martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

კეთილი იღუმენი და მისი მოწაფეები

 

იყო ერთი იღუმენი, საერთო საცხოვრებელი მონასტრის მამა, წმინდად მცხოვრები, ყველა სათნოებით შემკული, გლახაკთა მიმართ მოწყალე. ის ამგვარად ლოცულობდა: უფალო! ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, მაგრამ შენს სახიერებას ვსასოებ; იმედი მაქვს, მისით ვცხონდები. ამ შენს სახიერებას ვევედრები, მეუფეო, ნუ განმყოფ ჩემი სულიერი ოჯახისგან მომავალ საუკუნეში, არამედ ჩემი (სულიერი) შვილები ჩემთან ერთად მარადიული ცხოვრების ღირსი გახადე!

წმინდანი ხშირად იმეორებდა ამ ლოცვას. უფალმა ლოცვის პასუხი შემდეგნაირად მიანიჭა: სხვა მონასტერში, რომელიც მათი მონასტრის სიახლოვეს მდებარეობდა, დღესასწაული იყო. მიიწვიეს ხსენებული იღუმენი მონაზვნებთან ერთად. მას წასვლა არ სურდა, მაგრამ წავიდა, რადგან სიზმარში ხმა ესმა: წადი დღესასწაულზე, მაგრამ შენი მოწაფეები წინ გაუშვი, შენ კი მათ უკან მარტო გაემგზავრე.

როცა დრო მოვიდა, მისი მონაზვნები გაემგზავრნენ სატრაპეზოდ (მეზობელ მონასტერში); გზად დაინახეს შუაგზაზე მწოლარე გლახაკი, დაუძლურებული და დაჭრილი. ჰკითხეს სნეულების შესახებ; მან ტირილით უპასუხა: ავად ვიყავი, აქ კი მხეცი დამესხა თავს, დამამტვრია და წავიდა; არავინაა, რომ ამიყვანოს და სოფელში მიმიყვანოს. მონაზვნებმა უპასუხეს: ჩვენ ფეხით ვართ, ვერაფრით გიშველით, რადგან სახედარი არაა ჩვენთან. ეს უთხრეს და მიატოვეს იგი, გზა განაგრძეს.

ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა იღუმენი და დაინახა გლახაკი, რომელიც იწვა და კვნესოდა. როცა მისი ამგვარი მდგომარეობის მიზეზი შეიტყო, ჰკითხა: ხომ არ ჩაუვლიათ აქ მონაზვნებს ჩემზე უწინ და ხომ არ დაუნახიხართ? გლახაკმა მიუგო: იდგნენ ჩემს თავთან, გამომკითხეს კიდეც მომხდარის შესახებ და წავიდნენ, თქვეს: ფეხით ვართ, ვერაფრით დაგეხმარებითო. იღუმენმა თქვა: თუ შეგიძლია, წამოდი ჩემთან ერთად ნელ-ნელა. გლახაკმა უპასუხა: სიარული არ შემიძლია. იღუმენმა უთხრა: მაშინ მე მხრებზე მოგიკიდებ და ღვთის შეწევნით სოფლამდე მიგიყვან. გლახაკმა მისი გადარწმუნება დაიწყო: მამაო! მარტო როგორ წამიყვან? დიდი გზაა, მიდი იქ (სოფელში) და ვინმე გამომიგზავნე. იღუმენი პასუხობდა: ცოცხალია ჩემი ღმერთი! არ მიგატოვებ! ამ სიტყვებით მან გლახაკი ზურგზე მოიკიდა და წაიყვანა.

თავიდან ის ტვირთის სიმძიმეს გრძნობდა, როგორც არის ჩვეულებრივ ადამიანის წონა; შემდეგ სიმძიმე შემცირდა, კიდევ უფრო შემცირდა, თითქმის აღარც იგრძნობოდა. იღუმენი საგონებელში იყო, ვერ გაეგო რა ხდებოდა; უცებ ის, ვინც მიჰყავდა, უხილავი შეიქნა. და ისმა ხმა იღუმენის მიმართ: შენ გამუდმებით ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, რომ ისინი საუკუნო ცხოვრების ღირსნი გახდნენ, მაგრამ შენი და მათი საქმეები სხვადასხვაა. თუ გსურს, რომ შენი თხოვნა შესრულდეს, დაარწმუნე ისინი – ისე მოიქცნენ, როგორც შენ იქცევი. მე მართალი მსაჯული ვარ: თითოეულს საქმეთა მიხედვით მივაგებ.

 

პროლოგი, 24 სექტემბერი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა