martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

„მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაჲ“ (იოანე 8,12).

 

ჰოი უსაზღვრო ძალა სიყვარულისა! არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი. ის თავია სათნოებათა. სიყვარული – ყველა სიკეთის მიზეზია, სიყვარული – სათნოებების მარილია, სიყვარული – სჯულის აღსასრულია. მან გარდამოიყვანა ზეციდან ჩვენთან ძე ღვთისა. სიყვარულით მოგვევლინა ყველა სიკეთე: შემუსვრილია სიკვდილი, დატყვევებულია ჯოჯოხეთი, აღმოწოდებულია ადამი. სიყვარულითაა შეკრებილი ერთი სამწყსო ანგელოზთაგან და კაცთაგან. სიყვარულითაა განღებული სამოთხის კარნი და აღთქმულია ჩვენთვის ცათა სასუფეველი. მან განაბრძნო მეთევზენი, მან განამტკიცა მოწამენი, მან გარდასცვალა უდაბნონი მონასტრებად, ფსალმუნთგალობით აღავსო მთანი და ქვაბულნი, მამებს და დედებს ვიწრო გზით სვლა ასწავლა. ჰოი ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი.

წმ. ეფრემ ასური

 

მადლის შესახებ იცოდე: როდესაც ჭეშმარიტად დაიჯერებ, რომ ყველა ადამიანზე ცოდვილი ხარ, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მიიღე მადლის მოქმედება.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

მითხარი, ქრიასტიანო, განა არ შეეძლო ქრისტეს, ზეცათა მეუფეს, თავისი ხორციელი შობისა და განსვენებისთვის ჰქონოდა დიდებული და მშვენიერი ადგილი? როგორ არ შეეძლო? ის ყველას უფალია, მისია ცაც და მიწაც და ყოველივე რაც მათშია. მაგრამ მან აირჩია გამოქვაბული, ვითარცა მშვენიერი პალატი, და საქონლის ბაგა, ვითარცა ძვირფასი სარეცელი, რათა თავისი მაგალითით გვასწავლოს, არ ვეძებოთ ამ სოფლად სიმდიდრე და დიდება, არამედ ვიყოთ მწირნი და სტუმარნი უცხო ქვეყანაში და ვეძიოთ ზეციური მამული, რისთვისაც ვართ ქმნილნი.

წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი

 

დაუკვირდი შენს თავს, ვინ ხარ; შეიცანი, რომ შენი სხეული მოკვდავია, სული კი უკვდავი; რომ ჩვენი სიცოცხლე ორგვარია: ერთი, სხეულისთვის თვისობრივი, მსწრაფლწარმავალი, ხოლო მეორე, სულისთვის თვისობრივი, საზღვრის გარეშე. ამიტომ „ეკრძალე თავსა შენსა“, ნუ შეჩერდები მოკვდავზე, როგორც მარადიულზე, და ნუ უგულებელყოფ მარადიულს, როგორც წარმავალს. ნუ ინაღვლებ სხეულზე, რამეთუ წარმავალია; იზრუნე სულზე, უკვდავ არსებაზე.

წმ. ბასილი დიდი

 

„აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ. უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან – ჩემ თანა“ (გამოცხ. 3,20). აი, თვითონ ღმერთს სურს, რომ მოვიდეს ჩვენთან და გამოგვიცხადოს თავი! ის ყოველ ჩვენგანთან დგას კარსა ზედა და სურს, რომ თვითეულ ჩვენგანს გამოეცხადოს, მაგრამ მცირედთ ესმით მისი კარზე რეკვა! იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანის სმენა დახშულია ცოდვიანი სურვილებითა და ამასოფლის სიყვარულით.

წმ. ტიხონ ზადონელი

 

ღმერთთან მიმართებით გულგრილობას მივყავართ სხვა ყველაფრის მიმართ გულგრილობისკენ, რღვევისკენ. ღვთის რწმენა დიდი საქმეა. ადამიანი ემსახურება ღმერთს და შემდეგ უყვარს თავისი მშობლები, ოჯახი, ნათესავები, სამსახური, სოფელი, რაიონი, სახელმწიფო, სამშობლო. ვისაც არ უყვარს ღმერთი და თავისი ოჯახი, მას არაფერი არ უყვარს. და ბუნებრივია, რომ მას არ უყვარს სამშობლო, რადგან სამშობლო – დიდი ოჯახია. მე იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ამით იწყება. ადამიანს არ სწამს ღმერთი და შემდეგ ანგარიშს არ უწევს არც მშობლებს, არც ოჯახს, არც სოფელს, არც სამშობლოს. სწორედ ამ ყოველივეს გახრწნა სურთ დღეს და ამისთვის ინერგება ეს თავაშვებულობა... უნდა ვეცადოთ ყოველდღიურად შევიძინოთ რაიმე სულიერი, ამსოფლიურისა და ცოდვიანის საპირისპირო და ამგვარად, ნელ-ნელა განვიძარცვოთ ძველი კაცი, შემდგომ კი თავისუფლად ვიმოძრაოთ სულიერ სივრცეში. მეხსიერებაში არსებული ცოდვიანი სურათები ჩავანაცვლოთ წმინდა სახეებით, საერო სიმღერები – საეკლესიო საგალობლებით, საერო ჟურნალები – სასულიერო წიგნებით. თუკი ადამიანი არ გადაეჩვევა ყოველივე ამსოფლიურს, ცოდვიანს, არ ექნება კავშირი ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, მოზეიმე ეკლესიასთან და თავს სრულად არ შევედრებს ღვთის ხელთ – მაშინ ვერ მიაღწევს სულიერ სიჯანსაღეს.

წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

მას (მდიდარს) ეუბნება აბრაამი: ვინაიდან შენ სიტკბოებით, თავაშვებულად და გაფანტულად ცხოვრება არჩიე თავშეკავებას, ამიტომ სამართლიანად გეწია მწუხარება, ჭირი და სივიწროვე; ხოლო რადგანაც არც გაჭირვებულებთან გქონია რამენაირი თანაზიარება მოწყალების საშუალებით, და არ შეგიძენია მეგობრები „მამონაჲსა მისგან სიცრუვისა“ (ლუკ. 16,9), და არ მიეცი შენი ნამეტნავი მათი ნაკლულევანების შესავსებად (2 კორ. 8,14), არამედ სრულიად უზიარებელი იყავი წმინდანებთან, განეშორებოდი მათგან, როგორც ბოროტება განეშორება სათნოებას, ამიტომ ახლა შორის ჩვენსა, ვინც სათნოებით ვიცხოვრეთ, და თქვენსა, ვინც ცხოვრება ბოროტებაში გაატარეთ, დიდი და გადაულახავი უფსკრულია დამტკიცებული, ისე, რომ ვერასოდეს შეძლებენ ერთნი მეორეებთან გადასვლას. ამით კი მტკიცდება დაუსრულებლობა და უცვალებლობა როგორც ცოდვილთა ტანჯვისა, ასევე მართალთა ნეტარებისა.

წმ. გრიგოლ პალამა

 

სხეულისთვის არაფერია უფრო საზიანო, ვიდრე ნაყროვანება, ისე არაფერი ანგრევს, ამძიმებს და ღუპავს მას, როგორც საკვების უზომოდ მიღება.

წმ. იოანე ოქროპირი

 

თუკი გსურს იყო ტაძარი ღვთისა, მაშ შესწირე ღმერთს განუწყვეტელი მსხვერპლი – განუწყვეტელი ლოცვა.

წმ. ნილოს სინელო

 

ნუ შეჩერდები შენს გზაზე, როდესაც იხილავ, რომ ბოროტნი განსვენებით ცხოვრობენ და გული ნუ დაგეფლითება, კეთილთა ქანცგაწყვეტილობას რომ იხილავ. ეს ცხოვრების თამაშია, შენ კი მხოლოდ აღსასრულს უმზირე.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

დემონები ყველაზე მეტად იმას ცდილობენ, რომ ადამიანმა არ მიაპყროს მზერა ღმერთს და ვერ შეძლოს ამით სიკეთეში წარმატება. ამიტომ დემონის მავნებლური ბუნების ყველაზე მთავარი მიზანია, დაარწმუნოს ცდუნების მიმღებელნი, რომ ცხოვრებისეული საქმეები ღმერთის ნებაზე კი არა, ვარსკვლავთა კავშირზე და აქედან გამომავალ ძალაზეა დამოკიდებული. ამრიგად, თუკი სწყურიათ დემონებს ადამიანის ღვთისგან განშორება – ეს ცდომილება კი ნამდვილად განაშორებს – ცხადი ხდება დემონთა ის ძალისხმევა, რომლითაც ცდუნებულნი ყავთ  ისინი, ვინც ფიქრობს, რომ მთელი ძალა ვარსკვლავებშია და არ უმზერენ ღვთის მეუფების ყოვლისშემძლეობას.

წმ. გრიგოლ ნოსელი

 

ჯადოქრობა ძალადაკარგულია მათ წინააღმდეგ, ვინც სათნოებით ცხოვრობს. ღვთის შეწევნით გაძლიერებულნი ყოველგვარ მზაკვრობას სძლევენ.

წმ. გრიგოლ ნოსელი

 

თუკი თქვენ მკითხავებს დაუჯერებთ, არ იქნებით ღვთის წყალობის ღირსნი, ამით საკუთარ თავს უამრავ უბედურებას განუმზადებთ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

„რამეთუ დაუტევა ერი თვისი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“ (ეს. 2,6).

ყველაზე მძიმე სასჯელი ღვთისგან მიტოვებაა... რა დანაშაულთათვის კარგავს მავანი ღვთის შეწევნას, ამას შემდეგი სიტყვები გვიჩვენებს: „რამეთუ აღივსო, ვითარცა დასაბამსა, სოფელი მათი მისნობითა ვითარცა-იგი უცხო-თესლთაჲ“.  ხედავ, როგორი ბოროტებაა მისნობა (მკითხაობა, ჯადოქრობა)! მის მიმდევრებს ღვთის შეწევნის გარეშე ტოვებს… და დიდად სახელოვანი ადამიანები, ზეციდან მსაჯულს რომ მოელიან, გულგრილად ვარდებიან ამ დამღუპველ ბიწიერებაში. მაგრამ ისმინე: განგდებულია ხალხი, რომელიც ამას მისცემია. ჯერ კიდევ ძველად, მოსეს სჯულით, შელოცვები, მკითხაობები, ჯადოქრობა, ფრინველებით მისნობა განგდებულ იქნა, როგორც დემონთა გამონაგონი. ნათქვამია: „ნუცა იზმნით და ნუცა ქათმითა იმისნით“ (ლევიტ. 19,26); „ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნათა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან“ (2 სჯულ. 18,14).

წმ. ბასილი დიდი

 

გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.

წმ. იოანე ოქროპირი

 

ერთმა გლეხმა გვიამბო: ჩემსა და ჩემს მეზობელს შორის მტრობა აღმოცენდა ეკალივით, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით. ზამთრის ერთ ღამეს ჩემი პატარა ბიჭი სახარებას მიკითხავდა ხმამაღლა და როდესაც წაიკითხა მაცხოვრის სიტყვები: „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა“ (მათ. 5,44), მე დავუყვირე ბავშვს: საკმარისია! მთელი ღამე ვერ დავიძინე, გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ აღმესრულებინა ღვთის ეს მცნება. როგორ გავუკეთო სიკეთე ჩემს მეზობელს? ერთხელაც მეზობელი სახლიდან ხმამაღალი ტირილი შემომესმა. გამოვიკითხე და შევიტყვე, რომ საგადასახადო ხელისუფლებამ გასაყიდად წაიყვანა ჩემი მეზობლის მთელი საქონელი ვალის სანაცვლოდ. ელვასავით მეკვეთა აზრი: აი, ღმერთმა მოგცა საშუალება მეზობლისთვის სიკეთის გასაკეთებლად! გავიქეცი სასამართლოში, გადავიხადე გადასახადები ადამიანისთვის, რომელსაც ქვეყნად ყველაზე მეტად მე ვძულდი, და მისი საქონელი უკან დავუბრუნე. როდესაც მან ამის შესახებ შეიტყო, დიდხანს დადიოდა ჩაფიქრებული თავისი სახლის გარშემო. რომ ჩამობნელდა, დამიძახა, სახელით მომმართა. მე ღობესთან მივედი. ვკითხე: რისთვის დამიძახე? მან პასუხად ქვითინი დაიწყო, ძალა არ შესწევდა სიტყვის სათქმელად, ტიროდა და ტიროდა. მას შემდეგ ჩვენ იმაზე მეტი სიყვარულით ვცხოვრობთ, ვიდრე ღვიძლ ძმებს აქვთ.

(წმ. ნიკოლოზ სერბი)

 

ეს სამსჯავრო იქნება ერთადერთი, საბოლოო და საშინელი, და უფრო სამართლიანი, ვიდრე საშინელი, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმიტომაცაა საშინელი, რომ სამართლიანია. მაშინ დაიდგმება საყდრები, ძველი დღეთა (დან. 7,9) დაჯდება, წიგნები გადაიშლება, ცეცხლოვანი მდინარე დაიწყებს დენას, თვალთა წინაშე წარმოდგებიან განმზადებული ნათელი და ბნელი: „და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა“, რომელიც აწ დაფარულია ქრისტეში, ხოლო ბოლოს მასთან ერთად გაცხადდება, „ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა“ (იოან. 5,29), რომლებიც, ურწმუნონი, უკვე განსაჯა განმსჯელმა სიტყვამ (იოან. 12,48). და პირველნი დაიმკვიდრებენ გამოუთქმელ ნათელს და წმიდა სამების ჭვრეტას... ხოლო მეორეთა ხვედრი, სხვა ყველაფერთან ერთად, იქნება ტანჯვა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ყველაზე უწინ, განგდება ღვთისგან და სირცხვილი, რასაც დასასრული არ ექნება.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“  – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...

წმ. პორფირი კავსოკალიველი

 

ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე. 

წმ. პიმენ დიდი

 

მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.

წმ. ანტონი დიდი

 

თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.

წმ. იოანე ოქროპირი

 

თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.

წმ. პაისი ათონელი

 

სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.

წმ. ალექსი ბერი, შუშანია

 

სიახლეები

12 იანვარი 2025

ცოდვები:წმ. მამები სიძვის აზრებთან ბრძოლისშესახებ

 

4 დეკემბერი 2025

საცდურები: წმ. მამები მსახიობობისა და სანახაობების შესახებ

 

3 დეკემბერი 2025

ქართულ და უცხო ენებზე ახალი თარგმნილი წიგნების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ძალაანთხევის წმ. ბასილი დიდის სახელობის მონასტრის ოფიციალურ ვებგვერდს sbgmonastery.com

 

16 მაისი 2025

მოღვაწეობა: წიგნი წმიდისა მამისა დოროთესი

 
8 იანვარი 2025

ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ

 

25 დეკემბერი 2024

პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა

 

15 აპრილი 2024

ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები

 

18 ნოემბერი 2023

ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები

 

2 ნოემბერი 2023

საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ

 

24 ივლისი 2023

მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)

 

8 დეკემბერი 2022

ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ

 

18 ივნისი 2022

განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ

 

15 აპრილი 2022

მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები

 

10 აპრილი, 2021

მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა