martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

შეიძლება თუ არა ხათხა-იოგასა და ქრისტიანობის შეთავსება?

 

ერთხელ, ლიტურგიის შემდეგ, მოძღვარს ასე, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და უთხრა, თქვენთან სალაპარაკო მაქვსო. გაზაფხულის მზიანი დღე იყო და მოძღვარმა შესთავაზა მოსულს:

– მოდი, ეკლესიის ეზოში, სკამზე ჩამოვსხდეთ: იქ ხელს არავინ შეგვიშლის და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაწუხებთ.

უცნობი მოძღვრის გვერდით ჩამოჯდა, მის ხელს დასწვდა და დაიწყო:

– მე მაღელვებს პროექტი, რომელზე მსჯელობაც ამჟამად მთავრობაში მიმდინარეობს, კერძოდ კი აპირებენ ციმბირის მდინარეების სამხრეთისაკენ მიბრუნებას, რათა არალის ტბა აავსონ, სამხრეთ აზიის რესპუბლიკების უდაბნოები მორწყან და იქ ბამბის ახალი პლანტაციები გააშენონ. თუ ეს პროექტი განხორციელდა, ციმბირში მდინარეების გრუნტის წყლები დაიწევს და ტაიგა დაიღუპება. მე მოსკოვიდან ჩამოვედი, ჩვენ აქ არაოფიციალური შეკრება გვაქვს – გვინდა თხოვნით მივმართოთ მთავრობას, რომ ამ უგუნურ იდეაზე ხელი აიღოს.

მოძღვარმა ჰკითხა:

– ჩემთან რატომ მოხვედით, მე ხომ ამ საქმის სპეციალისტი არა ვარ?

უცნობმა მიუგო:

– მე მხოლოდ თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი აგიხსენით, თქვენთან კი სულ სხვა, პირადი საქმე მაქვს. მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ ამავე დროს ხათხა-იოგასაც მივდევ. ბევრი ჩემი ნაცნობი მეუბნება, რომ ეს ორი რამ შეუთავსებელია ერთმანეთთან. მოსკოვში რამდენიმე მღვდელს ვკითხე აზრი, მაგრამ მათგან სულ სხვადასხვა პასუხი მივიღე. ამიტომ თქვენი აზრის მოსმენაც მსურს.

მოძღვარმა ჰკითხა:

– მაინცდამაინც მე რატომ მომმართეთ?

– ნება მომეცით, ეს მხოლოდ მე ვიცოდე.

– თქვენი სახელი?

– ნათლისღებით ვადიმი ვარ, მაგრამ როცა ადამიანი იმ წრეში შედის, სადაც იოგაში ვარჯიშობენ, მას სხვა სახელს აძლევენ. მე რამა-ბეი შემარქვეს. დღემდე არ მესმის, ნუთუ არ შეიძლება, ვადიმი მერქვას და ისე ვსწავლობდე იოგას? თუმცა, ყველას თავისი ტრადიციები აქვს. ათეისტურ ოჯახში ვიზრდებოდი და თავიდან იოგათი უბრალოდ იმიტომ დავინტერესდი, რომ ფიზიკურად ძლიერი გავმხდარიყავი. შემდეგ იოგას თეორიასაც გავეცანი, მის სწავლებას ადამიანსა და კოსმოსზე, ერთგვარი ენერგეტიკული აბსოლუტის არსებობაზე. იოგა ვერაფრით ვერ თავსდებოდა სამყაროზე ჩემი უწინდელი, მატერიალისტური წარმოდგენების ჩარჩოებში და ამან მაიძულა დავფიქრებულიყავი იმ საკითხებზე, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილი რომ მეგონა. დავიწყე ქრისტიანული ლიტერატურის კითხვა და მასში ვპოვე ის, რასაც ვერც მდარე და პრიმიტიული მატერიალიზმი მომცემდა, ვერც თვით იოგას მეტაფიზიკა. მაგრამ იოგა ის პირველი ბიძგი იყო, რამაც გამომაღვიძა და მაიძულა, ღმერთის ძიება დამეწყო. რომ არა იოგა, შეიძლება ტაძრის კარი არასოდეს შემეღო. იოგასადმი გაორებული გრძნობა მაქვს: უარვყოფ მას, როგორც მსოფლმხედველობას და, ამავე დროს, ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ძალების განვითარების უნიკალურ სისტემად ვთვლი. ასანები დამეხმარა განვკურნებულიყავი ზოგიერთი სნეულებისგან, ბავშვობიდან რომ მაწუხებდა, მედიტაციამ კი, მე ვფიქრობ, მეხსიერება გამიუმჯობესა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანი გავხდი, იოგას ფილოსოფიაზე უარი ვთქვი, თანაც ამ წრეების მონაწილეთა უმეტესობას მეტაფიზიკური საკითხები საერთოდ არ აინტერესებს – ასე რომ, ამ მხრივ თანამოაზრენი ვართ: იოგას ვუყურებთ, როგორც ძველი ფიზკულტურის სისტემას. ჩვენი მასწავლებლებიც, თუმცა კი ინდურ ტერმინოლოგიას იყენებენ – მაგალითად, "კუნდალინი", "კარმა", "ასტრალური პლანი" და სხვა ამგვარი – მაგრამ ხათხა-იოგას ფარგლებს არ სცდებიან. როდესაც მათ გაიგეს, რომ ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად რეგულარულად დავდივარ ტაძარში, მომიწონეს ეს საქციელი და თქვეს, ქრისტიანობა მშვენიერი გზაა, ღმერთისკენ მიმავალი, თუმცა არა ერთადერთიო. მაგრამ მე შინაგანად ვერ გადამიწყვეტია, შეიძლება თუ არა ქრისტიანობისა და ხათხა-იოგას შეთავსება. ჩვენს ჯგუფში ერთი მაჰმადიანიც არის, რომელიც არა მარტო მეჩეთში დადის, ნამაზსაც თავის დროზე ასრულებს, რაც დღეს იშვიათი მოვლენაა; ჩვენი მასწავლებელი ძალიან იწონებს ამას და მისაბაძ მაგალითადაც კი გვიყენებს ხოლმე მის ამგვარ მოშურნეობას. თუ შეგიძლიათ, ამიხსენით, შეეწევა თუ არა ხათხა-იოგა ჩემი, როგორც ქრისტიანის სულიერ წარმატებას? თუმცა, თუკი არ შეგიძლიათ ან არ გსურთ ამ თემაზე საუბარი, მე ძალას არ დაგატანთ.

შემდეგ უცნობმა დასძინა:

– ჩვენ მედიტაციას, ანუ რაიმე სახესა თუ იდეაზე გონების შემოკრებას გვასწავლიან. გამოგიტყდებით და, ჩვენი საუბრისას, როდესაც თქვენი ხელი მეჭირა, მედიტაციას ვეწეოდი. ახლა მინდა გკითხოთ: რას გრძნობდით?

მოძღვარმა მიუგო:

– გულახდილად რომ გითხრათ, ვგრძნობდი, რომ ძილი მერეოდა და ვცდილობდი როგორმე თავი შემეკავებინა – წუხელ ღვთისმსახურებისთვის ვემზადებოდი და ცოტა მეძინა.

ვადიმმა თქვა:

– გუშინ, მგზავრობისას, მეც ცუდად მეძინა, შესაძლოა, ამიტომ არ იმოქმედა ჩემმა მედიტაციამ თქვენზე. ისე კი ბევრი მეუბნება, რომ ჩემი ხელებისგან თითქოს ელექტროენერგია გამოდის.

მოძღვარმა უპასუხა:

– თუ ექსპერიმენტი დასრულებულია, გთხოვთ ხელი გამიშვათ, ახლა კი ვეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ თქვენს კითხვებზე.

ხათხა-იოგა მის სამშობლოში იოგას საერთო სისტემისგან განცალკევებით არ განიხილება. ამ სისტემაში შედის რაჯა-იოგა და ჯნანა-იოგა, რომლებიც შივაიზმის რელიგიურ, კოსმოლოგიურ და ანთროპოლოგიურ წარმოდგენებს შეიცავს. ხათხა-იოგაში არის აგრეთვე სწავლება მსოფლიო ენერგიის – პრანას შესახებ, ადამიანის ხერხემალსა და თავის ტვინში განლაგებული სულიერი ცენტრების შესახებ, მზის წნულში არსებული "ენერგეტიკული დეპოს" შესახებ და ა. შ. ამასთან, ხათხა-იოგა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის სექსუალურ ენერგიას და მისი ტრანსფორმირების შესაძლებლობას – ეს ყველაფერი, ცხადია, ქრისტიანობასთან სრულიად შეუთავსებელია.

ამასთან, ხათხა-იოგას ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია აქტიური წარმოსახვის უნარი. იოგი მუდმივად უნდა ვარჯიშობდეს ფერადოვანი სურათების შექმნაში. ესეც ძირშივე ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ასკეტიკას, რომელიც გვაფრთხილებს, რომ წარმოსახვასთან ძალიან ახლოს დგას ვნებების სფერო, ამიტომ წარმოსახვას ადვილად, პარაზიტებივით, ეტმასნებიან დემონური ძალები. საკუთარი გონების კონტროლი, რომელსაც ქრისტიანი მოღვაწეები მღვიძარებას უწოდებენ, ძირითადად სწორედ წარმოსახვასთან ბრძოლას წარმოადგენს. შემდეგი სავალდებულო სავარჯიშო როგორც ხათხა-იოგასთვის, ისე იოგას სხვა სისტემებისთვის, მედიტაციაა. ეს არის გარკვეულ იდეაზე ყურადღების ფიქსირება ანდა მანტრების – გამონათქვამების გამეორება. მედიტაცია შივაიტურ ანთროპოლოგიას ემყარება, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანის სული თავისი ბუნებით აბსოლუტის იგივეობრივია, ამიტომ მედიტაცია ლოცვის ჩანაცვლებას ანდა საკუთარი თავისადმი მიმართულ ლოცვას წარმოადგენს. თქვენი ინსტრუქტორები ამას ავტოტრენინგს უწოდებენ. სინამდვილეში ეს თავის გაღმერთების საიდუმლო სახეა: იოგს საქმე აქვს საკუთარ თავთან. თუ ის ღმერთების სახელებს წარმოთქვამს, ეს მხოლოდ აბსოლუტის მოდიფიკაციაა; ხოლო რაკიღა თავის თავს აბსოლუტის ერთარსად თვლის, შესაბამისად, ესაა საკუთარი თავის სამუშაო მოდელი. ადამიანი, რომელიც მედიტაციას ეწევა ან თუნდაც ადრე ეწეოდა, დიდი გაჭირვებით სწავლობს ლოცვას. მას ეჩვენება, რომ ლოცვაში მოქმედებს არა პიროვნული ღმერთი, არამედ მისი საკუთარი ენერგია, როგორც შემოქმედებითი ძალა, და რომ იგი თავისი ლოცვით შემოკრებს და წარმართავს ამ ძალას.

ქრისტიანი ლოცვისას იოგის მდგომარეობის სრულიად საპირისპიროს განიცდის, კერძოდ, საკუთარ შემოსაზღვრულობასა და სიმწირეს, და თავისი სულის რაღაც დაფარულ შესაძლებლობებს კი არ მიმართავს, არამედ ღმერთს – ცოცხალ პიროვნებას, ღმერთს, რომელთანაც იგი დაკავშირებულია არა ბუნებით, არამედ სიყვარულით. იგი არ აღძრავს და არ აღიზიანებს იმ ფსიქოლოგიურ ცენტრებს, რომლებზეც იოგა ლაპარაკობს, არ ახდენს თავისი სექსუალური ენერგიის ტრანსფორმირებას წარმოსახვის მეშვეობით, არამედ განწმენდს გულსა და გონებას სახეების, შთაბეჭდილებებისა და ვნებებისაგან და ღმერთისგან ითხოვს შეწევნას. ლოცვა აღესრულება და შეისმინება ღვთის მადლის ძალით – იმ ძალით, რომელიც ადამიანის ბუნების საზღვრებს მიღმა ძევს.

რაც შეეხება მანტრებს, მათ ტექსტებში წარმართული ღმერთების სახელები რომც არ იყოს ნახსენები, მაინც იგულისხმება, რომ მანტრები სწორედ მათდამია მიმართული: მანტრები ხომ ინდუიზმის წმინდა რიტუალური წიგნებიდან არის აღებული. ამიტომ, როცა მანტრებს კითხულობს, ადამიანი ვედებისა და უპანიშადების სულიერ ველში ერთვება – იმ არსებების გარემოში, რომლებსაც იოგები ერთიანი ბრაჰმანის მოდალობად მიიჩნევენ; ოკულტისტები მათ კოსმიურ სულებს და შუამავლებს უწოდებენ, ქრისტიანები კი – დემონებს. იოგამ ყალბი ფსიქიკური განწყობა და კომპლექსები ჩამოგიყალიბათ, ამიტომაც ქრისტიანობას დამახინჯებული სახით აღიქვამთ – წარმართული წარმოდგენების ფაქიზ პრიზმაში გადამტყდარს. მას პირობითად "ეგო-ქრისტიანობა" შეიძლება ვუწოდოთ.

ვადიმმა ჰკითხა:

– მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ ტაძარში "ყოვლისმცოდნეობის" ვირუსით დანაგვიანებული გონებით მივდივარ?

მოძღვარმა მიუგო:

– მე მას გონებას კი არა, უფრო "ქვეცნობიერს" დავარქმევდი: იგი არა მარტო დანაგვიანებული და დეფორმირებულია, არამედ იოგათი ყოველი მეცადინეობის შემდეგ სულ უფრო მეტად ბინძურდება.

ვადიმი შეეპასუხა:

– კი მაგრამ, ამ მეცადინეობებზე ჩვენ უმეტესწილად ფიზიკური ვარჯიშებით ვართ დაკავებულნი. ზოგი მათგანი ჩვეულებრივ ვარჯიშებს წააგავს, სხვებს თავიანთი სპეციფიკა აქვთ: ესენია ასანები – სტატიკური ვარჯიშები, პოზები, რომლებშიც ადამიანი თითქოსდა იყინება. ისინი ავადმყოფ ორგანოებთან სისხლის მიწოდებას არეგულირებენ, მათი მუშაობის აქტივიზაციას იწვევენ. მაგალითად, სტატიკური ვარჯიშის ერთ-ერთი სახე პოსტზე მყოფი ჯარისკაცის პოზაა.

მოძღვარმა განუმარტა:

– და მაინც, ამგვარი ვარჯიშები არ არის უსაფრთხო, მით უმეტეს, როცა ეს მრავალი წლის მანძილზე გრძელდება: ამით ფსიქიკა ხელოვნურად მუხრუჭდება, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც დიდხანს ვარჯიშობენ ასანების შესრულებაში, შენელებული აზროვნებით გამოირჩევიან, რაც შესაძლოა, გონებაშეზღუდულობადაც მოგეჩვენოთ; მათი გამოხედვაც კი უსიცოცხლო და თითქოს გაყინული ხდება. ასანებში ვარჯიში ცხოვრების გარკვეულ წესსა და დიეტას მოითხოვს, ადამიანს კი, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ორომტრიალშია ჩაბმული და ნერვული სტრესების პირობებში უწევს არსებობა, ასანებით გატაცების შედეგად შეიძლება გულის დაავადება და ჰიპერტონია ჩამოუყალიბდეს. ამის თაობაზე თვითონ იოგებიც აფრთხილებენ სულსწრაფ ევროპელებს. საერთოდ, ყოველგვარი გიმნასტიკა, რომელსაც კაცი ეწევა, მისი ცხოვრების წესს უნდა შეესაბამებოდეს.

განვიხილოთ ამ ვარჯიშების კიდევ ერთი ასპექტი: წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანის სამშვინველი თავის თავში შეიცავს მცენარეულ და ცხოველურ ბუნებასაც, უფრო სწორად, ამ ბუნებათა ფუნქციებს. ასანების დიდ ნაწილს საფუძვლად მცენარეებსა და ცხოველებზე დაკვირვება უდევს, ამიტომ ვეფხვისა და ლომის პოზებს ადამიანის ქვეცნობიერ შრეში დაფარული ბნელი ინსტინქტების გაღვიძება შეუძლიათ – ასე ვთქვათ, მათი გამონთავისუფლება ადამიანის სულის საზიანოდ.

ქრისტიანებს სხვა საფრთხეც ემუქრებათ: ზოგიერთი აღმოსავლური ვარჯიში წარმართული რიტუალებიდანაა აღებული, შესაბამისად, თავის თავში შეიცავს გენეტიკურ კავშირს დემონიზმთან. რაც შეეხება სუნთქვით ვარჯიშებს, არც ისინი არიან ისეთი უწყინარნი, ერთი შეხედვით რომ ჩანან. მას შემდეგ, რაც მოსწავლეს ამ ვარჯიშების ტექნიკას გააცნობს, იოგას მასწავლებელი სუნთქვასთან დაკავშირებულ ფსიქიკურ ვარჯიშებზე გადადის. მოსწავლემ უნდა წარმოიდგინოს, რომ იგი შთანთქავს პრანას – კოსმიურ ენერგიას, ყოფიერების საფუძველს, ამის შემდეგ სუნთქვის ტაქტში და სუნთქვასთან ერთად უნდა გააგზავნოს ეს პრანა ხერხემლისკენ და სექსუალური ცენტრებისკენ, ე. წ. ლოტოსებისკენ. ამასთან, პრანა ზოგჯერ გველთან ასოცირდება, რომელიც კაცის ხერხემალში ძვრება. ვფიქრობ, ზედმეტი უნდა იყოს იმის ახსნა, თუ ვინ სახლდება ამგვარი ვარჯიშების შედეგად ადამიანის ცნობიერებაში.

ვადიმმა ჰკითხა:

– სუნთქვითი ვარჯიშები გამოიყენება სხვა გიმნასტიკურ სისტემებშიც, მათ შორის, სამკურნალო გიმნასტიკაშიც. მაგალითად, თავ-თავიანთი სუნთქვითი ვარჯიშები აქვთ ჩინელებს, მაზდეანებსაც კი. თქვენ კი ასე კატეგორიულად რატომ უარყოფთ მათ?

მოძღვარმა მიუგო:

– იოგები ლაპარაკობენ ე. წ. "სრულ სუნთქვაზე" არა როგორც ვარჯიშზე, არამედ სწორ სუნთქვაზე, ე. ი. ფიქრობენ, რომ სუნთქვის ეს ტიპი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს დანერგილი. მაგრამ სინამდვილეში მათ აქვთ კიდევ სხვა, ალტერნატიული სუნთქვა, რომელსაც საჯაროდ იშვიათად იყენებენ პრაქტიკაში – ესაა შენელებული და ზედაპირული, ხანგრძლივ შეკავებებთან დაკავშირებული სუნთქვა. სრული სუნთქვა დიდი ხნის მანძილზე, ბევრი ჭამის არ იყოს, შეიძლება ზედმეტი დატვირთვა აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის და გაზების მიმოცვლისა და სისხლის მიმოქცევის სისტემების მოშლა გამოიწვიოს. ამიტომ სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებაში სიფრთხილეა საჭირო; მაგრამ მე სხვა საფრთხეს ვგულისხმობდი – იმას, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ფიზიოლოგიის ზღვარს სცდებიან, ფსიქიკის სფეროში იჭრებიან და, ერწყმიან რა მედიტაციურ წარმოდგენებს, "რელიგიური ცნობიერების" დეფორმირებას იწვევენ.

მოძღვარმა განაგრძო:

– იოგა ენერგიის განაწილებასა და გადაცემას ასწავლის. ალბათ გახსოვთ: ჩვენი საუბარი იმით დაიწყო, რომ თქვენ ჩემი ხელი აიღეთ და დიდხანს გეჭირათ ხელში. თქვენ ენერგიის გადაცემის დემონსტრირება გსურდათ, მაგრამ რატომღაც არ გამოგივიდათ. როგორ ფიქრობთ, რა ენერგიაა ეს, რა ბუნებისა? თქვენია თუ იოგას გაკვეთილებზე რაღაც უცნობი სულებისაგან შეძენილი? რატომ არ გამოვლინდა ეს უნარი მანამ, სანამ იოგაში მეცადინეობას დაიწყებდით? როგორ გესმით თვითონ სიტყვა "ენერგია", რა მნიშვნელობას ანიჭებთ მას?

ვადიმმა მიუგო:

– ენერგია არის ორგანიზებული, სტრუქტურირებული ძალა.

მოძღვარმა თქვა:

– მაშასადამე, თქვენი ორგანიზმის ენერგიას გარკვეული სტრუქტურა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ესაა თქვენი ინდივიდუალურობით აღბეჭდილი სტრუქტურა. მაგალითს მოგიყვანთ: არსებობს სისხლის სხვადასხვა ჯგუფები. თუ ადამიანს სხვა ჯგუფის სისხლი გადაუსხეს, შედეგი შესაძლოა ტრაგიკული აღმოჩნდეს: სხვა ჯგუფის სისხლი მისთვის შხამად იქცევა და მოკლავს. რა იცით, როგორ ამოქმედდება სხვა ორგანიზმში თქვენი ენერგია, რომელიც გარკვეულ სტრუქტურას ფლობს? ვაითუ, იგივე მოხდეს, რასაც შეუთავსებლობას უწოდებენ, და ამ ენერგიამ ადამიანზე თავიდან დოპინგივით იმოქმედოს, მერე კი, როგორც აგრესორმა, დაანგრიოს და მის ენერგეტიკულ სტრუქტურებში ქაოსი შეიტანოს. შეიძლება თქვენ თვითონ ჩამოგიყალიბდეთ ენერგიის დეფიციტი – დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის მსგავსი, რისი შედეგიც მოულოდნელი, უკურნებელი სნეულებები გახდება. ექსტრასენსებს იშვიათად აქვთ მშვიდი აღსასრული. ამასთან, ავადმყოფობა სწრაფად ვითარდება – სარკომის მსგავსად, და სიკვდილით მთავრდება – ადამიანები თითქოს იფერფლებიან. ხოლო თუ აქ ბნელი ძალების, დაცემული სულების ენერგიაც დაემატება, რომლებიც გაძლევენ, რათა წაგართვან და, სიკეთის საფარველქვეშ, ვნებას გაყენებენ, მაშინ დაფიქრდით, რა მახეში ამოყავით თავი?

ვადიმმა ჰკითხა:

– თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ენერგია ჩემი კუთვნილია თუ დემონური წარმომავლობის?

მოძღვარმა მიუგო:

– გამიჭირდება გიპასუხოთ, კერძოდ რა ენერგია მოქმედებს: თქვენი და სხვისი – შეერთებული, თუ მარტო ერთი – დემონური.

ვადიმმა თქვა:

– ჩვენ ვაწყობთ კონფერენციას, რომელზეც უნდა განვიხილოთ მდინარეების დინების შეცვლის საკითხი – ამ პროექტის განხორცილებას შეიძლება კატასტროფა და ტაიგის დაღუპვა მოჰყვეს. მინდა იქ თქვენც მიგიწვიოთ, ჩემი მეგობრები მოხარულნი იქნებიან.

მოძღვარმა მიუგო:

– ამ სფეროს სპეციალისტი არა ვარ, თუმცა გადაეცით თქვენს მეგობრებს: ჩემი სურვილია, რომ ციმბირის ტყეებმა არსებობა განაგრძონ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

                 

მსგავსი წერილები:

ოკულტიზმიდან მოსულთა შესახებ

ინდუიზმის შესახებ

ოკულტიზმის, თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის შესახებ

იოგა და ქრისტიანული ასკეზა

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა