martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

სულში ცოდვის შემოსვლისა და განვითარების სტადიების შესახებ

 

ცოდვა თავისი შინაგანი განვითარების განსაზღვრული სტადიების გავლის შემდგომ აღესრულება.


პირველი მომენტი – ადამიანთან რაღაც სულიერი ზემოქმედების გარედან მოახლოება, რომელიც თავიდან შესაძლოა სრულიად ბუნდოვანი, უფორმო იყოს. ფორმირების პირველადი სტადია – ადამიანის შინაგანი ხედვის არეში რაღაც სახების გამოჩენა; და რადგან ეს კაცის ნებაზე არაა დამოკიდებული, ცოდვად არ გვერაცხება. სახებანი ზოგ შემთხვევაში უპირატესად გარეგნობითაა წარმოჩენილი, ზოგჯერ – უპირატესად აზრით, უფრო ხშირად – შერეულია. ვინაიდან გარეგნობით წარმოჩენილ სახებებსაც რაღაც აზრი მოყვება, ამიტომ მოღვაწეები ყოველგვარ ასეთ სახებას  უწოდებენ აზრს (ზრახვას, გულისსიტყვას).


უვნებელი ადამიანის „ძალაუფლების მპყრობელ“ გონებას ძალუძს შეჩერდეს მოსულ ზრახვაზე, როგორც არსების შემმეცნებელი ძალა, და ამავდროულად სრულიად თავისუფალი იქნება მისი (ზრახვის) ძალაუფლებისაგან.  მაგრამ თუკი ადამიანში არის „ადგილი“, არის შესაბამისი ნიადაგი – განწყობა იმ სულის მიმართ, რომელსაც შეიცავს ზრახვა, მაშინ ამ უკანასკნელის ენერგია ცდილობს ადამიანის ფსიქიკური სამყაროს, ანუ გულისა და სულის დაპყრობას. ამას ამგვარად აღწევენ: ბიწის მიმართ მიდრეკილ სულში იწვევენ ერთგვარ ტკბობის გრძნობას, დამახასიათებელს ამა თუ იმ ვნებისათვის. ამ ტკბობაში მდგომარეობს განსაცდელი. მაგრამ ტკბობის ეს მომენტიც, მართალია ადამიანის არასრულყოფილებას მოწმობს, ჯერ კიდევ არ შეგვერაცხება ცოდვად, ეს მხოლოდ ცოდვის „შეთავაზებაა“.


ცოდვიანი ზრახვის შემდგომი განვითარება სქემატურად (უხეშად) შეიძლება ასე გამოვსახოთ: ვნების მიერ შეთავაზებული ტკბობა იზიდავს გონების ყურადღებას, რაც მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტია, რადგან გონების შეერთება ზრახვასთან არის ამ უკანასკნელის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობა. თუ შინაგანი მნებელობითი მოქმედებით გონება არ მოსწყდება შეთავაზებულ ტკბობას, არამედ გააგრძელებს ყურადღებით მასში ყოფნას, მაშინ გაჩნდება კეთილგანწყობა მისდამი, სასიამოვნო საუბარი მასთან, შემდეგ „შეერთება“, რაც შეიძლება გადაიზარდოს სრულ და აქტიურ თანხმობაში; შემდეგ – ვნებიანი ტკბობა მატულობს  და მან შეიძლება კაცის გონება და ნება დაიპყროს, რასაც ტყვეობა ეწოდება. ამის შემდეგ ვნებისაგან დატყვევებულის ყველა ძალა მიმართულია ცოდვის საქმით აღსრულებისკენ (მეტ-ნაკლები გაბედულობით), თუკი არ არსებობს გარეგანი წინააღმდეგობები, ანდა, წინააღმდეგობების შემთხვევაში, – ცოდვის განხორციელების შესაძლებლობის ძიებისკენ.


ამგვარი ტყვეობა შესაძლოა აღმოჩნდეს ერთჯერადი და აღარასოდეს განმეორდეს, თუკი ეს მხოლოდ ღვაწლსა და ბრძოლაში მყოფი ადამიანის გამოუცდელობის შედეგი იყო. მაგრამ თუკი ტყვეობები მეორდება, ისინი მიიყვანენ ვნების „ჩვევამდე“, და მაშინ ადამიანის ყველა ბუნებრივი ძალა იწყებს ამ ვნების მსახურებას.


ვნების დამატკბობელი მოქმედების პირველადი გამოჩენიდანვე, რასაც ზემოთ ცოდვის „შეთავაზება“ ეწოდა, საჭიროა ბრძოლის დაწყება, რაც შესაძლებელია ხდებოდეს ცოდვიანი ზრახვის განვითარების ნებისმიერ საფეხურზე; და ყოველ მათგანზე შესაძლებელია ზრახვის დაძლევა და, ამგვარად, არ აღსრულდება საქმით; მაგრამ ნების მერყეობის მომენტიდან ცოდვის ელემენტი უკვე სახეზეა, და საჭიროა სინანული, რომ მადლი არ დავკარგოთ.


ჩვეულებრივ, სულიერად გამოუცდელი ადამიანი ცოდვიან ზრახვას მაშინ ხვდება, როცა მას უკვე შეუმჩნევლად გავლილი აქვს თავისი განვითარების პირველი ეტაპები, ანუ როცა უკვე გარკვეული ძალა აქვს შეძენილი, მეტიც – როცა მოახლოებულია ცოდვის საქმით აღსრულების საშიშროება.

 

. . .


ვნებებს აქვთ თავისკენ მიმზიდველი ძალა, მაგრამ ნებისმიერი ვნებიანი სახის ან ზრახვის სულში ჩანერგვა ან დამტკიცება ადამიანის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება, რადგან მთელს ყოფიერებაში არაფერია ისე ძლიერი, რაც შეძლებდა თავისუფალი ადამიანისთვის წინააღმდეგობისა და უარყოფის საშუალების წართმევას. როცა რომელიმე ვნებიანი გულისსიტყვა ან სახე განმტკიცდება სულში, მაშინ ადამიანი ამა თუ იმ ხარისხით შეპყრობილი ხდება. ვნებები – „შეპყრობილობებია“, განსხვავებული ხარისხისა – მიმართულებისა და ძალის მიხედვით.


ვნების მიმზიდველი ძალა ტკბობის დაპირებაში მდგომარეობს. ტანჯვა (ვნება) რღვევის (ნგრევის) აზრით არის ვნებიანი ტკბობის შედეგი. ვნებიან მოძრაობაში დამატკბობელი მომენტი რომ არ ყოფილიყო, არამედ პირდაპირ ტანჯვით დაწყებულიყო, ვერ შეძლებდა ადამიანის ნება თავისკენ გადაეხარა. ვნება, როგორც ტანჯვა (ვნება) და სიკვდილი, თავიდანვე მხოლოდ სულიერი ადამიანის მიერ აღიქმება, რომელსაც შეცნობილი აქვს საღვთო მადლის განმაცოცხლებელი მოქმედება, რომელიც სულში შობს ცოდვიანი მოძრაობების მიმართ ზიზღს, „სიძულვილს“.

 

გამოკრებილი და თარგმნილია წიგნიდან – „ბერი სილუანი“

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა