martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ყრმა ტიმოთეს – მომავალი ტიხონ ზადონელის ბავშვობა

(ხსენება 13 აგვისტოს)

 

მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი მიეკუთვნება იმ წმინდანთა რიცხვს, რომლებიც ხალხს განსაკუთრებით უყვარს. მან ადრე მიიღო ეპისკოპოსის ხარისხი, მაგრამ დიდხანს არ უმართავს ვორონეჟის ეპარქია, მიატოვა იგი, რათა განმარტოებულ ღვაწლს შესდგომოდა.

მოღვაწეობრივი ყოფა, მრავალგვარი ქველმოქმედება, შთაგონებული სასულიერო წიგნების წერა – აი, რისგან შედგებოდა მისი ცხოვრება.

წმიდა ტიხონი მეტად მოკრძალებულად ცხოვრობდა. საწოლის მაგივრობას უწევდა ფარდაგი ორი ბალიშით, საბნად ცხვრის ტყავს ხმარობდა; წელზე შემორტყმული ჰქონდა ტყავის ქამარი; მხოლოდ ერთი ანაფორა ჰქონდა – მაუდის. სახლში ქალამნებით დადიოდა, მხოლოდ ეკლესიაში იცმევდა ტყავის ჩექმებს; ჰქონდა უბრალო ტყავის სკვნილი. არ ჰქონდა სკივრი. მგზავრობისას თან დაჰქონდა ტყავის ქისა, რომელშიც წიგნები და სავარცხელი ედო.

სამი წლის განმავლობაში ის სარგებლობდა ორთვალა ეტლში შებმული ცხენით, რომელიც მას ერთმა მემამულემ მიართვა. როდესაც იგი სასეირნოდ მიემგზავრებოდა ტყეში ან მინდორში, მესენაკეს ეუბნებოდა:

– მიდი, შეაბი ცხენი ორთვალაში, გავისეირნოთ. თან წამოიღე ჭიქა და ცული, მოვუცელოთ ბალახი "ბებერს", ჩვენ კი წყალი დავლიოთ. მეუფე თავად ცელავდა ბალახს, მესენაკეს აგროვებინებდა და ეუბნებოდა:

– დადე ორთვალაზე, "ბებერს" გამოადგება.

 მთელ თავის პენსიას, დონის კაზაკთა ძმობის შემოწირულობას, ვორონეჟიდან და ოსტროგოჟსკიდან გამოგზავნილ თავადებისა და ვაჭრების შესაწირს წმინდანი ღარიბებს ურიგებდა. იგი ურიგებდა ღარიბებს ტანსაცმელს, ყიდულობდა მათთვის საქონელს, უშენებდა ქოხებს. ზოგჯერ იგი თავის მესენაკეს ფულის სასესხებლად ქ. ელეცაში რომელიმე მდიდარ ვაჭართან აგზავნიდა:

– ახლა აღარაფერი მაბადია... ჩემთან ღარიბები მოდიან, მე კი უნუგეშოდ ვუშვებ მათ, ძალიან მებრალებიან ისინი.

წმინდანი წუხდა, როცა ღარიბს უარით ისტუმრებდა, მეორე დღესვე აგზავნიდა მესენაკეს:

– აიღე ფული, გეთაყვა, წაუღე, იქნებ ასე მაინც დაამშვიდო იგი.

როდესაც ტიხონს ბევრი მთხოვნელი ჰყავდა და ბევრი ფულის დარიგებას ახერხებდა, მაშინ იგი კმაყოფილი იყო, ხოლო იმ დღეს, როდესაც არ ჰყავდა მთხოვნელები ან იყვნენ ძალიან ცოტანი, მაშინ ის მოიწყენდა ხოლმე. თუკი მღვდელმთავარი ხედავდა სამუშაოდ მიმავალ გლეხებს, ან დაღლილებს და სნეულებს, იგი მათ სახლში იპატიჟებდა, მიუტანდა ბალიშს, ასვენებდა, უმზადებდა საჭმელს, ასმევდა ჩაის, გვერდით ეჯდა და სულიერი საუბრებით ამხნევებდა. თუ ავადმყოფი გარდაიცვლებოდა, წესს უგებდა, წმიდა ტიხონი ეხმარებოდა დაზარალებულთ ახალი სახლების აშენებაში.

მოყვასისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ მან ერთხელ საუბარში თქვა:

– ზოგჯერ ვგრძნობ, რომ მზად ვარ ყველას მოვეხვიო და ჩავეკონო. წმინდანი იშვიათად ჭამდა ცრემლების გარეშე. ტრაპეზობისას მას უკითხავდნენ სულიერ წიგნებს; ხშირად იგი ჭამას წყვეტდა და ტირილს იწყებდა... ჭამის წინ ის ყოველთვის ამბობდა:

– მადლობა ღმერთს ამ კარგი საჭმლისათვის... ჩემს თანამოძმეთაგან ზოგი ღარიბია, ზოგი პატიმარი, ზოგი მაგიდიდან მშიერი დგება, ზოგს მაგიდაც არა აქვს და ისე ჭამს...

ასეთი მოწყალე ადამიანის ცხოვრება დიდ სიღატაკეში დაიწყო. თუ გულცივ, სულით ღარიბ ადამიანს ცხოვრების გზაზე გადატანილი ტანჯვა აბოროტებს, წმიდა ტიხონ ზადონელის მსგავს წმინდანებს, პირიქით, გულს უთბობს, სიბრალულსა და თანაგრძნობას უნერგავს იმათ მიმართ, რომლებიც ისევე იტანჯებიან, როგორც თავის დროზე ისინი იტანჯებოდნენ. ისინი მთელი ძალით ცდილობენ ამ ადამიანებმა იმაზე უკეთ იცხოვრონ, ვიდრე თვითონ ცხოვრობდნენ.

წმიდა ტიხონი დაიბადა 1724 წელს ნოვგოროდის გუბერნიის სოფელ კოროცკში, დიაკონ საბელ კირილოვის ოჯახში.

ტიმოთეს (ასე ეძახდნენ ბავშვობაში მეუფე ტიხონს) მამა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ჯერ კიდევ ჩვილი იყო. ოთხი ძმა და ორი და ობლად დარჩნენ. უფროსმა ძმამ მამის თანამდებობა მიიღო, შუათანა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. დანარჩენები საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, ბავშვებს ლუკმა-პური ენატრებოდათ, დედას ძალიან უჭირდა მათი აღზრდა.

მათთან ოჯახში ხშირად სტუმრობდა ერთი უშვილო მეეტლე, რომელსაც ტიმოთე უყვარდა და დედამისს ხშირად ეუბნებოდა:

– მომეცი შენი ტიმოთე, შვილის მაგივრად გავზრდი და ჩემს ქონებასაც დავუტოვებ. ეს კი ნიშნავდა სასულიერო წოდებაზე და განათლებაზე სამუდამოდ უარის თქმას. ამიტომაც დედა უარზე იყო, მაგრამ ერთხელ, როცა გაჭირვება გაუსაძლისი გახდა, დედამ გადაწყვიტა ტიმოთეს უცხო ხელში გადაცემა. მან ხელი მოჰკიდა შვილს და მეეტლესთან წაიყვანა.

 ამ დროს ტიმოთეს უფროსი ძმა – მედავითნე შინ არ იყო. როდესაც დაბრუნდა, დისგან შეიტყო ძმის მეეტლესთან წაყვანის ამბავი. უფროსი ძმის დაბრუნება, რა თქმა უნდა, ღვთის ნებით მოხდა, ამან რუსეთის ეკლესიას უდიდესი წმინდანი შეუნარჩუნა.

როდესაც შეიტყო, რომ ტიმოთეს მომავალი წყდებოდა, ძმა შეშფოთდა, გაეკიდა დედას, დაეწია მას, დაეცა მუხლებზე და უთხრა:

– სად მიგყავს ჩემი ძმა? ხომ იცი, რომ თუ მეეტლესთან გაიზრდება, თავადაც მეეტლე გამოვა. მირჩევნია ვიმათხოვრო, ძმა კი მეეტლეს არ მივცე. ვეცადოთ წერა-კითხვა ვასწავლოთ, მერე კი თავად გადაწყვეტს მედავითნე გამოვიდეს თუ მნათე.

შვილის მხურვალე მუდარამ დედა აიძულა შინ დაბრუნებულიყო.

ოჯახი კვლავ გაჭირვებაში იყო. ლუკმა-პურის მოსაპოვებლად ტიმოთეს უხდებოდა მდიდარ გლეხთან სამსახური – იგი ხნულს ფარცხავდა. მთელი დღის შრომის გასამრჯელოდ ყმაწვილი მხოლოდ თავის სამყოფ პურს ღებულობდა; და ამითაც კმაყოფილი იყო.

როდესაც ტიმოთე წამოიზარდა, ნოვგოროდში გაიხსნა სემინარია. ქვრივმა წაიყვანა შვილი ნოვგოროდში, სემინარიაში მიაბარა და მალევე გარდაიცვალა. ბიჭმა გააგრძელა სწავლა სახაზინო (სახელმწიფო) ხარჯზე. იგი დიდ გაჭირვებას განიცდიდა. როდესაც მას სახაზინო პურს ურიგებდნენ, თავის­თვის ნახევარს იტოვებდა, მეორე ნახევარს კი ჰყიდდა, აღებული ფულით სანთელს ყიდულობდა, რათა საღამოობით წიგნი ეკითხა.

ტიმოთეს ეცვა ძველი, დაკონკილი სამოსი, მის სიღარიბეს დასცინოდნენ მისი ამხანაგები. თუ თამაშისას ხელში ჩაუვარდებოდათ ქალამანი, ტიმოთესკენ დაიწყებდნენ მის ქნევას საცეცხლურივით და დაცინვით ქება-დიდებას ასხამდნენ.

როდესაც ტიმოთე ეპისკოპოსად აკურთხეს და ნოვგოროდში ჩავიდა, იგი შეხვდა თავის ყოფილ ამხანაგებს, რომელთაგან ზოგი მღვდლად და ზოგიც დიაკვნად მსახურობდა. ისინი ტიმოთესთან (მეუფე ტიხონთან) კურთხევის მისაღებად მივიდნენ.

– როდესაც ჩვენ ბავშვები ვიყავით და სემინარიაში ვსწავლობდით – უთხრა მათ წმინდანმა – თქვენ, ძმებო, დამცინოდით, ქალამანს მიკმევდით. ახლა კი საცეცხლურის კმევა მოგიწევთ.

– შემინდე, წმიდა მეუფეო, – ეუბნებოდნენ შეცბუნებული მღვდლები და მეტანიას აკეთებდნენ მის წინაშე.

– მე ხუმრობით გითხარით, ძმებო, – თავმდაბლად უპასუხა უწყინარმა წმინდანმა.

ბრწყინვალე წარმატებების გამო ტიმოთე, ჯერ კიდევ სრული კურსის დამთავრებამდე, ნოვგოროდის სემინარიის მასწავლებლად დანიშნეს. იგი ოცდარვა წლის ასაკში ბერად აღიკვეცა ტიხონის სახელით, ერთი წლის შემდეგ კი ტვერის სემინარიის რექტორად დაინიშნა.

თუკი სემინარიის ამხანაგებთან შეხვედრისას წმინდანი გარკვეული სიმწარით იხსენებდა მათ დაცინვას, სულ სხვაგვარი იყო მისი შეხვედრა დასთან, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. ქალი იძულებული იყო მდიდართა სასახლეებში იატაკის რეცხვით ერჩინა თავი. როდესაც მისი ძმა ნოვგოროდში მასწავლებლად დაინიშნა, მან და თავისთან წაიყვანა და არჩენდა მას.

შეიძლება დას ეგონა, რომ მიღწეული წარმატებებით ძმა გაამაყდებოდა და მათ შორის უფსკრული გაჩნდებოდა. მაგრამ ტიხონი ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. დილით ეპისკოპოსმა თავის დას ეტლი გაუგზავნა. როდესაც ქალი მივიდა, მან სენაკში შესვლა ვერ გაბედა, ძმამ თავად შეიპატიჟა იგი:

– აქეთ მობრძანდი, დაო!

სენაკში შესული ქალი აქვითინდა.

– რა გატირებს, დაო? ჰკითხა მეუფემ.

– მეტი სიხარულისგან ვტირი, ძმაო, მახსენდება, რა სიღარიბეში გაგვზარდა დედამ. იყო დრო საჭმელიც გვენატრებოდა... ახლა კი ასეთი მაღალი წოდება გაქვს, გუშინ ხალხში ვიდექი და ვხედავდი როგორი შეხვედრა მოგიწყეს.

ძმამ დას თხოვნით მიმართა, ხშირად მოსულიყო მასთან, თავისი ეტლიც შესთავაზა. დამ კი, რომელსაც თავისი ბედნიერების არ სჯეროდა, უპასუხა:

– მეშინია, ჩემი სტუმრობით თავი არ შეგაწყინო.

– არა, ჩემო საყვარელო, – უთხრა ტიხონმა, – არასოდეს მომწყინდება შენი სტუმრობა. მე გულით მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ.

ტიხონს დიდხანს არ მოუწია დაზე მზრუნველობა, ნოვგოროდში ჩამოსვლიდან ერთ თვეში იგი გარდაიცვალა.

წმიდა ტიხონი ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, გლეხის ბავშვები წირვაზე სიარულის­თვის მიეჩვია. ტაძრიდან ბავშვებს თავისთან ეპატიჟებოდა, ღარიბი გლეხის ბავშვები ჯგროდ მიჰყვებოდნენ მას სენაკში. მიუხედავად მღვდელმთავრის მაღალი წოდებისა, ისინი მხიარული სახეებით შეჰყურებდნენ მას და თამამად შედიოდნენ დარბაზში, სადაც წმიდა ტიხონი თავის ხელით ასაჩუქრებდა მათ: ზოგს ხურდა ფულით, ზოგს თეთრი პურით, ზაფხულობით კი მწიფე ვაშლებს ურიგებდა.

სენაკში შესვლისას ბავშვები ხმამაღლა ამბობდნენ:

– დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

– ბავშვებო, სად არის ღმერთი ჩვენი? – ეკითხებოდა წმინდანი.

– ღმერთი ჩვენი არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა – პასუხობდნენ ბავშვები.

– აი ყოჩაღ, ეუბნებოდა წმინდანი, ეფერებოდა და საჩუქრებს ურიგებდა მათ.

ბავშვები კი ლოცვას ამბობდნენ... უფროსები – იესოს ლოცვას, უმცროსები კი, სამი-ოთხი წლისანი, მთელი ძალით ყვიროდნენ:

– უფალო შეგვიწყალე! უფალო შეგვინდე! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ! ასე ლოცულობდნენ მის კელიაში პატარა მლოცველები. წმიდა ტიხონი მამაშვილურად ესაუბრებოდა მათ, უნერგავდა თავმდაბლობას, უბრალოებას, სიკეთესა და სიმშვიდეს.

ასე ცხოვრობდა ეს დიდებული ადამიანი, რომელმაც თავისი ღვაწლის, დიდი ნიჭისა და სიბრძნის მიუხედავად ცხოვრების ბოლომდე რაღაც ბავშვური შეინარჩუნა. მასზე აღსრულდა ქრისტეს სიტყვები: "უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა".

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა