძალა", რომელიც მიმართულია მსოფლიოს დასაუფლებლად და სურს ჰყავდეს დამორჩილებული არარელიგიური და ურთიერთდაპირისპირებული ხალხი.

ბ) ვატიკანი და რომის პაპი, რომელიც იჩემებს არა მხოლოდ ყველა ქრისტიანთა, არამედ ასევე სხვა რელიგიათა მეთაურობასაც, რაც გამოაშკარავდა უკანასკნელ ჟამს ქალაქ ასიზში.

გ) "ახალი ერა", რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი რელიგიისა და ერთიანი მსოფლიოს შექმნას.

რელიგათაშორისი ურთიერთობების განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს პლურალიზმს, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე გამიწიერებული ადამიანისათვის. პლურალიზმი კრძალავს ნებისმიერი სარწმუნოების მრევლისათვის ერთადერთი ჭეშმარიტების ქადაგებას და იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ მასშია გზა ხსნისა.

რელიგიური პლურალიზმის სულისკვეთება გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა: "საჭიროა რომ გწამდეს რომელიმე რელიგია, არა აქვს მნიშვნელობა რომელი".

ეკლესიის მამების აზრი ნათლად გამოხატავს ქრისტიანობის სრულყოფილებას და მის აუცილებლობას თანამედროვე გამიწიერებული ადამიანისათვის. ამასთან, ვიმყოფებით საშიშროების წინაშე, შევეგუოთ და დავყვეთ ამა სოფლის სულისკვეთებას და მსხვერპლად შევწიროთ ჩვენი სარწმუნოება, სახარება და წმინდა მამათა ტრადიციები და მაშინ კი ვერაფერი შეაჩერებს ჩვენს სვლას დაცემის გზაზე.

სწორედ ამას ნატრობენ კათოლიკეები და პროტესტანტები.

ჩვენს კეთილმორწმუნე და ერთგულ ხალხს სჭირდება, რომ შევინარჩუნოთ მამათაგან გადმოცემული ღვთისმოსაობა. ბევრი კი ხალხზე უარყოფით გავლენას ახდენს. ჩვენი ქრისტიანები საფრთხის წინაშე არიან საყოველთაოდ გავრცელებული სულისკვეთების გამო. ნუ გამოვიწვევთ გაუგებრობას და ნუ დავაჩლუნგებთ და გავანადგურებთ მათ დოგმატურ შემეცნებას რელიგიათშორისი დიალოგებით, არამედ დავეხმაროთ, რომ ურყევად იწამონ: "ესე არს ლოდი იგი, რომელ შეურაცხ იქნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, და არავინაჲ არს სხვი ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ იყო ცხორებაჲ ჩუენდა" ( საქმე 4.11-12).

ბოლოს, დასკვნისათვის მოვიყვან წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს ყოველი მართლმადიდებელი მწყემსი: "ჩემი სამწყსო ჩემს ხმას ისმენს, იმას, რაც მოსმენილი მაქვს საღმრთო სიტყვათაგან, რაც მისწავლია წმინდა მამათგან; ამასვე ვასწავლიდი დიდი ხნის განმავლობაში, არაფერს არ ვცვლიდი და არც აწ შევწყვეტ სწავლებას, რადგან მასთან (ამ სწავლებასთან) ერთად დავიბადე და მასთანვე თანავარსებობ" (სიტყვა XXXII არიანელთა მიმართ).

 

დაიბეჭდა ჟურნალში "PARAKATAΘHKH", თესალონიკი,  (იანვარ-თებერვალი 2003 წ.)

 

მსგავსი წერილები:

მომავლის რელიგია

რელიგიური სინკრეტიზმი

წმინდა მამები – სარწმუნო წინამძღოლნი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა