martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

მომავლის რელიგია   

 

თანამედროვე კაცობრიობის სულიერი მდგომარეობისთვის ერთობ დამახასიათებელია, რომ "ქრისტიანები" სულ უფრო მეტად ემორჩილებიან "ქარიზმატული" და მედიტაციური ცდების გავლენას, და თუმცა არ შეიძლება ამგვარ "ქრისტიანებზე" აღმოსავლური რელიგიების გავლენის უარყოფა, მაგრამ თვითონ ეს ზემოქმედება სხვა, უფრო ღრმა მიზეზების გამო გახდა შესაძლებელი. დაიკარგა ქრისტიანობის მაცხოვნებელი ძალის შეგრძნება, რის შედეგადაც ქრისტიანობისათვის ესოდენ უცხო მოვლენამაღმოსავლურმა მედიტაციამ "ქრისტიანთა" სულები დაატყვევა.

 

დღევანდელი "ქრისტიანების" უმეტესი ნაწილის ყოფა იმდენად არის გაჟღენთილი ეგოცენტრიზმითა და თვითკმაყოფილებით, რომ სულიერი ცხოვრება მათთვის ღრმა საიდუმლოებითაა მოცული. ამიტომ, როდესაც ისინი "სულიერი ცხოვრების" დაწყებას ცდილობენ, მხოლოდ თვითკმაყოფილების სხვა ფორმამდე მიდიან. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს იმ სრულიად ყალბ რელიგიურ იდეალში, რომელსაც აღიარებს "ქარიზმატული აღორძინებაც" და "ქრისტიანული მედიტაციის" ბევრი განშტოებაც. ყველა ისინი ადამიანს აღუთქვამენ (და მართლაც აძლევენ) "კმაყოფილებისა" და "სიმშვიდის" განცდას; მაგრამ ეს სრულიადაც არ არის ქრისტიანული იდეალი, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა შეურიგებელი ბრძოლა და ომი. "კმაყოფილება" და "სიმშვიდე", რომლებსაც ყველა ეს თანამედროვე "სულიერი" მიმდინარეობა აღგვითქვამს, აშკარად ამხელენ მათ, როგორც სულიერი ცთომილების, სულიერი თვითკმაყოფილების ნაყოფს, ეს კი არის სიკვდილი სულიერი ცხოვრებისათვის, რომლის ცენტრი ღმერთია. ქრისტიანული მედიტაციის ეს სახესხვაობები მხოლოდ და მხოლოდ ფსიქიკურ დონეზე ახდენენ ზემოქმედებას და არაფერი აქვთ საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ სულიერებასთან. ქრისტიანული სულიერება მარადიული სასუფევლის მოპოვებისათვის ძნელ ბრძოლაში ყალიბდება, იმ სასუფევლისა, რომელიც მთელი სავსებით მხოლოდ ამ წარმავალი სოფლის დასასრულის შემდეგ დადგება, და ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი ვერასოდეს ჰპოვებს მოსვენებასმაშინაც კი, როდესაც წინასწარ გრძნობს მარადიული ნეტარების მოახლოებას, რომელიც მას შეიძლება უკვე ამ ცხოვრებაში გაეხსნას. ხოლო რაც შეეხება აღმოსავლურ რელიგიებს, რომლებიც ზეციურ სასუფეველს არ იცნობენ, ისინი მხოლოდ გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობების მისაღწევად იბრძვიან, მთლიანად ამ წარმავალ ცხოვრებაში რომ იწყებიან და მთავრდებიან.

 

ჩვენს დროშიგანდგომილების ეპოქაში, რომელიც წინ უძღვის ანტიქრისტეს მოსვლას, სატანა მცირე ხნით გათავისუფლებულია თავისი საპყრობილიდან (გამოცხ. 20,7), რათა ის ცრუსასწაულები მოახდინოს, რომელთა ქმნაც მას არ შეეძლო ქრისტეს ეკლესიის მადლის "ათასი წლის" მანძილზე (გამოცხ. 20,3), და რათა მოიმკოს სატანური მოსავალი იმ სულთა, რომელთაც "სიყუარული იგი ჭეშმარიტებისა არა შეიწყნარეს" (2 თეს. 2,10). ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ანტიქრისტეს ჟამი, მართლაც, მოახლოებულიათუნდაც იმიტომ, რომ ეს სატანური მკა დღეს არა მარტო წარმართ ხალხებში მიმდინარეობს, ქრისტეს სახელიც რომ არასოდეს სმენიათ, არამედ თვით ქრისტიანთა შორისაც, რომლებმაც დაკარგეს ქრისტიანობის მაცხოვნებელი ძალა. სწორედ ესაა ანტიქრისტეს ბუნების გამოვლინებასატანის მეუფების ქრისტეს მეუფებად წარმოდგენა. დღევანდელი "ახალი რელიგიური ცნობიერებაც", ისევე როგორც მასში შემავალი "ქარიზმატული მოძრაობა" და "ქრისტიანული მედიტაცია" მომავლის რელიგიის, უკანასკნელი კაცობრიობის რელიგიის, ანტიქრისტეს რელიგიის წინამორბედნი არიან; მათი მთავარი სულიერი მოღვაწეობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მისაღები გახადონ ქრისტიანებისათვის დემონური "ინიციაცია", რომელიც აქამდე მხოლოდ წარმართული სამყაროთი შემოიფარგლებოდა. მართალია, ყველა ამ "რელიგიურ ექსპერიმენტს" ჯერჯერობით ფრთხილი და შემთხვევითი ხასიათი აქვს, მათში ფსიქიკური თვითშთაგონების ელემენტი ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც ინიციაციის აშკარად დემონური რიტუალი. ცხადია, ყველა, ვინც წარმატებით "მედიტირებს" ანდა ფიქრობს, "სული წმიდით ნათელ-ვიღეო", სატანის მეუფებას როდი ეზიარა. მაგრამ სწორედ ესაა ყველა ამ "ექსპერიმენტის" მიზანი; ამასთან "ინიციაციის" ტექნიკა მომავალში, უეჭველია, გაცილებით ეფექტური გახდებაიმდენად, რამდენადაც უკეთ მოემზადება კაცობრიობა მის მისაღებად იმ "ახალი რელიგიური ცდების" მიმართ გახსნილი და პასიური დამოკიდებულებით, რომლებსაც ეს მოძრაობები ამკვიდრებენ.

 

რამ მიიყვანა კაცობრიობა და თვით ქრისტიანული სამყარო ამ გამოუვალ მდგომარეობამდე? ცხადია, საქმე ეშმაკის აშკარა კულტებით არ შემოიფარგლებაამგვარი კულტები ყოველთვის ადამიანების ვიწრო წრეს აერთიანებდა. არა, ეს გაცილებით ღრმა და საიდუმლო პროცესია, რომელზეც შეგნებული მართლმადიდებელი ქრისტიანი ძრწოლის გარეშე ვერც იფიქრებს: ესაა ღმრთის მადლის დაკარგვა, რაც თან სდევს ქრისტიანობის არსის გაგების დაკარგვას.

 

დასავლეთში, უეჭველია, ღმრთის მადლი უკვე მრავალი საუკუნის წინ დაკარგესჩვენს თანამედროვე კათოლიკეებსა და პროტესტანტებს წარმოდგენაც კი არასოდეს ჰქონიათ ღმრთის მადლზე, ამიტომაც რა გასაკვირია, მისი დემონური იმიტაციის გამოცნობა რომ ვერ შეძლონ. მაგრამ ვაი, რომ ამ ყალბი სულიერების დღევანდელი წარმატება თვით მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც კი წარმოაჩენს, რამდენად დაუკარგავთ მათ წარმოდგენა ქრისტიანობის არსზე და უკვე აღარ ძალუძთ ჭეშმარიტი ქრისტიანობისა და ფსევდოქრისტიანობის გარჩევა. მართლმადიდებლები მეტისმეტად დიდხანს ინახავდნენ ცხრაკლიტულში წმ. მამათა სულიერი სიბრძნის საგანძურს, ისე რომ ამ წმიდა ოქროს არ იყენებდნენ. განა ბევრ მართლმადიდებელ ქრისტიანს სმენია მაინც იმ ნაწერების არსებობის შესახებ, სულიერი ცხოვრების საფუძვლებს რომ ეხებიან და განმარტავენ, როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი სულიერება ყალბისაგანეს წიგნები იმ წმიდა მამებისა და დედების ცხოვრებებსა და სწავლებას შეიცავენ, რომლებსაც ჯერ კიდევ ამ წარმავალ ცხოვრებაში უხვად მიენიჭათ ღმრთის მადლი! განა ბევრია ისეთი მართლმადიდებელი, ვინც "ლავსაიკონის", წმ. იოანე სინელის "კიბის", წმ. მაკარი დიდის ქადაგებების, ღმერთშემოსილი მეუდაბნოე მამების, "უხილავი ბრძოლის", წმ. იოანე კრონშტადტელის წიგნის "ჩემი ცხოვრება ქრისტეში" დარიგებები შეითვისა?

 

ეგვიპტის უდაბნოს დიდი მამის, პაისის (ხსენება 19 ივნისს) ცხოვრებაში გვხვდება საოცარი მაგალითი იმისა, თუ რა ადვილია ღმრთის მადლის დაკარგვა. ერთხელ მისი მოწაფე ქალაქში წავიდა ხელსაქმის გასაყიდად. გზად ერთი ებრაელი გადაეყარა, რომელმაც შენიშნა მისი გულუბრყვილობა და გადაწყვიტა ეცთუნებინა. "საყვარელო, რატომ გწამს უბრალო კაცი, ჯვარზე გაკრული? უთხრა მან.ის არ არის ჩვენი ამდენი ხნის ნანატრი მესია, მის ნაცვლად სულ სხვა მესია მოვა". პაისის მოწაფე მიამიტი და ცოტა გონებასუსტიც იყო და უპასუხა: "შესაძლოა, მართალიც იყო". უდაბნოში დაბრუნებულ მოწაფეს პაისიმ ზედაც აღარ შეხედა და ერთი სიტყვაც არ აღირსა. ბოლოს, ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჰკითხა: "ვინა ხარ? მე შენ არ გიცნობ. ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, მას წმ. ნათლისღების მადლი ჰქონდა, შენ მას არ ჰგავხარ. ხოლო თუ მართლა ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ წმ. ნათლისღების მადლი დაგიკარგავს და ქრისტიანის სახე აღარა გაქვს". მაშინ მოწაფემ ტირილით უამბო ებრაელთან შეხვედრის ამბავი. პაისიმ უთხრა: "ჰოი, ბედკრულო! რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე უარესი, რითაც შენ ქრისტე და მისი ღმრთაებრივი ნათლისღება უარყავი? ახლა წადი და იგლოვე საკუთარი თავი, როგორც გინდა, ჩემს გვერდით შენი ადგილი აღარ არის. შენი სახელი მათ შორის ჩაიწერა, ვინც ქრისტე უარყომათთანვე მოგელის სასჯელი და წამება". ასეთი განაჩენი რომ მოისმინა, მოწაფე სინანულში ჩავარდა და დიდხანს ევედრა წმიდანს შეწევნას. ღირსი მამა სენაკში დაეყუდა და შესთხოვა უფალს მიეტევებინა მისთვის ცოდვა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ლოცვა და გამოუცხადა, რომ შეუნდო დამნაშავეს. პაისიმ უთხრა მოწაფეს: "შვილო, ერთად აღვუვლინოთ ღმერთს მადლობა და დიდება, რადგანაც ღმრთისმგმობი, არაწმიდა სული განდევნა შენგან, მის ნაცვლად კი სული წმიდა მოგივლინა და წმ. ნათლისღების მადლი დაგიბრუნა. ამიერიდან გაფრთხილდი, შენი დაუდევრობით კვლავ არ გაება მტრის მახეში, არ შესცოდო და ჯოჯოხეთის კერძი არ გახდე".

 

საინტერესოა, რომ "ქარიზმატულმა" და "მედიტაციურმა" მიმდინარეობებმა სწორედ "ეკუმენიზირებულ" ქრისტიანებს შორის მოიკიდეს ფეხი. ეკუმენისტური მწვალებლობისათვის დამახასიათებელია ეს მცდარი პოსტულატები: მართლმადიდებელი ეკლესია არ არის ქრისტეს ერთადერთი ეკლესია; ღმრთის მადლი სხვა "ქრისტიანულ" აღმსარებლობებში და თვით არაქრისტიანულ რელიგიებშიც არსებობს; ცხონების ვიწრო გზა, მართლმადიდებელი წმ. მამები რომ მიგვითითებენ, მხოლოდ "ერთ-ერთია მრავალთაგან", რომლებსაც ცხონებისაკენ მივყავართ; ქრისტეს სარწმუნოების სხვადასხვა დეტალები კი ისევე არაარსებითია, როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ეკლესიისადმი კუთვნილება. მართალია, ამ მოსაზრებას ეკუმენისტური მოძრაობის ყველა მართლმადიდებელი მონაწილე მთლიანად არ იზიარებს (პროტესტანტები და კათოლიკეები კი ძირითადად ასე ფიქრობენ), მაგრამ უკვე თავიანთი მონაწილეობით ეკუმენისტურ მოძრაობაში, აუცილებელი საერთო ლოცვით მათთან, ვისაც არასწორი წარმოდგენა აქვს ქრისტესა და მის ეკლესიაზე, ისინი, პაისი დიდის იმ საბრალო მოწაფისა არ იყოს, თითქოს ეუბნებიან მწვალებლებს: "იქნებ მართლებიც იყოთო", ეს კი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა დაკარგოს ღმრთის მადლიდა მერე რა მძიმე შრომა დასჭირდება მის დასაბრუნებლად!

 

მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღმრთის შიშიკაცს მუდამ უნდა ეშინოდეს ღმრთის მადლის დაკარგვისა, რომელიც ყველას კი არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იმარხავს, ცხოვრებას ცოდვასთან ქრისტიანულ ბრძოლაში ატარებს და უძვირფასესი საგანძურივით უფრთხილდება ღმრთის მადლს, რომელსაც ძალუძს სულის ზეცად აყვანა. მით უმეტეს, რა სიფრთხილე მართებთ ქრისტიანებს დღეს, როდესაც გარშემო ყალბი "ქრისტიანობა" აკრავთ, "მადლისა" და "სული წმიდის" საკუთარ განცდებს რომ სთავაზობს მათ და თავისი "სიმართლის" დასამტკიცებლად მზად არის უამრავი ციტატა მოიყვანოს საღმრთო წერილიდან თუ წმ. მამათა ნაწერებიდან! ჭეშმარიტად, ახლოს არის უკანასკნელი ჟამი და მოვა დიდი სულიერი საცთური, რათა აცთუნოს, "უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათე, 24,24).

 

თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველნი, მათ შორის ბევრი ისეთიც, ოფიციალურად რომ "მართლმადიდებელი" ჰქვია, სულ უფრო ხმამაღლა აცხადებენ "სული წმიდის ახალი ერის", "სული წმიდის ახალი გარდამოსვლის", "ომეგას წერტილის" მოახლოებასმაგრამ ეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა თანახმად ანტიქრისტეს მეუფება გახლავთ; და სწორედ დღეს, ჩვენს დროში იწყება ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულება ეშმაკთა ძალით. დღევანდელი მსოფლიოს მთელი სულიერი ატმოსფერო პირდაპირ დამუხტულია დემონურ ინიციაციათა ენერგიით, როცა "უსჯულოების მისტერია" თანდათან იპყრობს ადამიანთა სულებს და ცდილობს, ეს რომ შესაძლებელი იყოს, თვით ქრისტეს ეკლესიასაც დაეუფლოს. სწორედ ამ მძლავრ "რელიგიურ ცდას" უნდა დაუპირისპირდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ამისათვის კი ბოლომდე უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რას წარმოადგენს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, რა არის მისი მიზანი და რით განსხვავდება იგი ყველა სხვა რელიგიისქრისტიანულისა და არაქრისტიანულის მიზნებისაგან.

 

მართლმადიდებელო ქრისტიანებო! მთელი ძალ-ღონით დაიცავით თქვენთვის ბოძებული მადლი ღმრთისა, გაუფრთხილდით მას, ნუ ეცდებით მის გაზომვას კაცობრივი საზომით და ნურც კაცობრივი ლოგიკით შეაფასებთ! არ გეგონოთ, თითქოს შეიძლებოდეს ჩასწვდეთ მას კაცობრივი გონებით ანდა თითქოს სული წმიდის მოხვეჭა რაღაც სხვა გზითაც შეიძლება, იმის გარდა, რომელიც ქრისტეს ეკლესიამ გვამცნო. ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ადგილი ამ დემონურ დროში თითქოს მართლაც აღარსად არისესაა სულ უფრო მცირე ჯგუფი შეურაცხი და "უგუნური" ადამიანებისა, რომელთაც გარშემო სულ სხვა სულით შთაგონებული რელიგიური "აღორძინება" აკრავთ. მაგრამ დაე, უფალ იესო ქრისტეს სიტყვებმა გვანუგეშონ: "ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა, 12,32).

 

მაშ დაე, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე, 16,18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მოოხრების დღეებს (მათე, 24,22). და მართლაც, "უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩუენდა?" (რომ. 8,31). უმძიმეს განსაცდელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე, 16,33). მაშ მოდი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ყველა დროის მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენმოველოდეთ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას, რამეთუ "იტყვის, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვიდოდე, უფალო იესო!" (გამოცხ. 22,20).

 

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.

 

 

მსგავსი სტატიები

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა