martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მოვიდა ვინმე იქიდან?

 

– შენ კითხულობ: განა დაბრუნდა ვინმე საიქიოდან, რომ მოგვიყვეს, რა ხდება იქ, რათა ჩვენ ვირწმუნოთ?

– მაგრამ თუკი ჩვენ გეტყვით, რომ დაბრუნდა, და არა ერთი, არამედ ბევრნი, თანაც ურწმუნოებიც, შენ დაიჯერებ?

სწორედ ასეა! კეთილი ღმერთი შენს ამგვარ სურვილსაც ასრულებს. ის დროდადრო აგზავნის ქვეყნად გარდაცვლილ ადამიანებს, თანაც ყოფილ ურწმუნოებსაც კი, რათა მათ გითხრან (ყოფილმა ურწმუნოებმა!), რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ზღაპრები არაა...

 

მოწმობები

 

1. სტელი მილოვასი, ათენის მაცხოვრებელი, ადრე არ სწამდა არც ღმერთი, არც სამოთხე და არც სატანჯველი. ის გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევისას! მისმა სულმა დატოვა სხეული და აღმოჩნდა იმქვეყნად, სადაც იხილა სამოთხეც და... უსაშინლესი ტანჯვაც. მან უდიდესი შეძრწუნება განიცადა!

თუმცა ქრისტემ, სიცოცხლისა და სიკვდილის უფალმა, ის სიცოცხლეში დააბრუნა, და დღეს იგი ჩვენ შორის ცხოვრობს, უკვე არა ურწმუნო, არამედ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი. (1995 წლის მაისში ის გამოვიდა MegaChanell-ზე და სახალხოდ მოყვა თავისი შემაძრწუნებელი გამოცდილების შესახებ).

2. სხვა ურწმუნო, რუსეთიდან (ისურვა უცნობი დარჩენილიყო), აგრეთვე სრულიად არაფერი სწამდა, არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი, და მოკვდა. მანაც ის იხილა, რაც არ სწამდა! სამოთხე და ტანჯვა! კარგი გაკვეთილი მიიღო! მაგრამ ქრისტემ ისევ დააბრუნა სიცოცხლეში...! და ის, უღმერთო, მონაზონი გახდა...!

3. სხვა უღმერთომ, სერბმა, სახელად დუშანმა, განიცადა მსგავსი შემაძრწუნებელი გამოცდილება. მისი სული გამოვიდა სხეულიდან და სხვა სამყაროში აღმოჩნდა. მანაც იხილა, რაც არ სჯეროდა, – სამოთხე და ჯოჯოხეთი. ის შეძრწუნდა, შეიძრა სულის სიღრმემდე; და როგორც კი სიცოცხლეს დაუბრუნდა, უარყო თავისი უღმერთო, უგუნური იდეები. ისიც გახდა არა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ მონაზონი (სახელად სტეფანე), და მოღვაწეობს წმიდა მთაზე (ათონის მთა), თანაც სად? – მიუვალ კარულაში (ის გარდაიცვალა 2004 წელს).

ყურადღება მიაქციეთ: სამივე (უღმერთო) აღმოჩნდა იმქვეყნად, სამივემ ერთნაირი სანახაობა იხილა და სამივემ მოინანია! და რაღა დარჩენოდათ მათ? შეეძლოთ, რომ არ მოენანიებინათ და ყველაფერი თვითდინებაზე მიეშვათ? მათ ეს იხილეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს. სინანული მათთვის ერთადერთი გზა იყო, გზა უკან მიბრუნების გარეშე!

შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია თქვა, რომ მათ ჰალუცინაციები ჰქონდათ. და თუკი ეს არ იყო ჰალუცინაციები? ისინი ხომ მკვდრები იყვნენ! კარგი, დავუშვათ, რომ ეგრეა. მაგრამ სამივეს? კარგი, სამივეს. მაგრამ ჰალუცინაციები არ არის რაღაც საშინელი, ადამიანის საფუძვლიანად შემძვრელი. ისინი მასზე ამგვარ ზემოქმედებას არ ახდენენ, და თუ რაიმეს ახდენენ, – მხოლოდ მცირედს. აქ კი ვხედავთ სიტუაციის მძაფრ განვითარებას და ძირფესვიან ცვლილებას, ყველა ღირებულებამ ადგილი იცვალა. იცით ვინმე ისეთი, ვინც ჰალუცინაციის შედეგად სხვა ადამიანი გახდა? უღმერთო გახდა... მონაზონი? იცით?

ამგვარად რასაც (ყოფილი) უღმერთოები ამბობენ, რომ იხილეს სამოთხე და ჯოჯოხეთი, – ყოველგვარი ეჭვის გარეშეა! და თუკი შენ (ყოფილ) უღმერთოებს არ უჯერებ, მაშ ვის უჯერებ? რა გამოდის, უღმერთოებს არ უჯერებ, ქრისტიანებს არ უჯერებ, ქრისტეს არ უჯერებ; მაშ, ბოლოს და ბოლოს, ვის უჯერებ? ... ეშმაკს?

 

არქიმანდრიტ ბასილი ბაკაოიანისის წიგნიდან – „სიკვდილის შემდეგ“

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა