martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა მამები ხორციელი და სულიერი მარხვის შესახებ

 

მარხვა სამოთხეში დაკანონდა. ადამმა ასეთი პირველი მცნება მიიღო: „ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან (დაბ. 2,17). ხოლო ეს „არა სჭამოთ“, არის მარხვისა და თავშეკავების დაკანონება. ევას რომ ემარხულა და ხის ნაყოფი არ ეჭამა, ჩვენ ამ მარხვის საჭიროება აღარ გვექნებოდა. რამეთუ „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათ. 9,12). ჩვენ ცოდვით ვართ დაზიანებულნი, ვიმკურნალოთ სინანულით; ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია. (წმ. ბასილი დიდი)

სასარგებლო და აუცილებელია მარხვებთან დაკავშირებული კანონიკური წესების დაცვა, მაგრამ თუკი მარხვის შემდეგ არ დავიცავთ ზომიერებას საკვების მიღებაში, წესების დაცვა სიწმინდემდე ვერ მიგვიყვანს. (წმ. იოანე კასიანე რომაელი)

სანამ ჩვენ ხორციელი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ღმერთს გულით არ მივეახლებით, მანამ ეშმაკები იმალებიან ჩვენში, სხვადასხვა ვნებებს ეფარებიან: ჭამა-სმისადმი დახარბებას, სიძვისმიერ განხურვებას, სიამაყეს, სიძუნწეს, ვერცხლისმოყვარებას, ისე რომ ჩვენ მათი ნების აღსრულებით ვატარებთ ცხოვრებას. (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ნაყროვანება (ზომაზე მეტის ჭამა) აახლოებს სიბერესთან, აჩლუნგებს გრძნობებს, აბნელებს აზრს, აბრმავებს გამჭრიახ გონებას, სხეულს სინოტივით ავსებს, აგროვებს ჩირქს, იწვევს მრავალგვარ სნეულებას და წარმოქმნის დიდ სიმძიმესა და უზომო სიმსუქნეს. (წმ. იოანე ოქროპირი)

ნაყროვანების ვნება, როგორც ვნებების დედა, პირველ რიგში შობს ძლიერ სიძვის ვნებას. (ღირსი აბბა ისაია)

გონებას, ამ მეფეს ადამიანში, თუკი სურს ავიდეს თავისი თვითმპყრობელობის უფლებებში და შეინარჩუნოს ისინი, პირველ ყოვლისა მარხვის კანონს უნდა დაემორჩილოს. მხოლოდ მაშინ იქნება ის მუდმივად ფხიზელი და ნათელი; მხოლოდ მაშინ შეძლებს ის იმეფოს გულისა და ხორცის სურვილებზე; მხოლოდ მუდმივი ფხიზლობისას შეძლებს ის, შეისწავლოს სახარების მცნებები და მისდიოს მათ. სათნოებების საფუძველი – მარხვაა. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

ნაყროვანებითა და ლოთობით უხორცო მტერი შედის ადამიანის გულში, – ამის შეგრძნება ყველა ყურადღებიანს ძალუძს. აი რატომაა, რომ ლოთობის გაძლიერებასთან ერთად საშინლად მატულობს ლოთობისადმი მიდრეკილება (იმიტომ, რომ იზრდება მტრის ძალაუფლება ადამიანზე)... (წმ. იოანე კრონშტადტელი)

ხორცი და სული ერთმანეთს ებრძვიან. ამიტომაც, თუკი გინდა გონება განიმტკიცო, მოთოკე ხორცი მარხვით. ეს ნიშნავს იმას, რაც თქვა მოციქულმა: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი-დღედ“ (2 კორ. 4,16), და კიდევ: „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ (2 კორ. 2,10). (წმ. ბასილი დიდი)

მარხვის დამარღვეველნი თავს იბილწავენ, მაგრამ არა საჭმლით, არამედ ღვთის მცნების დარღვევით, ურჩობითა და სიჯიუტით. ისინიც, ვინც მარხულობენ, მაგრამ გულს წმინდად არ იმარხავენ, არ ითვლებიან წმინდად. საჭიროა ერთიცა და მეორეც: ხორციელი მარხვაც და სულიერიც. ასეა ნათქვამი სწავლებებში და ასე იგალობება ეკლესიაში. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

ჭეშმარიტი და სწორი მარხვაა – ყოველივე ბოროტებისგან თავშეკავება. ქრისტიანო, თუ გინდა, რომ მარხვამ სარგებელი მოგიტანოს, მაშინ ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც იმარხულე, და იმარხულე ყოველთვის. როგორც შენს მუცელს ადებ მარხვას, ასევე დაადე ბოროტ აზრებსა და ახირებებს.

იმარხულოს შენმა გონებამ ამაო აზრებისაგან.

იმარხულოს მეხსიერებამ ძვირისმომხსენებლობისაგან.

იმარხულოს შენმა ნებამ ბოროტის მოსურნეობისაგან.

იმარხულონ შენმა თვალებმა ცუდი სანახავისაგან: „მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ“ (ფსალმ. 118,37).

იმარხულონ შენმა ყურებმა ბილწი სიმღერებისა და ცილისმწამებელი ჩურჩულისაგან.

იმარხულოს შენმა ენამ ცილისწამებისაგან, განკითხვისაგან, მკრეხელობისაგან, სიცრუისაგან, მლიქვნელობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, და ყოველგვარი უქმი და არაჯანსაღი სიტყვისაგან.

იმარხულონ შენმა ხელებმა ცემისა და სხვისი საკუთრების ტაცებისაგან.

იმარხულონ შენმა ფეხებმა ბოროტ საქმეზე სიარულისგან. „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 33,15; 1 პეტ. 3,11).

აი, ქრისტიანული მარხვა, რომელსაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს: შეინანე, თავი შეიკავე ყოველგვარი ბოროტი სიტყვის, საქმისა და აზრისაგან, ისწავლე ყოველგვარი სათნოება, და ღვთის წინაშე ყოველთვის მარხვაში იქნები. (წმ. ტიხონ ზადონელი)

რითი დავიწყოთ, – ამბობს მაკარი დიდი, – ვინც არასოდეს ვიყავით დაკავებულნი ჩვენი გულების გამოკვლევით? გარეთ მდგომებმა ლოცვითა და მარხვით ვაკაკუნოთ, როგორც უფალმა გვიბრძანა: „ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)

ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება. (წმ. ნილოს სინელი)

დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს. (წმ. ნილოს სინელი)

ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით), კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს. (წმ. ნილოს სინელი)

ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, სიძვის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული. (წმ. ნილოს სინელი)

სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად...

ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს. შემუსვრილი სული, სინანულის განცდა და ცრემლი კი არ ამცირებენ ჩვენს ძალებს, არამედ გვმატებენ. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას – საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებრივი და საოჯახო მოღვაწეობა. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21,34). ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება. (წმ. იოანე კრონშტადტელი)  

მარხვის ღვაწლი საჭირო და აუცილებელია არა მხოლოდ სხეულისათვის, არამედ პირველ ყოვლისა გულისა და გონებისათვის. „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა“ (ლუკ. 21,34). სოფლის მაცხოვარმა ამ სიტყვებით უზომო ჭამა-სმის მეტად საყურადღებო შედეგი გაგვიმჟღავნა, საშინელი, სულის დამღუპველი შედეგი. მუცლის მაამებლობის შედეგად გული მძიმდება, უხეშდება, ქვავდება, გონება სიმსუბუქესა და სულიერებას კარგავს, ადამიანი ხორციელი ხდება. რას ნიშნავს ხორციელი კაცი? – ამ სახელით საღმრთო წერილი იმ საწყალობელ კაცს აღნიშნავს, რომელიც მიწასაა შემსჭვალული, სულიერი ზრახვებისა და შეგრძნებების მიმართ უუნაროა. „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე, ყოფისათვის მათისა ხორც“ (დაბ. 6,3) – მოწმობს ღმერთი. ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს. თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. „ჭამა იაკობ“ – ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, – „და განძღა, და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა“ (2 სჯულ. 32,15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს. საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი – გონებას. ამის შემდეგ ეს სულის თვალნი – გული და გონება – ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას მიწიერი ცხოვრება დაუსრულებლად ეჩვენება. შეხედულებათა და შეგრძნებათა შესაბამისად წარიმართება მიწიერი მოგზაურობა და ბედკრული, დაბრმავებული მოგზაური განგდებულ გველთან ერთად მუცელზე ხოხავს და მიწასა ჭამს მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში (შდრ. დაბ. 3,14). ქრისტეს მოწაფეს მარხვის მიტოვება ქრისტესგან განდგომით ემუქრება. (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი) 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა