martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

„მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ. და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა“. (მათე 34,36).

 

ჩვენ ურყევად უნდა გვჯეროდეს, რომ ქვეყნად ღმერთის გარეშე არაფერი აღესრულება, რომ ყველაფერი ან მისი ნებით, ან მისი დაშვებით ხდება. სახელდობრ, ყოველივე კეთილი მისი ნებითა და შეწევნით აღესრულება, ხოლო ამის საწინააღმდეგო მხოლოდ მისი დაშვებით ხდება, როდესაც უწმინდურობისა და გულის გასასტიკების გამო ღვთის მფარველობა გვტოვებს და უშვებს, რომ ეშმაკმა და სამარცხვინო ვნებებმა გვტანჯონ.

წმ. კასიანე რომაელი

 

[ცოდვიანი] აზრები უნდა განაგდო, არ უნდა დაიტოვო საკუთარი ნებით. როგორც კი გამოჩნდება თანაგრძნობა [მათ მიმართ] ან ტკბობა – უნდა შემუსრო მთელი ძალით... აქაა შინაგანი ბრძოლის მთავარი პუნქტი.

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე არც მწვალებლებთან იპოვება სიმდაბლე. ეს სათნოება წმინდა და ღვთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა.

წმ. იოანე სინელი

 

როცა დააპირებ საფუძველი დაუდო კეთილ საქმეს, წინასწარ მოემზადე იმ განსაცდელებისთვის, რომლებიც უნდა შეგემთხვეს. მტერს (ეშმაკს) ასეთი რამ ახასიათებს: როცა ხედავს, რომ ვინმემ წრფელი რწმენით კეთილი ცხოვრება დაიწყო, მოაწყობს მრავალ საშინელ განსაცდელს, რომ ადამიანი შეშინდეს და მიატოვოს თავისი კეთილი განზრახვები. ხოლო ღმერთი უშვებს განსაცდელს შენზე, რომ მოთმინებით აკაკუნო მის კარზე, რომ მწუხარებების შიშით ღვთის ხსოვნა აღმოცენდეს შენს გონებაში, რომ ლოცვის საშუალებით მიუახლოვდე უფალს და მისი განუწყვეტელი ხსოვნით იკურთხეოდეს შენი გული. და თუკი შესთხოვ, ის შეისმენს შენსას, და სცნობ, რომ ღმერთია შენი გამომხსნელი, და შეიმეცნებ მას, ვინც შეგქმნა, სიმტკიცეს განიჭებს და დაგიცავს მომავალში.

წმ. ისააკ ასური

 

ვიდრე არ მოსულა სიკვდილი, ვიდრე არ დახშულა კარი და არაა წართმეული შესვლის საშუალება, ვიდრე არ დასცემია სამყაროს ძრწოლა, ვიდრე არ დაბნელებულა ნათელი... ითხოვე, ცოდვილო, წყალობა უფლისგან.

წმ. ეფრემ ასური

 

დიდი სიკეთეა გწამდეს ქრისტე, რადგან ქრისტეს რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხონება.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (სიტყვა 37)

 

ჵ ვითარ ბოროტ არს მთავრობისმოყუარებაჲ და შური, პირველნი იგი თავნი ყოველთა ბოროტთანი! ერთმან მან მთავარანგელოსთა პატივისაგან და მსახურებისაგან ღმრთისა გამოჰხადა განდგომილი იგი და ეშმაკად და მბრძოლად ღმრთისა გარდააქცია მთავრობისმოყუარე იგი მტერი. ხოლო შურმან იგივე ბელიარ და მის მიერ ერი ჰურიათაჲ ღმრთისმკვლელ-ყვნა, და აურაცხელნი იგი ქველისმოქმედებანი უფლისანი დაავიწყნა უბრადრუკთა მათ.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

 

ძალიან მცირეა მიწიერი ცხოვრების ჟამი, მაგრამ ჩვენ ვცდუნდებით და მას ფუჭ საქმეებზე ვხარჯავთ. არადა შეუმჩნევლად გვიახლოვდება უკანასკნელი ჟამი და ჩვენ მარადიული გლოვა მოგველის. ნუ უგულებელვყოფთ გულის დაცვას! თვალყური ვადევნოთ მას გამუდმებით, მთელი ზრუნვა ჩვენი ცხონების საქმისკენ მივმართოთ და გამუდმებით ვევედროთ მოწყალე ღმერთს, რათა შეგვეწიოს ჩვენ.

წმ. აბბა ესაია

 

ჩვენი სიკვდილის ჟამიც მოიწევა, მოვა იგი და ვერსად გავექცევით. ოჰ, ნეტავ ამასოფლისა და ჰაერის მთავარმა, რომელიც მაშინ უნდა შეგვხვდეს, ჩვენში მხოლოდ უმნიშვნელო ცოდვები ჰპოვოს და ვერ შეძლოს ჩვენი სამართლიანი მხილება.

წმიდა ისიხი იერუსალიმელი

 

... რაც მეტი სიმდიდრე გაქვს, მით ნაკლები სიყვარულია შენში. მოყვასი რომ გყვარებოდა, დიდი ხნის წინ იზრუნებდი ფულთან განშორებისთვის. ახლა კი შენი ქონება უფრო მტკიცედაა შენთან შეკრული, ვიდრე სხეულის ნაწილები. მასთან განშორება ისეთივე სამწუხაროა შენთვის, როგორც სხეულის ყველაზე საჭირო ნაწილების მოკვეთა. შენ რომ შიშველი შეგემოსა, მშიერისთვის შენი პური მიგეცა, ყოველი მწირისთვის ღია რომ ყოფილიყო შენი კარი, ობოლთათვის მამა რომ ყოფილიყავი, ყველა უძლურს რომ შესწეოდი, რომელ ქონებაზე დამწუხრდებოდი ახლა?

წმ. ბასილი დიდი

 

თუკი გსურს იყო ტაძარი ღვთისა, მაშ შესწირე ღმერთს განუწყვეტელი მსხვერპლი – განუწყვეტელი ლოცვა.

წმ. ნილოს სინელი

 

ნუ შეჩერდები შენს გზაზე, როდესაც იხილავ, რომ ბოროტნი განსვენებით ცხოვრობენ და გული ნუ დაგეფლითება, კეთილთა ქანცგაწყვეტილობას რომ იხილავ. ეს ცხოვრების თამაშია, შენ კი მხოლოდ აღსასრულს უმზირე.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

ჯადოქრობა ძალადაკარგულია მათ წინააღმდეგ, ვინც სათნოებით ცხოვრობს. ღვთის შეწევნით გაძლიერებულნი ყოველგვარ მზაკვრობას სძლევენ.

წმ. გრიგოლ ნოსელი

 

თუკი თქვენ მკითხავებს დაუჯერებთ, არ იქნებით ღვთის წყალობის ღირსნი, ამით საკუთარ თავს უამრავ უბედურებას განუმზადებთ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

„რამეთუ დაუტევა ერი თვისი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“ (ეს. 2,6).

ყველაზე მძიმე სასჯელი ღვთისგან მიტოვებაა... რა დანაშაულთათვის კარგავს მავანი ღვთის შეწევნას, ამას შემდეგი სიტყვები გვიჩვენებს: „რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“.  ხედავ, როგორი ბოროტებაა მისნობა (მკითხაობა, ჯადოქრობა)! მის მიმდევრებს ღვთის შეწევნის გარეშე ტოვებს… და დიდად სახელოვანი ადამიანები, ზეციდან მსაჯულს რომ მოელიან, გულგრილად ვარდებიან ამ დამღუპველ ბიწიერებაში. მაგრამ ისმინე: განგდებულია ხალხი, რომელიც ამას მისცემია. ჯერ კიდევ ძველად, მოსეს სჯულით, შელოცვები, მკითხაობები, ჯადოქრობა, ფრინველებით მისნობა განგდებულ იქნა, როგორც დემონთა გამონაგონი. ნათქვამია: „ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით“ (ლევიტ. 19,26); „ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნათა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან“ (2 სჯულ. 18,14).

წმ. ბასილი დიდი

 

გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.

წმ. იოანე ოქროპირი

 

ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ.

(წმ. ნიკოლოზ სერბი)

 

ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.

წმ. ალექსი ბერი, შუშანია

 

სიახლეები

11 ნოემბერი 2026

განმარტება: წმ. გრიგოლ პალამა – განმარტება სახარებისა: „ვითარცა თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა...“

 

13 ოქტომბერი 2026

განმარტება: წმ. გრიგოლ პალამა – განმარტება სახარებისა ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ

 

12 იანვარი 2026

ცოდვები:წმ. მამები სიძვის აზრებთან ბრძოლის შესახებ

 

4 დეკემბერი 2025

საცდურები: წმ. მამები მსახიობობისა და სანახაობების შესახებ

 

3 დეკემბერი 2025

ქართულ და უცხო ენებზე ახალი თარგმნილი წიგნების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ძალაანთხევის წმ. ბასილი დიდის სახელობის მონასტრის ოფიციალურ ვებგვერდს sbgmonastery.com

 

16 მაისი 2025

მოღვაწეობა: წიგნი წმიდისა მამისა დოროთესი

 
8 იანვარი 2025

ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ

 

25 დეკემბერი 2024

პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა

 

15 აპრილი 2024

ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები

 

18 ნოემბერი 2023

ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები

 

2 ნოემბერი 2023

საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ

 

24 ივლისი 2023

მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)

 

8 დეკემბერი 2022

ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ

 

18 ივნისი 2022

განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ

 

15 აპრილი 2022

მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები

 

10 აპრილი, 2021

მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა