martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

 

როკ-მუსიკით გატაცება

 

ქრისტიანის სულზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ჯაზ-მუსიკა, როკ-მუსიკა, დისკო-მუსიკა, პანკ-მუსიკა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის სხვა ფორმები. ეს გავლენა მხოლოდ ხელოვნების სფეროთი როდი შემოიფარგლება, არამედ ახალგაზრდობის ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. როკ-კულტურა ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხედვით ქამელეონივით იცვლება, დასახელებებსაც იცვლის და ახალ-ახალ სტილს ამკვიდრებს. ხანდახან იგი თითქოს უარყოფს კიდეც გუშინდელს და თავისი თავის წინააღმდეგ ჯანყდება, ამით კიდევ უფრო ცხოველ ინტერესს იწვევს და არსით კი მუდამ ერთი და იგივე რჩება. ეს მოვლენა უკიდურესად აღმაშფოთებელი, საძაგელი და შეურაცხმყოფელია ყოველი წესიერი ადამიანისათვის, მით უმეტეს მიუღებელია იგი ქრისტიანისათვის. თვით "როკ-ენ-როლის" წარმოშობა დასავლეთში "ახალგაზრდობის სექსუალურ რევოლუციად" აღიქმებოდა. ეს დამანგრეველი "კულტურა" პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ ისტუმრებს ახალგაზრდობას. მისი გზა მოფენილია ყველაზე საძაგელი, საშინელი, სასიკვდილო ცოდვებით. ესენია: სიძვა ათასგვარი უკუღმართი გამოვლინებით, "თავისუფალი სიყვარული", ანუ ყოველგვარი სირცხვილის უგულებელყოფა, ნარკომანია თავისი საზარელი შედეგებით – დოზის გადამეტებით გამოწვეული სიკვდილით, ძალადობით,  თვითმკვლელობით  და ა.შ. აღარას ვამბობთ სრულიად თავაშვებულ ღმრთის გმობაზე, რომელიც ხშირად გაისმის როკ-სიმღერების ტექსტებსა და როკ-ვარსკვლავების გამომწვევ გამოსვლებში და რომელიც თან ახლავს მთელი ამ "ახალი კულტურის" შავბნელ ფილოსოფიას. და ყოველივე ამის გვერდით ხშირია უფალ იესო ქრისტეს ხსენება, ჯვრის ან მაცხოვრის გამოსახულების ჩვენება, რაც კიდევ უფრო მეტად უნდა სტკენდეს გულს ნამდვილ ქრისტიანს, რამეთუ ეს ყოველგვარი სიწმიდის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი.

ამგვარი სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთის საგმობი გამონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც. იმისათვის, რომ საბოლოოდ გარყვნან ახალგაზრდობის გონება და რაც შეიძლება მეტად გაავრცელონ დემონური გავლენა, სიმღერების ჩანაწერებში ჩადებულია .. "ქვეცნობიერი ინფორმაცია", ანუ საზარელი სიტყვები, მოწოდებები, წყევლა, რაც ჩანაწერის უკუღმა მოსმენისას კარგად ისმის. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქვეცნობიერი ფენა იჭერს ამ ფრაზას მაშინაც კი, როდესაც სიმღერა მსმენელისათვის უცნობ ენაზეა დაწერილი. "როკ-ენ-როლში" ჩადებული ქვეცნობიერი ინფორმაციები შემდეგი ხასიათისაა:

) სექსუალური გაუკუღმართების ყველა სახე.

) არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ მოწოდება.

) თვითმკვლელობის ჩაგონება.

) მკვლელობისა და ძალადობისაკენ მოხმობა.

) სატანის მსახურება.

უფრო ნათლად რომ გიჩვენოთ "როკ-ენ-როლის" დემონური, პირდაპირ სატანური სულისკვეთება, რამდენიმე დამახასიათებელ ფაქტს მოვიყვანთ:

თვით ტერმინი "როკ-ენ-როლი" კლივლენდის დისკოთეკის ერთ-ერთმა ჟოკეიმ მოიგონა. იგი გადმოსცემს ადამიანის სხეულის ორ მოძრაობას სექსუალური აქტის დროს და ამერიკის გეტოების ჟარგონიდანაა ნასესხები.

ბიტ-მუსიკა: "ბიტი" ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით, რომელსაც დასარტყმელი ინსტრუმენტი და ბას-გიტარა გამოსცემენ. ეს "ბიტი" ახასიათებს როკ-მუსიკის მთელ რიტმს.

"მძიმე როკი" აქ "ბიტი" ისე მოქმედებს, რომ სექსუალურ ინსტიქტებს აღაგზნებს.

"მსუსხავი როკი" "ბიტი" ამძაფრებს ნერვიული სისტემის რეაქციას სხვადასხვა ჰალუცინოგენურ ნარკოტიკებზე.

"უშნო როკი" აღაგზნებს ძალადობასთან, მკვლელობასთან და ჯანყთან დაკავშირებულ ინსტინქტებს.

"სატანური როკი" მას საფუძველი "ბიტლებმა" ჩაუყარეს, როდესაც 1968 წელს "ეშმაკის თეთრი ალბომი" გამოუშვეს. ამ დროს პირველად გაჩნდა ქვეცნობიერი ინფორმაციები "სატანის სახარების" გადაცემისათვის.

"პანკ-როკი" მისი მიზანი და ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორიას კოლექტიური ძალადობის, სისტემატური დანაშაულებებისა და თვითმკვლელობისაკენ მოუწოდოს. "პანკ-როკისათვის" სრულიად მისაღები და დამახასიათებელია ამ ტიპის შემთხვევები: კონცერტის დროს მომღერალი პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს, ეკლებიანი სამაჯურით სცემს. "როკ-ენ-როლი" აქამდე ჯერ კიდევ 1985 წელს მივიდა ("პანკებს" ინგლისში უწინ ორივე სქესის მეძავებს უწოდებდნენ. ამ სიტყვის გვიანდელი თარგმანია "ნაძირალა").

"დისკო-მუსიკა" ნიუ-იორკში გაჩნდა 1973 წელს "დიდი ამერიკული მეტროპოლიის" ჰომოსექსუალისტებს შორის. გაზეთი "დეილი ნიუზი" 1978 წელს ასე აანალიზებს დისკოს ფენომენს: "ისინი (მუსიკოსები) ერთმანეთისაგან გამაყრუებელი მუსიკით არიან განცალკევებულნი და, თვალისმომჭრელ სინათლეში დანთქმულნი, ყველაფერს აკეთებენ, რაც თავში მოუვათ, ისე რომ არც გვერდიდან უყურებენ თავიანთ თავს და არც არაფერს აანალიზებენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თითოეულ მათგანს ხელში სარკე უჭირავს, წინ მიიწევს და თან განუწყვეტლივ ერთსა და იმავეს გაიძახის: მე! მე! მე!"

აღსანიშნავია, რომ "როკ-ენ-როლის" ყველა ავტორი სატანური "ეკლესიის" წევრია, ხოლო როკ-ჯგუფების უმრავლესობა ამა თუ იმ ლუციფერულ რელიგიას აღიარებს. როდესაც ფირფიტას უშვებენ ანდა ახალი სიმღერის კონცერტზე გატანას აპირებენ, ისინი თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის "შესალოცად" უამრავ დემონს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა.

ელის კუპერმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება და ამ ამბავმა მას დიდი აღიარება მოუპოვა.

მიკ ჯაგერი ("როლინ სთოუნზის" წევრი) სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. თავის თავს იგი "ხორცშესხმულ ლუციფერს" უწოდებდა. ამას მისი სამი სიმღერაც მოწმობს: "ეშმაკისადმი კეთილგანწყობა", "მის სატანურ უდიდებულესობას" და "ჩემი ძმის, დემონის შელოცვა".

ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასოდეს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.

ჯონ ლენონმა "ეშმაკის თეთრი ალბომის" საჯარო შესრულებისას თქვა: "ქრისტიანობა გადაშენდება იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა".

"ბიტლების" სიმღერის ჩანაწერში "რევოლუცია #9" სიტყვა "#9" თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: "სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო."

ახალგაზრდებს კარგად ახსოვთ "ლედ ზეპელინების" ჯგუფის სიმღერა "კიბე ცისკენ". მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: "მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის", ხოლო სიტყვებში: "კიდევ გაქვთ დრო, რომ შეცვალოთ გზა, რომელსაც ადგახართ" "საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას".

"ბლეკ ოუკ არკანზასის" ჯგუფის სიმღერაში "როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა" ერთ-ერთი ნაწილი უაზრო სიტყვების გროვას წარმოადგენს. უკუღმა მოსმენისას გამოდის: "სატანა...
სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია...", რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის.

ფირფიტების ჩასაწყობი პაკეტებიც კი უკიდურესად გამომწვევადაა გაფორმებული. ესაა ეგზოტიკური და ეროტიკული, სატანური და სადისტური სურათები, რეკომენდაციები და სიმბოლოები, გადმობრუნებული სამკუთხედები (ეშმაკისა და ჯოჯოხეთის ქვესკნელის სიმბოლო), პირამიდები, პენტაგრამები, მაგიური წრეები და მრავალფეროვანი ჯადოსნური სიმბოლიკა, ფალიკური და ვაგინალური ნიშნები (მაგ. 666), ადამიანთა მსხვერპლშეწირვის, შავი მესების, ჯოჯოხეთური წარმოდგენების სცენები.

1981 . მთელ მსოფლიოში გაყიდული ფირფიტების 90 პროცენტი როკ-დისკები იყო (130 მილიონი წელიწადში, გარდა 100 მილიონი როკ-ალბომისა). ამგვარად, ეს ფენომენი მთლიანად მოიცავს მსოფლიოს ორივე ნახევარსფეროს თითქმის ყველა მოზარდს.

კიდევ ერთი რამ: როკ-კონცერტების უმრავლესობას დიდი მსხვერპლი ახლავს თან. გონდაკარგული ბრბოს ზედახორაში ზოგს თელავენ ან ახრჩობენ, ზოგს კი ნარკოტიკების ზედმეტი დოზა უღებს ბოლოს. ლოს-ანჟელესში ერთ-ერთ კონცერტზე 650 ახალგაზრდა დაიღუპა. და რადგანაც საცხედრეს მაცივრები უკვე გადატვირთული იყო, ამიტომ როკის 650 მსხვერპლი დერეფანში დაასვენეს. შენობაში სიკვდილის საზარელი სუნი დატრიალდა. გვამების ამოცნობა ვერ მოხერხდა ეს ახალგაზრდები უმეტესად ოჯახიდან გამოქცეულები იყვნენ. ჟურნალისტ ქალს, ჯუდი არგაზონის, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან რეპორტაჟი მიჰყავდა, სატანამ ყურში ჩასჩურჩულა: "კარგად დააკვირდი, ეს ჩემი ნადავლია! ამ დარბაზში ჩემი ნადავლის გამოფენაა!"

ეს კი "მძიმე როკის" სტილის ჯგუფის "-ეს/-ეს"-ის ჯგუფის სიმღერის სიტყვები გახლავთ:

"მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშობელი,

გრიგალად მოვედი,

ჩემი ელვები მთელ ცას სერავენ,

ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ შენ მოკვდები!

ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ,

ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს! მე მოვიპოვე ჩემი ზარები

და ჩემთან წაგიყვან, იქ, ჯოჯოხეთში!

შენ ჩემი იქნები!

ჯოჯოხეთის ზარები

დიახ, ჯოჯოხეთის ზარები!"

მაშ ასე! იქნებ ეს სახელი "ჯოჯოხეთის ზარები" შეჰფერის ყველაზე მეტად ამ ჯოჯოხეთურ ხმაურს, ღრიანცელს, შეძახილებს, აღვირახსნილ ვნებებს, კაცის დაცემული ნების აულაგმავ თარეშს, მთელ ამ როკ-ჰიპ-ბიტ-ჰარდ-პანკ კოშმარს, რომელიც მსოფლიოში ყველა კუთხიდან დაუცხრომლად იწვევს თაყვანისმცემლებს შავბნელ შაბაშზე (ეს სახელი ჰქვია სწორედ "სატანური როკის" ერთ-ერთ ჯგუფს "ბლეკ-საბათ"). აქ ადამიანებს ეშმაკთან შეუკრავთ წრე და გამალებით ცეკვავენ თავიანთ უკანასკნელ ცეკვას სოფლის აღსასრულის წინ, იმ სოფლისა, რომელიც საბოლოოდ დაადგა წარწყმედის გზას. როგორ ჰგავს ეს ყველაფერი შუა საუკუნეების ერთ ლეგენდას ფლეიტისტ გამალენზე, რომელმაც ფლეიტის ჯადოსნური ბგერებით იხსნა ქალაქი ვირთხებისაგან, მაგრამ რაკი საზღაური ვერ მიიღო, იმავ მუსიკით ქალაქიდან გაიტყუა ყველა ბავშვი, კლდის ნაპრალში შეიყვანა ისინი და დაღუპა.

ნუ იფიქრებთ, რომ ქრისტიანს შეუძლია ხანდახან მაინც მოისმინოს ამგვარი, თითქოს შედარებით "უწყინარი" სიმღერები. არა და არა! ეკალთაგან ყურძენს ვერავინ მოიწევს და ვერც ხენეში ხე გამოიღებს კეთილ ნაყოფს! შეუძლებელია, ჯოჯოხეთის ქვესკნელში ფესვგადგმული ხე უვნებელ ნაყოფს ისხამდეს. განა შეიძლება, ქრისტიანი ისე, გასართობად გაესაუბროს ეშმაკს, ანდა მასთან ერთად დაუაროს დავლური?

ასე რომ, მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე "მსუბუქი" გატაცებაც კი როკ-მუსიკით არის საკუთარი სარწმუნოების ღალატი, უფლის შეურაცხყოფა, მისგან დაშორება, დამღუპველი ხიბლი, ბნელეთის სულებთან ერთობა და სატანასთან გათამაშება!

მაშ შეინანე, თუ ოდესმე გქონია ეს გატაცება და ნუღარასოდეს დაუბრუნდები მას!

 

გამოყენებულია კათოლიკე მღვდლის ჟან-პოლ-რეჟიმბალის სტატია "როკ-ენ-როლი".

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, „აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის“

 

 

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა