martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ღირსი გერასიმე

 ხს. 4 მარტს

 

  

მრავალი წლის წინ ცხოვრობდა ერთი ბერი, სახელად გერასიმე. მან მთელი ცხოვრება ლოცვაში, მარხვასა და შრომაში გაატარა და სიცოცხლის ბოლოს დიდ სიწმინდეს მიაღწია. ბერს ებრალებოდა ცხოველები, ადამიანებისადმი მოწყალე იყო, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მეტად ღმერთი უყვარდა.

 

ღმერთის ხსოვნა გულში ყოველთვის რომ ჰქონოდა, ღირსმა გერასიმემ პალესტინის იმ შორეულ მიწაზე დასახლება გადაწყვიტა, რომელზეც ოდესღაც უფალმა იესო ქრისტემ თავისი ყოვლადწმიდა ფეხი დადგა. მან დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი მცირე აზიაში და იერუსალიმის შორიახლო, მდინარე იორდანეს გაღმა, უდაბნოში დასახლდა.

 

დღისით უდაბნო მშრალი და ცხელი იყო, მზეზე გახურებული ქვიშა ოქროსფრად ელავდა, ღამით კი სიგრილე ეშვებოდა და მძინარე დედამიწის თავზე კაშკაშა, მსხვილი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ.

 

უდაბნო წყნარი და უდაბური იყო. იშვიათად საქონლით დატვირთული აქლემების ქარავანი თუ ჩაივლიდა ან ნადავლს დადევნებული ტურა და ლომი გაირბენდა. გერასიმემ უდაბნოში პატარა სენაკი აიშენა და იქ დღედაღამ შრომობდა, პალმის ტოტებისაგან გასაყიდად კალათებს წნავდა, ღამით კი მარტო, სიჩუმეში ღვთისადმი ლოცულობდა.

 

მალე იმ მხარეში მისი წმინდა ცხოვრების შესახებ ხმები გავრცელდა. შორიდან სხვა ბერები მოდიოდნენ, რათა მასთან ერთად ეცხოვრათ, ელოცათ და ეშრომათ. ამგვარად, ბერის გარშემო ასამდე მონაზონი შეიკრიბა. გერასიმემ მათთვის მთაზე, უდაბნოს შუაგულში, მდინარე იორდანეს შორიახლო, მონასტერი ააგო. ბერები კალათებს წნავდნენ და იერუსალიმში გასაყიდად მიჰქონდათ. გერასიმემ მათ სახედარი უყიდა, რომლითაც ხელკასრებით იორდანედან წყალი მოჰქონდათ. მალე მონასტერში ადგილი აღარ დარჩა და ბერებმა გერასიმეს მიბაძვით სენაკების დადგმა შუა უდაბნოში დაიწყეს.

 

კვირაობით წირვაზე ყველანი ეზიარებოდნენ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს, ბერის საუბრით ტკბებოდნენ და ტრაპეზს იყოფდნენ. ტრაპეზის შემდეგ ერთი კვირის სამყოფ წყალს, ცოტაოდენ პურს იღებდნენ და სარწმუნოებრივი ღვაწლის, შრომისა და ლოცვისათვის თავიანთ სენაკებს უბრუნდებოდნენ. ძმები ცხოვრობდნენ მეგობრულად, სიყვარულით, თანხმობით და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის ბერისაგან მაგალითს იღებდნენ. ბერი კი ღვთის სიყვარულში სულ უფრო იზრდებოდა და მტკიცდებოდა და ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ მისგან არა მხოლოდ ადამიანები სწავლობდნენ მუყაითობას, სიყვარულსა და მოთმინებას, არამედ ცხოველებიც ემორჩილებოდნენ, როგორც ერთ დროს ადამს – ღვთის მიერ შექმნილ სამოთხეში.

 

ერთხელ გერასიმე იორდანეს უდაბნოში მიდიოდა და დაინახა: მის წინ გახურებულ ქვიშაზე ვეება ლომი გაჭიმული იწვა. დააკვირდა ბერი, მხეცთან ახლოს მივიდა, ის კი არ იძვროდა, ნაღვლიანად უყურებდა გერასიმეს, წინა თათი გაჭირვებით აწია და ბერს გაუწოდა, თითქოსდა რაღაცას ემუდარებოდა. გერასიმემ ლომის თათი ყურადღებით დაათვალიერა და შენიშნა, რომ დიდი ეკალი შერჭობოდა, თათი გასიებული და დაჩირქებული ჰქონდა. ბერმა ლომს ჭრილობა გაუსუფთავა, ეკალი ამოაძრო, თათი ტილოს ნაჭრით შეუხვია. ის კი მშვიდად უყურებდა გერასიმეს და, რადგან გრძნობების გამოხატვა სიტყვებით არ შეეძლო, მადლობის ნიშნად ხელებს ულოკავდა. ამის შემდეგ ლომს ბერი აღარ მიუტოვებია, მისი ხელიდან ჭამდა და ერთგული მოწაფესავით უკან დაჰყვებოდა. ირგვლივ ყველას უკვირდა მხეცის მადლიერება.

 

– დაე, ისიც ჩვენს ძმობაში იყოს, – გადაწყვიტა გერასიმემ, დაე, მანაც ჩვენთან ერთად იტვირთოს მონასტრული მორჩილება.

 

და ბერმა ლომს ვირის დარაჯობა დაავალა, რომელსაც წყალი დაჰქონდა იორდანედან. როცა ვირი ნაპირზე ძოვდა, ლომს მისთვის უნდა ედარაჯა. ლომი მოთმინებით და მშვიდად ასრულებდა თავის მორჩილებას, მაგრამ ერთხელ, შემთხვევით მას მოშორდა და მზით გათანგულს შორიახლო ჩაეძინა. ამ დროს არაბეთიდან აქლემების ქარავანი მოდიოდა. საქონლის გადამრეკებმა ვირი დაინახეს და წაიყვანეს. თავჩაქინდრული, დამნაშავე ლომი სავანეში მარტო მივიდა.

 

– ვირი სადღაა? – ჰკითხა ბერმა.

 

ლომმა თითქოს პატიებას ითხოვსო, კიდევ უფრო ჩაქინდრა თავი. ბერმა იფიქრა, რომ ვირი ლომმა შეჭამა და მკაცრად თქვა:

 

– რახან ვირი აღარ გვყავს, რასაც ის აკეთებდა, შენ გააკეთებ სავანისთვის.

 

ამის შემდეგ ხელკასრებს ლომს ჰკიდებდნენ და წყლის მოსატანად იორდანეზე გზავნიდნენ. ლომი მორჩილებით ასრულებდა ამ სამუშაოს და თავის ახალ მორჩილებას უდრტვინველად ასრულებდა.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ ვირის წამყვანმა არაბმა ვაჭარმა ისევ ჩაიარა საქონლით დატვირთული აქლემების ქარავნით, მათთან ერთად იყო ვირიც. იორდანეს ნაპირზე შემთხვევით ლომი შემოხვდათ, რომელმაც დაინახა თუ არა სახედარი, მაშინვე იცნო და მივარდა. ვაჭარი და მისი თანამგზავრები შიშით სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. ლომმა კი ვირს საყელურში პირი ჩაავლო, როგორც ამას ადრე აკეთებდა და ერთმანეთთან მიბმულ აქლემებთან ერთად ბერთან სავანეში მიიყვანა. ლომი ვირის პოვნით გამოწვეულ სიხარულს ხმამაღალი ღრიალითა და ბრდღვინვით გამოხატავდა.

 

როცა ბერმა დაინახა, როგორ მოჰყავდა ლომს ვირი და დატვირთული აქლემების ქარავანი, ამ სანახაობით გაკვირვებულ ძმებს უთხრა:

 

– ლომს ამაოდ ვკიცხავდით, გვეგონა, რომ ჩვენი ვირი შეჭამა. ის უდანაშაულოდ დაისაჯა. მხეცი უენოა, მაგრამ ადამიანებს მორჩილების მაგალითს აძლევს.

 

ამის შემდეგ ბერი გერასიმე და ლომი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ისე იცხოვრა ლომმა ხუთი წელი, რომ მონასტერს არ მოშორებია.

 

გერასიმე რომ გარდაიცვალა და ძმებმა მონასტრის ეკლესიის ახლოს დაკრძალეს, ლომი იქ არ იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და გერასიმეს ძებნა დაუწყო. მონაზვნებმა დაინახეს ლომი და უთხრეს:

 

– აღარ არის ჩვენი ბერი, უფალთან წავიდა!

 

ბერებმა ლომს საჭმელი მისცეს, რათა ამით მაინც ენუგეშებინათ. ლომმა საჭმელი არ შეჭამა, მხოლოდ აქეთ-იქით იყურებოდა და დარდიანად ბრდღვინავდა. ბერები მას ზურგზე ეფერებოდნენ და იმეორებდნენ:

 

– აღარ გვყავს ბერი, ობლად დაგვტოვა.

 

ლომი სულ უფრო ნაღვლიანდებოდა, სულ უფრო ხმამაღლა ღრიალებდა, სწორედ რომ ტიროდა. მაშინ ძმობიდან უფროსმა უთხრა:

 

– შენ არ გჯერა, რომ ბერი ჩვენგან წავიდა. წამოდი ჩვენთან ერთად და იმ ადგილს გაჩვენებთ, სადაც ის ახლა წევს.

 

მივიდნენ ლომთან ერთად საფლავთან. ბერებმა მუხლი მოიდრიკეს და ატირდნენ, რადგან გერასიმე ძლიერ უყვარდათ და მისი სიკვდილის გამო წუხდნენ. ლომმა მათი ტირილი გაიგონა და გაბმით დაიღრიალა. შემდეგ საფლავზე დაწვა, უკანასკნელი ბრდღვინვა ამოუშვა და მოკვდა.

 

ბერებს ამის გამო გული დასწყდათ და აღარ იცოდნენ, რა უფრო მეტად გაჰკვირვებოდათ: ბერის მართალი ცხოვრება და მისი გარდაცვალება, თუ მხეცის კეთილშობილება და ერთგულება. ლომმა თავისუფალი ცხოვრება უღელზე გაცვალა, უდაბნოს სივრცეები – ბერის საძმოზე, მისთვის ცხოვრობდა და შრომობდა, თავისი სიცოცხლეც მის კუბოსთან მიიტანა. ადიდეს მონაზვნებმა ღმერთი, რომელმაც მათ თავისი სიყვარულის საკვირველი საიდუმლო გაუმხილა, სიყვარულისა, რომელშიც ადამიანი, მხეცი და მთელი ბუნება ერთიან კავშირშია.

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა