martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 1

ეკლესიური ცხოვრება

12. უფრო ხშირად რა დაბრკოლებები ხვდება ადამიანს, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს?

ეშმაკი მრავალი საშუალებით ცდილობს, ახალმოქცეულები აცდუნოს და ეკლესიიდან განაშოროს, რადგან ეკლესიის შეწევნის გარეშე დარჩენილი ადამიანი დაღუპვის გზაზეა შემდგარი. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: „ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისთვის აღთქმულ სუფევას. ვინც ეკლესიას განუდგება, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს; იგია უცხო, უხმარი, მტერი ეკლესიისა. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება. ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა“.[1] ზოგიერთები ეკლესიას იმის გამო ტოვებენ, რომ ოჯახის არაეკლესიურ წევრებთან უთანხმოება ეწყებათ და რწმენა არ ყოფნით წინააღმდეგობის გადასალახავად; ხშირად ადამიანებს სასულიერო პირების ან მრევლის ნაკლოვანებები, „უსიყვარულობა“ აბრკოლებს; ზოგი პირველი აღსარების შემდეგ ისევ მძიმე ცოდვებით ეცემა და შემდეგ რცხვენია თავისი უძლურების აღიარება მოძღვართან, სასოწარკვეთილებას ეძლევა და საერთოდ მიდის ეკლესიიდან. თუ ადამიანს ცხონება უნდა, მან ყველაფერზე მაღლა ღვთის მცნებები უნდა დააყენოს და ყველანაირ განსაცდელს უნდა შეეწინააღმდეგოს ლოცვით და საკუთარი თავის დადანაშაულებით; არც სასულიერო პირების ცოდვებმა უნდა შეაშინოს, თუნდაც საკუთარი თვალით ნანახმა; როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიაში მრავალი უღირსი სასულიერო პირი მსახურობდა, იესო ქრისტე ხომ სწორედ სასულიერო პირების განზრახვით დასაჯეს: „მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღურისასა და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან და მოკლან“ (მათე 26,4); მაგრამ ეკლესია წმიდაა ღვთის მადლით და ყველა მართლმორწმუნე იღებს მისგან მადლს. ამასთანავე, ვისაც სწორი სულიერი განწყობა ექნება, ის სხვის ნაკლოვანებებს ვერც დაინახავს, და თუ დაინახავს კიდეც, არ დაბრკოლდება, რადგან საკუთარ თავს უფრო ცოდვილად ჩათვლის. წმ. აბბა დოროთე წერს: „ერთი ძმის შესახებ მსმენია, რომ როდესაც ის რომელიმე ძმასთან მივიდოდა და მის სენაკს დაუგველსა და დაულაგებელს ნახავდა, იტყოდა თავისთვის: ნეტარია ეს ძმა, მიუტოვებია ყველაფერზე ზრუნვა და მთელი მისი გონება ზეცისკენ ისე მიუმართავს, რომ სენაკის მოსაწესრიგებლად დროს ვეღარ პოულობს. ასევე, თუკი მივიდოდა სხვასთან და მის სენაკს დალაგებულს, დაგვილსა და დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა თავისთვის: როგორც ამ ძმის სულია წმინდა, ასევეა მისი სენაკიც, სენაკის მდგომარეობა თანხმობაშია მის სულიერ მდგომარეობასთან. ის არასოდეს იტყოდა ვინმეზე: ეს ძმა დაუდევარია ან ის მზვაობარია, არამედ თავისი კეთილი განწყობის შესაბამისად, ყველასგან სარგებელს იღებდა“.[2]

დღეს ერთი განსაკუთრებით საშიში საცდური წარმოჩნდა ეკლესიური ცხოვრების წინააღმდეგ – ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო ცხოვრების წესის ნორმად დამკვიდრება და დაკანონება, რის შედეგადაც ცოდვა ყოველ კუთხე-კუნჭულში აღწევს, მას ყველა მიმართულებით გაეხსნა გზა და განსაკუთრებით ბავშვების სულების დაპყრობას ცდილობს. ამ ახალი იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც მისი ვნებები უკარნახებენ – სიწმინდის, ზნეობის, სირცხვილისა და სინდისის უგულებელყოფით; ადამიანებს ჩასჩიჩინებენ, რომ ქრისტიანული ზნეობით ცხოვრება ჩამორჩენილობა და ფანატიზმია, ხოლო ე.წ. თავისუფალი ცხოვრება (როგორც ეძახიან – უკომპლექსობა), განათლებულობის და პროგრესულობის მაჩვენებელია. ყველას, ვინც ამ საცდურით მოიხიბლება და ყალბი თავისუფლების მეხოტბე გახდება, ქრისტიანული ცხოვრების წესი ჩამორჩენილად და ბედნიერებაში ხელის შემშლელად მოეჩვენება. როგორც სახარება გვასწავლის, „ყოველი რომელი ბოროტს იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი“ (იოან. 3,20). სწორედ ამის გამოა თანამედროვე „თავისუფალი“ მწერლების ნააზრევით, უზნეო ფილმებითა და სანახაობებით აღზრდილ თაობაში ასეთი გულგრილობა და ზოგჯერ სიძულვილი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქრისტიანული ზნეობის მიმართ. დღეს გამრავლებული საშინელი უზნეობის ჩანასახზე ჯერ კიდევ ასიოდე წლის წინ წერდა წმ. იოანე კრონშტადტელი: „სცოდავდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ ცოდვას ცოდვად მოიხსენებდნენ, ხოლო დღევანდელი ლიბერალები სცოდავენ და ცდილობენ ცოდვის გამართლებას, თითქოს ის კანონიერი საქმე იყოს. აიღეთ ხორციელი გულისთქმის ცოდვები, – მათი სწავლებით ეს ყველაფერი ადამიანური ბუნების უბრალო სისუსტეები და ბუნების კანონებია, მისი მოთხოვნილება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღმერთებენ ხორციელ ვნებას, როგორც ძველად აფროდიტეს თაყვანისმცემლები. და მთელი ეს სისაძაგლე იბეჭდება და მას კითხულობენ, მასზე მსჯელობენ ზიზღის გარეშე, თითქოსდა რაღაც ყურადღების ღირსზე! ესაა თავისუფლება? არა, ეს არაა თავისუფლება, ეს საშინელი მონობაა ცოდვისა და ვნებებისა, რომელსაც შედეგად მოსდევს ღვთის საშინელი სასჯელი, მოდგმის განადგურება და მარადიული ტანჯვა. „რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ. და მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან (ჭეშმარიტი თავისუფლებისა) დაიმკვიდროს უკუნისამდე (იოან, 8,34-35). ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა უნდა ჯვარს-აცვან და ამოძირკვონ ვნებები. „ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის-თქუმით“ (გალატ. 5,24)“.[3] ჭეშმარიტ, ქრისტიანულ თავისუფლებასა და ყალბ თავისუფლებას შორის განსხვავება ასე აუხსნა წმ. ბერმა სილუან ათონელმა მასთან მისულ ახალგაზრდას: „ვის არ სურს თავისუფლება? ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არაა თავისუფლება, არამედ – ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება – სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის – სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება – ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა“.[4]

 

[1] წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ეკლესიის ერთიანობის შესახებ.

[2] Преподобного аввы Дорофея душеполезные поучения, поуч. 16, "К некоторым келлиотам..."

[3] Св. Иоанн кронштадский, Живое слово мудрости духовной. Об истинных причинах современных нестроений.

[4] არქიმანდრიტი სოფრონი, „ბერი სილუანი“, თ.3.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა