martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 წმ. იოანე კრონშტადტელი

 

მეცნიერებათა მეცნიერება

 

ადამიანისათვის, რომელიც ეჩვევა აღსარებისას საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიში აბაროს, არ იქნება ძნელი სიტყვისგება საშინელ სამსჯავროზე. სწორედ ამიტომ არის დადგენილი ამ წუთისოფელში სინანულის ეს მშვიდი სასამართლო, რათა ჩვენ, განწმენდილებმა და გამოსწორებულებმა, ურცხვენელად გავცეთ პასუხი ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე... რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ ვინანიებთ, მით უარესია ჩვენთვის, მით უფრო იხლართება ცოდვის ბორკილები და ანგარიშის ჩაბარებაც ძნელდება... რაც უფრო გულწრფელია აღსარება, მით უფრო მშვიდად არის ადამიანის სული. ცოდვები – ფარული გველებია, რომლებიც ღრღნიან ადამიანის გულს და მთელ მის არსებას. ცოდვები – ეკლიანი ბარდებია, რომლებიც აშთობენ და თრგუნავენ სულს. ცოდვები – სულიერი წყვდიადია. ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიღოს სინანულის ნაყოფი.

 

...

 

სინანულს ეხმარება ცნობიერება, მეხსიერება, წარმოდგენა, გრძნობა, ნებისყოფა. რაკი მთელი ჩვენი სულიერი ძალებით ვცოდავთ, ამიტომ მთელი სულით უნდა მოვინანიოთ. სინანული მხოლოდ სიტყვებით, გამოსწორების განზრახვისა და შემუსვრილების გრძნობის გარეშე, არის პირფერობა, ფარისევლობა. ცოდვის შეგრძნება დაბინდულია, საჭიროა მისი გამოაშკარავება; გრძნობა დახშულია, მოდუნებულია, საჭიროა მისი გამოღვიძება; ნებისყოფა დაჩლუნგებულია, არ ძალუძს ჩვენი გამოსწორება, საჭიროა იგი ვაიძულოთ, რამეთუ "სასუფეველი ცათაჲ იიძულების" (მათ. 11,12). აღსარება უნდა იყოს გულიდან წამოსული, სიღრმისეული და სრული.

 

...

 

ღმერთის წყალობის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია დავამარცხოთ არც ერთი ვნება, ცოდვა. მაშ, მუდამ შესთხოვე დახმარება ჩვენს მხსნელს – ქრისტეს. იგი იმიტომ მოვიდა ამ ქვეყნად, ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყველაფერში დაგვეხმაროს, გვიხსნას ცოდვებისა და ვნებებისაგან, განგვწმიდოს, მოგვანიჭოს სულიწმიდის მიერ ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, განგვანათლოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. კითხულობ – როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს ვცოდავ? პასუხი მარტივია, – ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მხსნელი. მაშინ ცხონდები და სხვებსაც აცხოვნებ.

 

...

 

ნუ ეძიებ სხვის ცოდვებს, და ნუ ეპყრობი ცოდვილებს მტრულად, ნურც გარეგნულად და ნურც შინაგანად. წარმოიდგინე შენი ცოდვები და გულწრფელად მოინანიე; შენი თავი ჩათვალე ყველაზე უღირსად. ცოდვილთათვის სიყვარულით ილოცე; გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მიდრეკილები ვართ ცოდვისაკენ.

   

...

 

ამ ქვეყანაზე ყველა ადამიანი დაავადებულია ცოდვის ციებ-ცხელებით, ცოდვის სიბრმავით, შეპყრობილია ცოდვის სიცოფით. ვინაიდან ცოდვის საფუძველი ამპარტავნებასა და სიბოროტეშია, ამიტომ ყველა ადამიანს, როგორც ცოდვის ავადმყოფობით დაავადებულს, სიმშვიდით და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ. ეს მეტად მნიშვნელოვანია და ხშირად გვავიწყდება. ჩვენ ძალიან ხშირად სიბოროტეს ვპასუხობთ სიბოროტით, ამპარტავნებას ვუპირისპირებთ ამპარტავნებას და ჩვენში იზრდება ბოროტება. განკურნების მაგივრად კიდევ უფრო ვსნეულდებით. უფალო, შეგვიწყალე, შეიწყალე კაცობრიობა!

...

 

ღმერთის მიმართ შემუსვრილი გულით აღიარებული ცოდვები ქრებიან. ამოიოხრე, შეწუხდი ჩადენილ ცოდვებზე – და ისინიც განქარდებიან. აღიარე შენი უსჯულოება და გამართლდები. თუ მიხვდი, რომ ცოდვებში ცხოვრება ოცნება, სიზმარი და უგუნურებაა და გადაწყვიტე მართებულად იცხოვრო, მაშინ ღმერთიც ცოდვებისაგან განგწმენდს თავისი მსახურისა და წმიდა საიდუმლოებების საშუალებით.

 

...

 

როცა ისვრები, საჭიროა ტალახის ჩამორეცხვა. ლოცვა, განსაკუთრებით ცრემლიანი, არის საშუალება სულიერი ჭუჭყის, იგივე ცოდვების ჩამოსარეცხად.

...

 

მეცნიერებათა მეცნიერაბაა დაამარცხო ჩვენში ჩაბუდებული ცოდვა, ანუ ვნებები, რომლებიც ჩვენში მოქმედებენ. მაგალითად, დიდი სიბრძნეა – არავიზე გაბრაზდე და არ იფიქრო ცუდი, არამედ აპატიო, მიუხედავად იმისა თუ რა ბოროტება მოგაყენეს. სიბრძნეა – მოიძულო ანგარება, სიტკბოება და გიყვარდეს უპოვარება და უბრალოება, ზომიერება საჭმელ-სასმელში. სიბრძნეა – არავის ეპირფერებოდე და ყველას უშიშრად სიმართლეს ეუბნებოდე. სიბრძნეა – არ იხიბლებოდე ადამიანის გარეგნული სილამაზით, არამედ პატივს სცემდე ყველა ადამიანში ღვთის ხატების სილამაზეს. სიბრძნეა – გიყვარდეს შენი მტრები და არ იყოს შენში შურისგება არც სიტყვით, არც აზრით და არც საქმით. სიბრძნეა – არ მოიხვეჭო სიმდიდრე, არამედ დაურიგო მოწყალება გლახაკებს და მოიხვეჭო "საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა" (ლუკ. 12,33).

 

...

 

თავისთავად ცოდვა ცეცხლია. ამიტომაც ვამბობთ ზოგ ადამიანზე, რომ ანთებულია რისხვით ან ხორციელი სიყვარულით ან შურით. მაშასადამე, ცოდვა საკუთარ თავში ატარებს ცეცხლოვან სასჯელს. როგორიღა იქნება ეს ცეცხლი მოუნანიებელ ცოდვილებში, როდესაც ღმერთის მადლი სრულად დატოვებს მათ? ... უეჭველია, იქნება ცეცხლოვანი გეენია, ცეცხლოვანი ტბა, ტევრი ცეცხლოვანი! ყოველივე ეს ჭეშმარიტია. ხოლო ჩვენ, უგრძნობელნი, სიამტკბილობაში ვატარებთ ჩვენს ცხოვრებას, არ გვეშინია. ეკლესიის მიმართ გულგრილნი, არ ვასრულებთ ჩვენს ქრისტიანულ მოვალეობას, ცოდვებში ვიძირებით! ვაი ჩვენდა!

 

...

 

ეჰ, რომ ვუფიქრდებოდეთ ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვებისა და კეთილი საქმეების შედეგებს! როგორი ფრთხილნი ვიქნებოდით მაშინ, გავექცეოდით ცოდვას და მოვინდომებდით კეთილი საქმეების კეთებას, რადგანაც მაშინ ნათლად დავინახავდით, რომ თავის დროზე ამოუძირკვავი და ჩვევაში გადასული ცოდვა ღრმად უშვებს თავის ფესვებს ადამიანის გულში. ხანდახან სიკვდილამდე აცბუნებს, წყლავს და ტანჯავს მას, ხშირად ახსენებს ოდესღაც მის მიერ ჩადენილ ცოდვას და ამგვარად ბილწავს აზრს, გრძნობას და სინდისს. საჭიროა ცრემლების ნიაღვარი, რათა ჩამოვირეცხოთ ძველი ცოდვის ჭუჭყი – ესოდენ მოუცილებელი და გესლიანი! პირიქით, გულწრფელად და უანგაროდ ჩადენილი ყოველი კეთილი საქმე ახარებს ჩვენს გულს და ჩვენს ცხოვრებასაც სიხარულით აღავსებს იმის შეგნება, რომ მთლად ფუჭად არ გაგვივლია ჩვენი ცოდვებით სავსე ცხოვრება, რომ ადამიანებს ვგავართ და არა მხეცებს, რომ შექმნილი ვართ ღმერთის ხატად და ჩვენშიც არის ნაპერწკალი საღვთო სიყვარულისა და ნათლისა, რომ ღვთის მიუკერძოებელი სამართლის სასწორზე რამოდენიმე კეთილი საქმე მაინც იქნება საპირწონე ჩვენ მიერ ქმნილი ბოროტი საქმეებისა.

 

...

 

ის ცოდვა, რომელიც შენი ნების გარეშე ხდება, ცოდვად არ შეგერაცხება. მაგალითად, ლოცვის დროს უნებლიე შებრკოლება, ბილწი და გმობის აზრები, უნებური გულისწყრომა, რომელსაც გულმოდგინედ ვებრძვით, სიძუნწე, რომელიც გვეზიზღება, – ყოველივე ეს ბოროტი სულისგანაა. ჩვენი საქმეა მოვითმინოთ, ვილოცოთ, დავმდაბლდეთ და გვიყვარდეს.

 

...

 

ცოდვა აბრმავებს ადამიანის გულს. ქურდები და მრუშნი, აკეთებენ რა თავიანთ ბილწ საქმეს, ფიქრობენ, რომ ღმერთი ვერ ხედავს მათ. ვერცხლისმოყვარენი, ღორმუცელები და ლოთები ფიქრობენ, რომ ემალებიან უფალს თავის ვნებიან მიდრეკილებებთან ერთად. მაგრამ ღმერთი ხედავს და განიკითხავს. "შიშუელ ვარ და დავიმალე" (დაბ. 3.10) – ასე ამბობს ყოველი ცოდვილი თავისი საქმეებით, ჰგონია, რომ ყველგანმყოფ ღმერთს ემალება.

 

...

 

როგორი ცოდვებითაც უნდა იყო ეშმაკის საცთურებით შეკრული, არასდროს დაკარგო ღმერთის წყალობის იმედი. შეწყალებისათვის ილოცე მთელი გულით და სასოებით. აკაკუნე ღმერთის მოწყალების კარზე და განგეღება. თავად მე, ცოდვილი მღვდელი ვარ ამის მაგალითი. ეშმაკის მოქმედებით როგორ არ შევცოდავ ხანდახან. მაგალითად, ზოგჯერ მტრულად მოეპყრობი შენს ძმას, თუნდაც მართალი საქმისათვის და მთლიანად მოიშლები. ძმასაც მტრულად განაწყობ და წმიდა საიდუმლოსაც უღირსად აღასრულებ – არა ნებსითი შეურაცხყოფით, არამედ მოუმზადებლობით და ეშმაკის ზემოქმედებით. მაგრამ მონანიების შედეგად ყველაფერს გპატიობს უფალი, განსაკუთრებით წმიდა საიდუმლოს ღირსეულად ზიარების შემთხვევაში. ქრისტეს სისხლით თოვლივით განსპეტაკდები, შენს გულში ზეციური სამყარო დაივანებს და სიმსუბუქეს იგრძნობ მასში, ნეტარი გახდები. დაივიწყებ ყველა წუხილსა და მღელვარებას, ეშმაკის მხრიდან შევიწროვებას და თითქოს მკვდრეთით აღმდგარი სრულიად განახლდები. როგორი ცოდვებიც უნდა გქონდეთ ჩადენილი, იმედს ნუ დაკარგავთ, ძმებო, ოღონდაც შემუსვრილი გულით და დამდაბლებული სულით მოინანიეთ. დიდება შენს მოწყალებას და მოთმინებას, უფალო!

 

...

 

ბოროტების ფსკერში ჩავარდნილო ცოდვილო, როდესაც წარმოიდგენ შენს მრავალრიცხოვან ცოდვებს და სასოწარკვეთაში ჩავარდები, გაიხსენე ზეციური მამა, რომელმაც შენი ხსნისათვის (ცოდვებისა და მარადიული სასჯელისაგან) თავისი მხოლოდშობილი ძე – უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოავლინა. მიისწრაფე ამ ჩვენს შუამდგომელთან რწმენით და მთელი გულით შეევედრე, რომ თავისი ყოვლადწმიდა სისხლით, რომელიც ჩვენი გულისთვის ჯვარზე დასთხია, ჩამორეცხოს შენი უსჯულოებანი. მხურვალედ მოინანიე, სინანულით აღიარე შენი ცოდვები მღვდელთან, როგორც თვით უფალთან, და გამართლდები. თუ ღვთისმსახური ჩათვლის, რომ მზადა ხარ, მიეახლე წმიდა ბარძიმს და შენი ცოდვები განიწმინდება, მშვიდობა დამკვიდრდება შენში, გახდები ზეციური მამის შვილი, რომელიც "მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა" (ლუკ. 15,27).

 

თარგმნა დავით სართანიამ

 

 

 

ამავე თემაზე:

ცოდვა და სასჯელი

საუბრები ათონელ ბერებთან

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა