martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ვინ არიან ქრისტიანები

 

ქრისტიანები – მსხვერპლია ღვთისა, წმინდა და უბიწო. (წმ. ბასილი დიდი)

თუკი ქრისტიანად იწოდები და ქრისტეს ღმერთად აღიარებ, დაამტკიცე საქმეებით შენი აღსარება. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

როგორ გავხდეთ ქრისტეს მიმბაძველები? ვაკეთოთ ყველაფერი საერთო სიკეთისთვის და არ ვეძიოთ სათავისო. (წმ. იოანე ოქროპირი)

ქრისტიანი უნდა განეშოროს ხორციელ და ამაო ადამიანებს, მეტი იფიქროს და ნაკლები ილაპარაკოს, არ იყოს კადნიერი სიტყვებში, არ დაუშვას საუბარში ზედმეტობა. ის მიდრეკილი უნდა იყოს სიკეთისაკენ, საკუთარი ხელებით უნდა შრომობდეს, მუდამ ახსოვდეს უკანასკნელი ჟამი, სასოებით უხაროდეს, გასაჭირს ითმენდეს, განუწყვეტლივ ლოცულობდეს, ყველაფრისთვის მადლობდეს; ყველას წინაშე დამდაბლდეს, მოიძულოს ქედმაღლობა, იფხიზლოს და გული არაწმინდა აზრებისაგან დაიცვას, მცნებათა აღსრულებით შეიკრიბოს საუნჯე ზეცაში. უნდა განსაჯოს თავისი ყოველდღიური აზრები და საქმეები, არ მიეჯაჭვოს ყოფით საზრუნავს და ზედმეტ საუბრებს, უზრუნველი ადამიანების ცხოვრებით არ უნდა ინტერესდებოდეს, არამედ მხოლოდ წმიდა მამების ცხოვრებას უნდა ბაძავდეს. უნდა ხარობდეს სათნოებაში წარმატებულთა გამო და არ უნდა შურდეს მათი, დატანჯულებს თანაუგრძნობდეს, მათთან ერთად ტიროდეს და ებრალებოდეს ისინი...  (წმ. ბასილი დიდი)

ყველაფრის კეთება და ლაპარაკი მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებმა ადიდონ, დამახასიათებელია ამსოფლიური ადამიანისთვის, რომლისთვისაც არ არსებობს სხვა ნეტარება, გარდა აწმყო ცხოვრებისა. ხოლო სულიერ კაცს – ქრისტიანს – მხედველობაში მხოლოდ ცხონება უნდა ჰქონდეს, და დიდად უნდა აფასებდეს ყველაფერს, რასაც მისკენ მივყავართ, და რასაც ცხონებისკენ არ მივყავართ, უნდა უგულებელყოფდეს, როგორც არაფრად ღირებულს. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ღვთაებრივი კანონი ითხოვს, რომ ჩვენ მაგალითი ვიყოთ სხვა ადამიანებისთვის და დაუძრახავი ცხოვრებით ყველას დავანახოთ ჭეშმარიტი გზა. (წმ. ნილოს სინელი)

ყოველი ქრისტიანი ლეღვის მსგავსია, რომელშიაც უფალი ეძიებს შინაგან ნაყოფს და არა ფოთლებით შემოსვას. (წმ. მაკარი დიდი)

თუკი ისინი, ვინც ცხოვრებას სამხედრო წოდებაში ატარებენ, ყველაფრისგან განეშორებიან და იქ მიდიან, სადაც ომი უხმობთ, და ყველაფერს ვაჟკაცურად იტანენ, მით უმეტეს ჩვენ, ქრისტეს მხედრებს, გვევალება ამგვარადვე აღჭურვა და განწყობა ვნებებთან საბრძოლველად. (წმ. იოანე ოქროპირი)

ოჰ, მონობა ღვთისა, რომლითაც ჩვენ გავურბივართ სხვა ბოროტ მონობას და ვაღწევთ ქრიტესმიერ თავისუფლებას! ოჰ, მონობა, რომელიც გვაძლევს მსუბუქ უღელს და ამის შემდეგ მოგვიზღავს საუკუნო ცხოვრებას... მივილტვოდეთ, ძმებო, ამ მონობისკენ, რომ შევიცნოთ სულის თავისუფლება. (წმ. იოანე ოქროპირი)

ღვთის შვილები სხვებისგან იმით განსხვავდებიან, რომ გაჭირვებებით ცხოვრობენ, ხოლო სოფელი ფუფუნებითა და განსვენებით ამაყობს. (წმ. ისააკ ასური)

თუკი ქრისტეს მოწაფეებად ვიწოდებით, მაშ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მისგან. რა უნდა ვისწავლოთ? რასაც ის გვასწავლის სიტყვით და საქმით, თუ არა, ტყუილად ვიწოდებით მოწაფეებად... ქრისტიანო, მიხედე, სწავლობ ქრისტესგან ქრისტიანულ სიბრძნეს, რომლის გარეშეც ყოველი სიბრძნე უგუნურებაა? სწორად და ლამაზად მეტყველებას სწავლობ, მაგრამ სწავლობ ქრისტესგან სწორად და ლამაზად ცხოვრებას? სწავლობ საგნების ბუნების შეცნობას, მიწის გაზომვას, ვარსკვლავების დათვლას, მაგრამ სწავლობ შენი უძლურებისა და სიგლახაკის შეცნობას, შენი დღეების სიმოკლის გაზომვას და ცოდვით გახრწნილი გულის გამოკვლევას? სწავლობ ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად ლაპარაკს, მაგრამ სწავლობ ქრისტიანულად ცხოვრებას? ამის გარეშე, იცოდე, ყველა შენი მცდელობა ამაოა და შენი სიბრძნე – სიშლეგეა, და ვერაფერი გიშველის, ვერ მოგიტანს ნეტარებას, შენი იმედის მიუხედავად. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)

ვინც ვერ აცნობიერებს თავის ცოდვილობას, თავის დაცემას, თავის დაღუპვას, ის ვერ მიიღებს ქრისტეს, ვერ ირწმუნებს ქრისტეს, ვერ გახდება ქრისტიანი. (წმ. მღვდელმთავარი  ეგნატე ბრიანჩანინოვი)

ვინ იწოდება ღვთის ხალხად? – ვინც შეიცნო ღმერთი და თაყვანს სცემს მას ჭეშმარიტი რწმენით, შიშით, სიყვარულითა და მორჩილებით; ვისზეც ამბობს წმიდა პეტრე მოციქული: „თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული“ (1 პეტრე 2,9), ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანები, კეთილმსახურებით მცხოვრებნი და მთელი გულით ღვთის მაძიებელნი. ასეთებზეა კურთხევა ღვთისა. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)

ქრისტე სიმდაბლით ცხოვრობდა – დღევანდელ ქრისტიანებს უყვართ სიამაყითა და დიდებულებით ცხოვრება. ქრისტე ყველას სიწრფელითა და უბრალოებით ექცეოდა – დღევანდელი ქრისტიანები ყველას მზაკვრობითა და ცბიერებით ექცევიან. ქრისტე ისეთი სიგლახაკით ცხოვრობდა, რომ თავის მოსადრეკიც არსად გააჩნდა, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო ყველაფერი ჰქონოდა, როგორც ყოველთა უფალს – დღევანდელი ქრისტიანები იმაზე ფიქრობენ და ზრუნავენ, როგორ შეაგროვონ დიდი სიმდიდრე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს დაიუნჯებდნენ. ქრისტე, ყოველგვარი თაყვანისცემისა და დიდების ღირსი, გაურბოდა პატივსა და დიდებას, ხოლო აწინდელი ქრისტიანები მთელს ძალასა და მონდომებას იქით მიმართავენ, რომ ამ სოფელში მათ ეთაყვანებოდნენ და ადიდებდნენ. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)

როგორც მზე ანათებს ციდან, ისევე ანათებს ქრისტიანობა. ვინც ნებით თვალს ხუჭავს, დაე თავისი ვერხედვა და უმეცრება საკუთარ ნებას მიაწეროს და არა სინათლის არყოფნას. (წმ. მღვდელმთავარი  ეგნატე ბრიანჩანინოვი)

ქრისტიანობა არ კარგავს თავის დიდ ღირსებას იმის გამო, რომ ზოგიერთი ან მრავალი ქრისტიანი ქრისტეს სწავლების საწინააღმდეგო ცხოვრებას ატარებს. (წმ. მღვდელმთავარი  ეგნატე ბრიანჩანინოვი)

ქრისტიანთა ცხოვრება ამქვეყნად სხვა არაფერია, თუ არა მწირობა, განუწყვეტელი სვლა და მისწრაფება თავისი სამშობლოსაკენ, როგორც ამბობს მოციქული: „არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ (ებრ. 13,14). ამიტომაც ეწოდებათ მათ სტუმრები და წარმავალნი ამ სოფლად, როგორც დაწერილია აბრაამზე, ისააკზე და იაკობზე, რომლებიც საკუთარ თავს ეუბნებოდნენ, რომ: „სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუეყანასა ზედა“ (ებრ. 11,13). ხოლო დავითი ეუბნება უფალს: „მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი“ (ფსალმ. 38,13); და სხვა ადგილას: „მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა“ (ფსალმ. 118,19). თუკი აქაური ცხოვრება ჩვენი მწირობაა, მაშ აუცილებლად არსებობს ღვთისგან, ჩვენი შემოქმედისგან ჩვენთვის გამზადებული სამშობლო, რომელშიც შესაძლებელი იქნება განსვენება ამ მწირობის შემდეგ. (წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი)

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა