| ტროპარი  შობამან  შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა  მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა, და განაქარვა  სიკუდილი, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო. |   | კონდაკი  იოაკიმ  და ანა ყვედრებისაგან უშვილოებისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა  განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა. ამას დღესასწაულობს  ერიცა შენი, თანამდებობისაგან ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა  და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა. | 
              
                | დედა ღვთისა სიყრმითგან ვიდრე აღსასრულადმდე ისმენდა და იზრდებოდა  სიტყვითა ღვთისათა; ხოლო უმეტესად მაშინ, როდესაც მიიღო მან ხარება  მთავარანგელოზისა, იტვირთა ძე ღვთისა, აღზარდა იგი და მერმედ ყოველ-დღე ისმენდა  მისგან სწავლასა და ქადაგებასა. სახარებასა შინა თქმულ არს მისთვის: „ხოლო დედასა  მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყვანი გულსა შინა მისსა“. დიდითა კრძალულებითა  ისმენდა ყოვლადწმიდა ყოველსა სიტყვასა უფლისასა და დაიმარხავდა სიღრმესა შინა  გულისასა. ამისთვისცა შეიქმნა იგი ტაძრად ცხოველად საღმრთოჲსა მადლისა; ამისთვის  იყო იგი ჭურჭელი ყოვლისა სათნოებისა: მშვიდი, მდაბალი, მყუდრო და სახიერი;  ამისათვის გამოჰჩნდა იგი დედუფლად ცისა და ქვეყანისა, სამკაულად კაცობრივისა  ბუნებისა, თაყვანის-საცემელად ანგელოზთა და კაცთა; ამისათვისცა ჩვენცა ყოველნი  დღეს შეკრებულ ვართ აქა და ვადიდებთ სანატრელსა მისსა სახელსა. წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ  ქიქოძე |