martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

მარხვა და ტელეფილმები

 

ბევრი ქრისტიანის აზრით, მარხვა მხოლოდ სულისთვის სხეულის დასამორჩილებლად დაწესდა. მღვდელთმთავარმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა სხეულს უწოდა "ღამის ვნებიანი მოსამსახურე დედაკაცი". სული დედოფალია, ხორცი – მისი მონა, რომელიც თავისი დედოფლის განდიდებაში უნდა მონაწილეობდეს. მაგრამ ეს "მონა" არის თავნება, ურჩი, მეამბოხე, ამიტომაც ხშირად საჭირო ხდება მისი ძალით დამორჩილება.

მაგრამ ეს მარხვის მხოლოდ ერთი მხარეა. არსებობს მეორეც, უფრო მნიშვნელოვანი, რასაც წმინდა მამები "სულიერ მარხვას" უწოდებდნენ.

ადამიანი შედგება სხეულისა და სულისგან; თავად სულში განირჩევა ორი, ურთიერთთან შეურწყმელი ძალა: პირველი მიმართულია მარადისობისკენ, რაც ამსოფლიური მყოფობის მდინარებაზე აღმატებულია. ღმერთთან ურთიერთობის ამ თვისების გამო წმინდა მამები ამ ნაწილს უწოდებენ სულს; მეორე ძალაა – მიმართულება მიწისკენ, ერთობლიობა ისეთი შემეცნებითი ძალებისა, როგორებიცაა: განსჯის უნარი, წარმოსახვა, მეხსიერება; აგრეთვე – გრძნობადი ლტოლვა, ემოციური განცდები და ბოლოს, გენეტიკურად ჩადებული ინსტინქტები, რომელთა გარეშეც ადამიანი ერთ დღესაც ვერ იარსებებს.

ადამიანში მთავარი სულია, მასშია ხატი და მსგავსება ღვთისა. სული თითქოს ღრმა უფსკრულს ქმნის, რაც განაშორებს ადამიანს დედამიწის ყველა დანარჩენ მკვიდრთაგან. სულში ჩადებულია ადამიანის მიზანი – ღმერთთან მარადიული ურთიერთობა. რამდენადაც სულიერებით ცხოვრობს პიროვნება, იმდენად მეტად შეეფერება იგი თავის დანიშნულებას. სულიერი ცხოვრება ერთადერთია, რაც სიხარულსა და სიმშვიდეს გვანიჭებს მიწიერ ყოფაში – ტანჯვის ამ ზღვაში.

ტრიმეტრული შეხედულება ადამიანის ბუნებაზე (სული, სამშვინველი და სხეული) ზოგ ქრისტიანს აფიქრებინებს, რომ სამშვინველი რაღაც მიწიერი და სულთან შედარებით უღირსი ქმნილებაა, მაგრამ ეს ასე არ არის. მშვინვიერ ნიჭთა გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის ცხოვრება დედამიწაზე, ზნეობრივ პიროვნებად მისი ჩამოყალიბება მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად.

თავად ადამიანის ბუნებაში არაფერია საძაგელი და ბიწიერი; საძაგელია გაუკუღმართებული ნება, სწორი დაქვემდებარებითი იერარქიის დაშლა, ადამიანის უნართა და ძალთა დარღვევა. ბიწიერია და უღირსი ვნებები და ცოდვა. ჩვენს ამჟამინდელ, დაცემულ მდგომარეობაში ხორცი სამშვინველის მიმართ ავლენს ურჩობას, სამშვინველი კი სულს არ ემორჩილება. ამიტომ მარხვა მარტოოდენ სხეულის მოთოკვა არ არის, იგი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მშვინვიერ ვნებათა დასამორჩილებლად, რათა სულმა გამოიღვიძოს და ამოქმედდეს.

ხორციელ მარხვაში იგულისხმება: 1. საკვების შეზღუდვა; 2. განსაკუთრებული სახის საჭმლის მიღება; 3. იშვიათად ჭამა.

სულიერი მარხვა ასევე უნდა მოიცავდეს: 1. სულის საკვების ანუ იმ გარეგანი შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის შეზღუდვას, რომლის ყოველდღე უზარმაზარი რაოდენობით მიღებასაც დაეჩვია ადამიანი; 2. კონტროლს ინფორმაციაზე, ანუ საკვების ხარისხზე, რაც სულს მიეწოდება; გამორიცხვას ყოველივე იმისა, რაც ვნებებს აღაგზნებს; 3. საკვების იშვიათად მიღებას, ანუ განმარტოების, სიჩუმის, მდუმარების, თავისთავთან დარჩენის პერიოდებს, როდესაც ადამიანს საშუალება ეძლევა, შეიცნოს საკუთარი ცოდვები და მიაღწიოს მარხვის მთავარ მიზანს – სინანულს.

მარხვასთან შეუთავსებელია ნებისმიერი გართობა და სანახაობა, განურჩეველი კითხვა, ხანგრძლივი საუბრები, ქილიკი, სტუმრობა იმ ადგილებსა და სახლებში, სადაც მეფობს საერო, არაეკლესიური სული, ყოველივე, რაც გონებას უფანტავს ადამიანს, სულს ჩამოაშორებს ლოცვას, გულს კი სინანულს.

ჩვენი ვნებები მჭიდროდ უკავშირდება გრძნობად გამოსახულებებს. ვნება ცნობიერებაში ცოდვითი გამოსახულების სახით ვლინდება და პირიქით, გარედან შემოსული ცოდვითი გამოსახულება ჩვენს გულში აღაგზნებს ვნებას (ღირსი სვინკლიტიკია თვალებს სიკვდილის სარკმელთ უწოდებდა).

ჩვენს დროში ტელევიზორი არის სცენა, სადაც განუწყვეტლივ ხდება დემონსტრირება ადამიანური ვნებებისა მთელი მათი მრავალფეროვნებით, ეფექტურობითა და სიმძაფრით. ტელევიზორი ჰგავს რადიაციის მუდმივ წყაროს, რომელიც სასიკვდილო სტრონციუმით ასხივებს ადამიანთა ფსიქიკას.

ტელევიზორი ადამიანში იწვევს ვნებითს დაძაბულობას – თითქოს მის ეკრანზე იყოს თავმოყრილი ყველა გრძნობადი ემოცია, ვნება, გულისთქმა, სისასტიკე, დანაშაული. ის, რასთან შეხებაც გასულ საუკუნეებში ადამიანს ცხოვრებაში ერთი-ორჯერ, და ისიც შემთხვევით, თუ მოუხდებოდა (მაგალითად, მკვლელობა), ახლა ყოველდღე უყურებს ტელეეკრანიდან, დიდ, მღვრიე ტალღებად რომ გადმოჩქეფს თმაჭაღარა მოხუცებზე, გოგონებსა და მცირეწლოვან ყრმებზე. გეგონებათ, ტელევიზორმა თავის ბადეში ბურთივით გაახვია დედამიწა. მან მთების მწვერვალებამდე მიაღწია, ტუნდრასა და ტაიგაში შეიჭრა, თითოეულ სახლში მასპინძელივით შეაბიჯა.

ტელევიზორი აღვივებს ადამიანის ყველაზე ქვენა ვნებებს; თითქოსდა ზნეობრივად მისაღებ დადგმებშიც კი ჩართულია სექსუალური სცენები (შესაძლოა იმიტომ, რომ ეშინიათ, მაყურებელი არ დააძინოს მორალის გადაჭარბებულმა კითხვამ), რომლებიც ზოგჯერ მთელი გადაცემის ძირითად შინაარსს ქმნიან. ტელევიზორის ჩართვით ადამიანი საკუთარ თავს ნებაყოფლობით აქცევს სულიერი სიბინძურის გარემოში.

ამბობენ, რომ თავად დემონებს სიძვის ჩადენა არ შეუძლიათ, სამაგიეროდ მკვიდრობენ ისეთი ადგილების ახლოს, სადაც სხვები ამაზრზენ ცოდვას სჩადიან და ძველი მწერლების გამონათქვამის არ იყოს, "სიძვისა და სისხლის სიმყრალის ყნოსვით" შინაგანად ტკბებიან.

ტელე და ვიდეოფილმების მაყურებლებიც ასევე იკვებებიან "სექსის მედიტაციით" და ამავდროულად, სინდისის ქენჯნის გარეშე მიაჩნიათ თავიანთი თავი წესიერ ადამიანებად. ისინი შეურაცხყოფად მიიღებდნენ და აღშფოთდებოდნენ, ვინმეს რომ მათთვის ეწოდებინა სულიერად გარყვნილნი და მემრუშენი.

ზოგნი ამბობენ, რომ სრულიად უვნებოდ უყურებენ ეროტიკულ ფილმებს. ეს თავის მოტყუებაა. ისინი რომ უვნებონი იყვნენ, ამისთანა სახილველზე დროსაც აღარ დაკარგავდნენ. სწორედ ვნებებით დატყვევებული მათი სული ეჯაჭვება ტელევიზორს და თუ ეს ადამიანები შემთხვევით მათთვის ჩვეულ "დოპინგს" ვერ მიიღებენ, ეკრანს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით შორდებიან.

ძველად ეკლესია მემრუშეებს მრავალი წლით განაყენებდა ზიარებისგან, რადგან ამ ცოდვის მყრალი შხამით იჟღინთება სულისა და ხორცის ფორები; საჭიროა დიდი დრო, რომ ადამიანი განიწმინდოს, გამოფხიზლდეს, ფეხზე წამოდგეს, როგორც მძიმე სენისგან განკურნებული.

მემრუშე სულიერად მკვდარია, სანამ გულწრფელად არ შეინანებს და ეპიტიმიას არ შეასრულებს. ეროტიკული გადაცემების ყურების შემდგომ ეკლესიაში მოსული კაცი ჰგავს პანაშვიდის გადასახდელად შემოსვენებულ მიცვალებულს – თუმცა ტაძარში დგას, მაგრამ იქ არ არის; არის მისი სხეული – კუბო, სული კი ყრუა და ბრმა; გვამადქცეული ვეღარ გრძნობს მადლს და არ შეუძლია გულწრფელად ლოცვა.

სინანულში იგულისხმება ნებაყოფლობითი სურვილი და მზაობა, აღარ ჩაიდინო ცოდვა, ბევრი ადამიანი კი ეკლესიიდან სახლში დაბრუნებისას (ზიარების მიღების შემდგომაც კი) ჩვეულებრივ საათობით ატარებს დროს ტელევიზორთან. იგი არა მხოლოდ სულიერად არის გამოფიტული, მასში თანდათანობით კვდება წრფელი სინანულის უნარი, ანუ შესაძლებლობა დაკარგული მადლის დაბრუნებისა.

"ბოროტების კიდევ ერთი ინექცია", რასაც ადამიანი ტელევიზორიდან იღებს და ეჩვევა – ეს არის სერიები მკვლელობებსა და ძალადობებზე.

ძველ რომში ათასობით მაყურებელს იზიდავდა გლადიატორების ბრძოლა ცირკში, ადამიანების შერკინება მხეცებთან და სხვა ასეთი "გასართობები". რომაელთა ბრბოების დევიზი იყო: "პური და სანახაობა", თითქოს ამ სიტყვებით გამოიხატებოდა მთელი მათი ცხოვრება. ყველაზე თავშესაქცევ სანახაობად ამ ბრბოს სისხლისღვრა და სიკვდილის აგონია მიაჩნდა.

ტელევიზორი ადამიანებს აქცევს სადისტებად, რომლებიც მშვიდად და ფარული სიამოვნებით შეჰყურებენ მკვლელობათა სცენებს. მათ რომ ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა ჰქონდეთ შერჩენილი, შეძრწუნებულნი შეაქცევდნენ ზურგს ამ საშინელებას. ტელევიზორმა დანაშაული და სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად აქცია. აბა, ვინმემ გაბედოს და თქვას, რომ ეშინია ძალადობისა და მკვლელობის სცენების ყურებისა და ეზიზღება ისინი – მას ისტერიულ და ნერვებაშლილ ადამიანად ჩათვლიან. თუ ადამიანი იტყვის, რომ ქრისტიანისთვის უღირს საქციელად მიაჩნია სექსუალური სურათების ნახვა, მას დაუფარავად გამოუცხადებენ, რომ არის თვალთმაქცი და აქვს ძველი, დრომოჭმული შეხედულებები.

სულს აქვს სამი ნიჭი: გონება, გრძნობა და ნება. ტელევიზორთან განუყრელი ურთიერთობის გამო ადამიანის ნება სუსტდება (ასე ემართებათ მათაც, ვინც ხშირად იტარებს ჰიპნოზის სეანსებს); გრძნობა ჩლუნგდება და ითხოვს ახალ მძაფრ შეგრძნებებს – "დოპინგს", ხოლო გონება ემონება ერთიმეორის შემცვლელ სურათებს, რომლებიც აიძულებენ, იცხოვროს რაღაც ფანტასტიურ, დაუსრულებელი წარმოსახვებით გაჯერებულ სამყაროში.

გონებას აქვს ორი ძალა: ხატოვანი და სიტყვიერი აზროვნება. მეტისმეტად უხვი, უმართავი ინფორმაცია განავითარებს უმდაბლეს, მექანიკურ მეხსიერებას, სამაგიეროდ თრგუნავს შემოქმედებით ძალასა და ენერგიას. ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ და უხვად იღებს საკვებს, გადაიქცევა ცხიმის უფორმო გროვად; მას უჭირს მოძრაობა და სუნთქვა, საკუთარი სიმძიმის გამო ფეხებს ძლივს ადგამს. მეტისმეტად ბევრი, უმართავი ინფორმაცია ქრონიკულ გაძღომას ჰგავს, რომლის დროსაც კუნთები ქონად გადაგვარდება, გონება სხვათა აზრებისა და იდეების დუნე და პასიური მომხმარებელი ხდება. ტელევიზორის ეკრანზე ნანახი სურათები ტრიალებს მის ქვეცნობიერებაში, ამოტივტივდება მეხსიერებაში, გაიელვებს სიზმრებში, როგორც მოლანდებები...

აზროვნება ზედაპირული ხდება, ენა – ლაყბობას იწყებს. ფსიქიკის დამცავი ძალები იფიტება, რადგან აღარ შეუძლიათ მოზღვავებულ შთაბეჭდილებებთან გამკლავება.

სადღაა მდუმარების, გულით ლოცვის ადგილი?! ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ ხედავს, ის თითქოს ცხოვრობს არა სახლში, არამედ თეატრში, სადაც წარმოდგენები განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

წმინდა მამები ამბობენ, რომ არსებობს გონებრივი მოღვაწეობის სამი სახე: შინაგანი, მდუმარე ლოცვით ნაშობი ჭვრეტა, განსჯა და წარმოსახვა. ამასთან ეს უკანასკნელი აზროვნების უდაბლესი სახეა, რადგან გრძნობად ვნებებსა და ფანტაზიებს უკავშირდება.

წმინდა მამებმა მცნებად დაგვიდეს, ვილოცოთ, მივმართოთ მსჯელობას (ამასთან ვიცოდეთ მისი ზომა და საზღვრები), როდესაც ეს პრაქტიკულად გვჭირდება და ვებრძოლოთ წარმოსახვას, როგორც პირად მეტოქეს.

ტელევიზორი კი ხელს უწყობს საპირისპიროს: ადამიანს უვითარებს წარმოსახვას, თრგუნავს მისი გონების შემოქმედებით ძალას და აკარგვინებს ლოცვის უნარს.

ადამიანი, რომელიც დროს ტელევიზორთან ატარებს, ჰგავს ღორმუცელასა და ლოთს, რომელიც ყველაფერს განურჩევლად, დაუღეჭავადაც კი ნთქავს, ამასთან ჰგონია, რომ ყველა საეკლესიო განაწესის დაცვით მარხულობს.

 

გადმოღებულია წიგნიდან – "სიტყვა ნუგეშინისცემისა"; შემდგენელი და გამომცემელი – დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე.

 

ამავე თემაზე:

არქიმანდრიტი ეფრემი, ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი – ტელევიზიისა და სულიერი ცხოვრების შესახებ

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა