martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეფრემ ასური

 

თუკი ღმერთს რაიმეს სთხოვ

 

თუკი ღმერთს რაიმეს სთხოვ, არ ითხოვო სურვილის აუცილებლად შესრულება, არამედ მის ნებას მიანდე. მაგალითად, ხშირად გთრგუნავენ ბილწი გულისსიტყვები, შენ ტირიხარ ამის გამო და გსურს, ამ ბრძოლისგან განთავისუფლება ითხოვო ღვთისგან. მაგრამ ხშირად ეს (შემოტევა) შენდა სასიკეთოდაა, ჩემო ძმაო. გეტყვი, რომ ხშირად ასეთი რამ იმისთვის გემართება, რათა არ აღიმაღლო თავი, არამედ დამდაბლდე. შეხედე ამ მოციქულთა სვეტს (პავლეს), როგორ მიეცა მას, მისთვისვე სასარგებლოდ, „საწერტელი ხორცთა − ანგელოზ სატან, რათა დაჰქენჯნიდეს“ (იხ. 2 კორ. 12,7). რისთვის? რათა არ აღიმაღლოს. თუკი ასეთ კაცს ეს გაკვეთილი მიეცა, რათა არ ამაღლებულიყო, რაოდენ უმეტეს ჩვენ, უძლურებს და თავის რაიმედ შემრაცხველებს (იხ. გალ. 6,3), გვჭირდება ახლა ტანჯვა, რათა არ აღვიმაღლოთ.

ასევე, თუკი რაიმე ჭირი ან იწროება გეწია, არ ითხოვო აუცილებლად გათავისუფლება მათგან, რადგან ესეც, ჩემო ძმაო, ხშირად სასარგებლოა. გეტყვი შენ, ხშირად ხდება, რომ ლოცვისას არ ზრუნავ შენი ცხონებისათვის, როგორც ისრაიტელებს დაემართათ, რამეთუ ნათქვამია: „ჭამა იაკობ და განძღა. და შეზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუნა, განვრცნა. დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი“ (2 სჯულ. 32,15). და ისევ, თუკი რაიმეს ითხოვ, არ ითხოვო მისი აუცილებლად მიღება. რამეთუ გეტყვი: შენ, როგორც კაცი, ხშირად შენთვის სასარგებლოდ თვლი იმას, რაც შენთვის არ არის ხოლმე სასარგებლო. ხოლო თუკი მიატოვებ შენს ნებას და ღვთის ნებით სვლას გადაწყვეტ, უსაფრთხოდ იქნები. მან ყოველივე წინასწარ უწყის, ვიდრე აღსრულებამდე, თავისი მოწყალებით გვმწყემსავს ჩვენ, ჩვენ კი არ ვუწყით, გვარგებს თუ არა ის, რასაც ვითხოვთ.

მრავალი მიემთხვია სასურველს, მაგრამ შემდეგ ინანა, ზოგს კი დიდი უბედურებაც ეწია. არ გამოიკვლიეს გულდასმით, თუ იყო იმაზე (რაც სურდათ) ღვთის ნება, იფიქრეს, რომ კარგია მათთვის, მაგრამ რაღაც სიკეთის ნიღბიანი მიზეზებით აცდუნა ეშმაკმა და უდიდეს საშიშროებაში აღმოჩნდნენ. მრავალ ასეთ საქმეს ხშირად სინანული მოსდევს, რადგან მათში ჩვენ საკუთარ სურვილს მივყევით. ისმინე, რას ამბობს მოციქული: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით“ (რომ. 8,26). „ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს“ (1 კორ. 10,23).

ამგვარად, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა არის სასარგებლო და აღმაშენებელი თითოეული ჩვენთაგანისთვის, ამიტომაც მიანდე მას. ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ შეგეწინააღმდეგო ღვთისადმი ლოცვა-ვედრებაში, პირიქით, გემუდარები, ყველაფრისათვის ევედრე მას, მცირედიდან დიდამდე. მაგრამ, აი, რას გეუბნები: როდესაც ლოცულობ და განუცხადებ მას, რაც გულში გაქვს, ასე უთხარი: „'ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ' (ლუკ. 22,42). თუკი სასარგებლოა, როგორც შენ უწყი, ისე აღასრულე!“ რამეთუ ასეა დაწერილი: „განაცხადე უფლისა მიმართ გზაჲ შენი და ესევდ მას და მან ყოს“ (ფსალმ. 36,5). აგრეთვე ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს შეხედეთ, რომელიც განგებულებით ლოცულობს და ამბობს: „მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26,39).

ამიტომ, ჩემო ძმაო, თუკი რაიმეს ითხოვ ღვთისგან, მტკიცედ სდეგ შენს თხოვნაში, გაეხსენი მას და უთხარი: „მეუფეო, თუკი არის ნება შენი ამის აღსრულებაზე, აღასრულე და ჰყავ წარმატებული. ხოლო თუკი არ არის შენი ნება, არ დაუშვა მისი აღსრულება, ღმერთო ჩემო!.. ნუ მიმცემ მე ჩემს განსჯასა და უგუნურებას, არამედ ვითარცა თვით უწყი, ეგრე დამმწყსე მე შენი მოწყალებით“. თუკი ლოცულობ მწუხარებისა და გულისსიტყვების გამო, თქვი: „უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ“ (ფსალმ. 6,2-3). იხილე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „იხილე, უფალო, რამეთუ მიწა ვარ და ნაცარი... ნუ ჩამაგდებ ჩემი ცოდვების ხელში, ნუ დასდუმნები ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა (იხ. ფსალმ. 27,1). არამედ ადიდე სახელი შენი, ძვირუხსენებელო, ნუ მოიხსენებ ცოდვათა ჩემთა და ისმინე ჩემი. და უკეთუ შესაძლებელ არს, ამარიდე მწუხარება, ხოლო არა ვითარცა მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ (იხ. მათ. 26,39); მხოლოდ განაძლიერე და დაიცევ სული ჩემი, რათა შემეძლოს ამის ატანა, რათა ვპოვო მადლი წინაშე შენსა, აწინდელსა და მომავალ საუკუნეშიც“.

და მიუტევე მას წუხილი შენი, და ჰყოს მან უმჯობესი შენთვის. რამეთუ უწყოდე, მას, როგორც სახიერს, სურს ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის. ამიტომაც დასდო სული თვისი ამ მწყემსმა კეთილმა.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა