martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

რვა მთავარი ვნებისათვის

(ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდადმზვაობრობა, ამპარტავნება)

 

 

 სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...

ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ.

  წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით), კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

მარხვის ღვაწლი საჭირო და აუცილებელია არა მხოლოდ სხეულისათვის, არამედ პირველ ყოვლისა გულისა და გონებისათვის. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21,34). სოფლის მაცხოვარმა ამ სიტყვებით უზომო ჭამა-სმის მეტად საყურადღებო შედეგი გაგვიმჟღავნა, საშინელი, სულის დამღუპველი შედეგი. მუცლის მაამებლობის შედეგად გული მძიმდება, უხეშდება, ქვავდება, გონება სიმსუბუქესა და სულიერებას კარგავს, ადამიანი ხორციელი ხდება. რას ნიშნავს ხორციელი კაცი? – ამ სახელით საღმრთო წერილი იმ საწყალობელ კაცს აღნიშნავს, რომელიც მიწასაა შემსჭვალული, სულიერი ზრახვებისა და შეგრძნებების მიმართ უუნაროა. „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე, ყოფისათვის მათისა ხორც“ (დაბ. 6,3) – მოწმობს ღმერთი. ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს. თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. „ჭამა იაკობ“ – ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, – „და განძღა, და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა“ (2 სჯულ. 32,15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს. საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი – გონებას. ამის შემდეგ ეს სულის თვალნი – გული და გონება – ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას მიწიერი ცხოვრება დაუსრულებლად ეჩვენება. შეხედულებათა და შეგრძნებათა შესაბამისად წარიმართება მიწიერი მოგზაურობა და ბედკრული, დაბრმავებული მოგზაური განგდებულ გველთან ერთად მუცელზე ხოხავს და მიწასა ჭამს მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში (შდრ. დაბ. 3,14). ქრისტეს მოწაფეს მარხვის მიტოვება ქრისტესგან განდგომით ემუქრება.

   წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას – საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებრივი და საოჯახო მოღვაწეობა. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21,34). ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება.

  წმ. იოანე კრონშტადტელი

 

 

ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

ქალის ცქერა ის შხამიანი ისარია, რომელიც სულს მოწყლავს და მოწამლავს, და რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს, მით მეტად წყლულდება სული... მოერიდე ქალებთან შეხვედრას და ნუ მისცემ მათ უფლებას, მოგენდონ და გულის ნადები გაგიმხილონ. თავიდან შეიძლება მართლაც ჰქონდეთ მათ შენი რიდი და პატივისცემა, ან პირმოთნედ მოგაჩვენონ თავი ასეთად, შემდეგში კი ურცხვად გაკადნიერდებიან. პირველი შეხვედრისას თავს დაბლა ხრიან, თვინიერად საუბრობენ, თანალმობით ღვრიან ცრემლებს, წესიერად აცვიათ, მწუხარებით ოხრავენ, სიწმიდეზე გეკითხებიან და გულმოდგინედ გისმენენ. მაგრამ, აი, მეორედ როცა ნახავ, მზერა უკვე ცოტათი ზეაწეულია; მესამე შეხვედრისას ურცხვი ღიმილით გიცქერიან, ხმამაღლაც გადაიკისკისებენ ხოლმე. საბოლოოდ მორთულ-მოკაზმულნი მოდიან, აშკარად გამომწვევად უჭირავთ თავი, გამოხედვაში ვნება იკითხება, წარბებს მაღლა სწევენ, არც წამწამებს ასვენებენ, ყელს იშიშვლებენ, მთელი სხეულით სინაზეს გამოხატავენ, მათი საუბარი ვნებას აღაგზნებს, გამოთქმითა და კილოთი შენს მოხიბვლას ესწრაფვიან, სანამ ყოველი ღონით სულს არ დაგიტყვევებენ. ეს ყოველივე სასიკვდილო ანკესივითაა, მზაკვრულ ბადეს ჰგავს, რომელშიც წარსაწყმედელად გაებმები. ნურავინ გაცთუნებს მოკრძალებული საუბრებით, რამეთუ მათში უდიდესი ზიანის მომტანი გესლია დაფარული.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას, ისე რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა შეპყრობილი, – და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: "... ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მატ.5,28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა: "შვილო, ნუ გერევინ სიკეთე გულის-თქუმისაჲ, ნუცა მოინადირები თუალთაგან შენთა" (იგავ. 6,25).

თუკი ეს ქურდი შემოიჭრება და მოგინადირებს, იღვაწე, რომ აფროდიტეს კერპი, ანუ საძაგელი გულისთქმა არ აღიბეჭდოს შენს სულში. როგორ ვიღვაწოთ? – ღმერთის მოხმობით: ფსალმუნთმგალობლის თანახმად "უფლისაჲ არს ცხორებაჲ".

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

 

 

საყვარელო, შენ მკითხე იმის შესახებ, რომ გიხდება ვნებიანი ყურება შენ წინაშე მდგომი ადამიანისა. როგორც ჩანს, ეს ეშმაკის ბრძოლისგანაა, იცოდე – გონების გატაცებაც მისი შთაგონებისგანაა. ასეთ განსაცდელში გაიხსენე როგორ იხრწნება და ყარს ხოლმე ჩვენი სხეული, როგორ შევიცვლებით, როცა საფლავში ჩავწვებით. მაგრამ ხრწნილებაზე რად გეუბნები? განა უწინარესად მომავალი საშინელი სამსჯავრო არ უნდა წარმოიდგინო? რა ხვედრი ელის ამის მოქმედთ? როგორ აიტან იმ დიდ სირცხვილს, როდესაც ჩვენი საქმეები ანგელოზებისა და მთავარანგელოზების, ყოველი ადამიანისა და მართალი მსაჯულის წინაშე გაცხადდება? როგორ დაეხშობათ ბაგეები ამგვარ საქმეთა მოქმედთ? გვეშინოდეს მისი, რომელმაც ბრძანა: „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6; 9-10); აგრეთვე: „ყოველი რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა. უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი" (მათ. 5,28-29). ეს ყოველივე გაიხსენე და ხშირად არ მიხვიდე იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ამ ბრძოლას განიცდი, მაგრამ არ აგრძნობინო რატომ განეშორები მათ, რომ სხვადასხვა ფიქრებისთვის არ მისცე მიზეზი. როდესაც მათთან საუბარი დაგჭირდება, შეწევნისთვის უფლის წმიდა სახელს მოუხმე, თქვი: იესო მეუფეო! დამიფარე და შეეწიე ჩემს უძლურებას. ნუ შეშინდები, ის შემუსრავს მტრის მშვილდს, რამეთუ მისი სახელის ძალით ბოროტება უმოქმედო ხდება. შეხვედრისას ცოტა ილაპარაკე, სმენასა და გულისსიტყვებს თავისუფლებას ნუ მიანიჭებ, თავი მშვიდად და უშფოთველად გეჭიროს, რათა არავინ შენიშნოს რაც ხდება (შენს გულში). და თუკი ამ გზით ძალა მოგეცემა, მტრებს (ეშმაკებს) ნუ გაუთამამდები, რადგან ურცხვები არიან და ათასჯერაც რომ დაამარცხო, მაინც შემოგიტევენ.

   წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს. იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს. როდესაც ისრაელი ჭეშმარიტად ემსახურებოდა ღმერთს, მაშინ ღმერთი იფარავდა მას მტერთაგან, ხოლო როდესაც არ ზრუნავდა ჭეშმარიტი მსახურებისათვის, მაშინ ღმერთი მიუშვებდა მტრებს მის დასამარცხებლად.

  წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა. და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს „დაფარულსა შინა“ (2 სჯულ. 27,15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარების ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის სანაცვლოდ.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

ვერცხლისმოყვარების დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა, ხოლო მისი აღსასრული – გლახაკთა სიძულვილი.

  წმ. იოანე სინელი

 

 

ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და განცხრომის სხვა საგნებში დაგეხარჯა, არამედ იმისთვის, რომ გაჭირვებულთათვის გაგენაწილებინა.

  წმ. იოანე ოქროპირი

 

 

რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი. სჯობს უგულებელვყოთ სასარგებლო და აუცილებელი, რათა მრისხანებას გავექცეთ. ასევე უმჯობესია მივიღოთ და გადავიტანოთ ყველანაირი უსიამოვნება იმისათვის, რომ სიყვარულისა და მშვიდობის სიწყნარე შევინარჩუნოთ; რადგან არაფერია მრისხანებასა და მწუხარებაზე უფრო დამღუპველი და სიყვარულზე უფრო სასარგებლო.

   წმ. კასიანე რომაელი

 

 

როდესაც რაიმე საშინელისა და აუტანელის დათმენისას მრისხანება და მძვინვარება შემოგიტევს, ქრისტეს სიმშვიდე გაიხსენე და მალე დამშვიდდები და დამდაბლდები.

   წმ. იოანე ოქროპირი

 

 

კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, რომ არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ვინმე ამის ღირსიც იყოს.

   წმ. იოანე ოქროპირი

 

 

მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა – აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში.

   წმ. იოანე ოქროპირი

 

 

როგორც მრისხანება, ასევე ღვარძლი უზომო თავისმოყვარებისაგან იშვება. თავისმოყვარე ყველაფერში გამორჩენას, დიდებასა და პატივს ეძიებს. თუკი რაიმეში თავისი განზრახვისა და სურვილის საწინააღმდეგოს დაინახავს, შეცბება, ეწყინება და ურისხდება მას, ვინც წინააღმდეგობას უქმნის. ამიტომაც ცდილობს საქმეს მრისხანებით დაეხმაროს, ანუ სამაგიერო გადაუხადოს, რაც ღვარძლისთვისაა დამახასიათებელი.

   წმ. ტიხონ ზადონელი

 

 

მრისხანება ღვარძლად და ძვირისხსენებად გადაიქცევა, როცა გულში დიდი ხნით გაჩერდება და იკვებება. ამიტომაც ბრძანებს უფალი მის სასწრაფოდ მოკვეთას, რომ არ გადაიზარდოს სიძულვილსა და ღვარძლში და ამით ბოროტებას უფრო დიდი ბოროტება არ დაემატოს. „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა, ნუცა სცემთ ადგილს ეშმაკსა“ (ეფეს. 4,26-27), ამბობს მოციქული. როგორც ხანძარი შემუსრავს სახლში ბევრ რამეს, თუკი მაშინვე არ ჩავაქრობთ, ასევე მრისხანებაც, თუკი დროულად არ შეწყდება, ბევრ ბოროტებას მოიტანს და მრავალი უბედურების მიზეზი გახდება.

   წმ. ტიხონ ზადონელი

 

 

ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სულის სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავღელდეთ, როდესაც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. ამისთვის საჭიროა ყოველი ღონით შევაკავოთ მრისხანება და გული და გონება ყურადღებით დავიცვათ უჯერო მოძრაობებისაგან.

   წმ. სერაფიმე საროველი

 

 

სულის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყოველნაირად უნდა განვეშოროთ სხვების განკითხვას. არა განკითხვითა და დუმილით სულის სიმშვიდეს შევინარჩუნებთ.

   წმ. სერაფიმე საროველი

 

 

დატყვევებულ მეომარს ბარბაროსები რკინის ბორკილებს ადებენ, ვნებების ტყვეს კი მწუხარება შეკრავს. მწუხარება არ ძლიერდება, როცა სხვა ვნებებს არ ვემონებით, ისევე, როგორც ბორკილები თავისით არ შეგვკრავენ, თუკი არავინაა შემკვრელი. ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნად მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება. მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი – სამაგიეროს გადაუხდელობის გამო, არც თავმდაბალი – კაცობრივი დიდების უქონლობის გამო, არც უპოვარი – დანაკარგის გამო.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

არსებობს ბუნებრივი მოწყინება უძლურებისაგან, და არსებობს მოწყინება ეშმაკისაგან. თუკი მათი გარჩევა გსურს, ასე გაარჩიე: ეშმაკისეული (მოწყინება) მოდის მანამდე, სანამ დასვენების დრო მოგივა. როცა კაცი რაიმეს კეთებას დაიწყებს, მოწყინება საქმის მესამედის ან მეოთხედის აღსრულებამდე მოვა, აიძულებს საქმის მიტოვებასა და წამოდგომას. ამ დროს მას არ უნდა ვუსმინოთ, უნდა ვილოცოთ და საქმე მოთმინებით გავაგრძელოთ. მტერი (ეშმაკი) დაინახავს, რომ მოწყინების გამო ვლოცულობთ და შეწყვეტს ბრძოლას, რამეთუ მას არ სურს ლოცვისთვის მიზეზის მოცემა. ხოლო ბუნებრივი მოწყინება მაშინ მოდის, როდესაც კაცი თავის ძალებზე აღმატებულად შრომობს და თავს აიძულებს კიდევ მეტი იშრომოს. ასე წარმოიშვება ბუნებრივი მოწყინება სხეულის უძლურებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენი ძალები გამოვცადოთ და სხეული მოვასვენოთ, ღმრთის შიშით.

   წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

მოწყინება სულიერ ძალებს აუძლურებს, მზვაობრობა კი ღმრთისაგან განშორებულ გონებას ძაბავს, სნეულს აჯანსაღებს, მოხუცს ჭაბუკზე ძლიერს ხდის, თუკი ბევრი მოწმე ჰყავს იმ საქმეს, რასაც მზვაობრობით შეპყრობილი აღასრულებს. მაშინ გაიოლდება მარხვაც, მღვიძარებაც და ლოცვაც, რადგან მრავალთაგან მიღებული შექება გულმოდგინებას აღაგზნებს. მაგრამ შენ ნუ გაყიდი შრომას კაცობრივ დიდებაზე და მომავალ დიდებას ნუ გაცვლი არაფრად ღირებულ შექებაში. კაცობრივი დიდება მტვრად იქცევა და მისმიერი ქებაც მიწაში გაქრება, ხოლო სათნოების დიდება საუკუნო იქნება.

  წმ. ნილოს სინელი

 

 

დაუკვირდი და იპოვი იმ უკეთურს (მზვაობრობას) საფლავამდე განუშორებლად შენთან მყოფს – სამოსელში, სიარულში და ყოველ საქმეში.

  წმ. იოანე სინელი

 

 

ვინც ზვაობს ბუნებითი საქმეების – გონებამახვილობის, ხელმარჯვეობის, კარგად კითხვის, მეცნიერული გულისხმისყოფის, ტკბილხმოვანების, გარეგნული მშვენიერებისა და მათ მსგავსთა გამო, იგი ვერასოდეს მიიღებს ბუნების უაღრეს სიკეთეებს, რამეთუ ვინც მცირეზე არ არის საიმედო, იგი დიდზედაც არასაიმედო და მზვაობარია.

  წმ. იოანე სინელი

 

 

ყოველი კაცი, რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს, ცუდადმზვაობარია. მისი მარხვა უსასყიდლოა, ლოცვა – უსარგებლო, რამეთუ ორივეს კაცთამიერი ქებისათვის აღასრულებს.

  წმ. იოანე სინელი

 

 

როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე, რომ ამას დიდი სარგებლობა მოაქვს შენთვის, – დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.

   წმ. მაქსიმე აღმსარებელი

 

 

არის ერთი მატლი, რომელიც გაიზრდება, ფრთებს შეისხამს და მაღლა აფრინდება. ასევეა ცუდადმზვაობრობა – როდესაც სისრულეს მიაღწევს, შობს ამპარტავნებას, რომელიც ყოველი ბოროტების დასაბამი და სრულმყოფელია.

  წმ. იოანე სინელი

 

 

 

iasri

 

 

 

 

 

 

 

 
martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა
    Georgian orthodox church calendar.