martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ლიტურგია ანუ წირვა. სიტყვა "ლიტურგია" ბერძნულად "საერთო მსახურებას" ნიშნავს. ქრისტეს ეკლესიაში ლიტურგია ეწოდება ღმრთისმსახურებას, რომელზეც აღესრულება წმიდა ზიარების საიდუმლო. ქართული სახელწოდება, "წირვა", მომდინარეობს იქიდან, რომ ლიტურგიაზე აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა. ლიტურგია არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყველა დანარჩენი ყოველდღიური ღმრთისმსახურება ფაქტიურად მომზადებაა წირვისათვის. მღვდელმსახურები, რომლებიც წირვას აღასრულებენ, სრული შესამოსლით იმოსებიან (თითოეული სამღვდელო ხარისხისათვის განსაკუთრებული შესამოსლით). ლიტურგიაზე მორწმუნეები ეზიარებიან (ვისაც აქვს კურთხევა). ლიტურგია შედგება სამი ნაწილისაგან: კვეთის, კათაკმეველთა ლიტურგიისა და მართალთა ლიტურგიისაგან. კვეთის დროს მზადდება პური და ღვინო წმიდა ხორცისა და სისხლის საიდუმლოსათვის. მლოცველი ერისათვის ამ დროს იკითხება ჟამნები (შეიძლება კვეთა ცისკრის ლოცვის დროსაც შესრულდეს). კათაკმეველთა ლიტურგიაზე, რომელზედაც კათაკმეველებსაც აქვთ დასწრების უფლება, მონათლული მორწმუნეები ემზადებიან საიდუმლოსათვის; ხოლო მართალთა ლიტურგიაზე თავად წმიდა საიდუმლო სრულდება; მასზე კათაკმეველებს აღარ შეუძლიათ დასწრება. წირვის ასეთი შემადგენლობა და მიმდევრობა უძველესი დროიდან მოდის. წმიდა ბასილი დიდმა და შემდეგ წმიდა იოანე ოქროპირმა  საჭიროებიდან გამომდინარე შეამოკლეს მანამდე არსებული, მოციქულთა მიერ შედგენილი წირვის წესი. დღევანდელ დღეს სრულდება: წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგიები. პირველი ორი მხოლოდ ხანგრძლივობით განსხვავდება და არა შედგენილობით, რადგან ოქროპირის წირვა არის მხოლოდ ბასილი დიდის წირვის შემოკლებული ვარიანტი. წმიდა გრიგორის ლიტურგია კი არ არის სრული, რადგან მასზე უსისხლო მსხვერპლშეწირვა არ აღესრულება, არამედ მხოლოდ ხდება ზიარება იმ წმიდა ნაწილებით, რომლებიც უკვე იკურთხა ბასილი დიდისა თუ ოქროპირის წირვებზე (ე.ი. წმიდა ძღვენი "პირველად" ანუ წინდაწინ ნაკურთხია და აქედან მოდის წმიდა გრიგოლის წირვის მეორე სახელწოდება – პირველშეწირულისა). წმიდა გრიგოლი დიოლოღოსის ლიტურგია ფაქტიურად არის მწუხრის ლოცვა შეერთებული ზიარებასთან. სამივე წირვა წელიწადის განსაზღვრულ დროს სრულდება. წმიდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში 10-ჯერ: წმ. ბასილი დიდის დღესასწაულზე (ძვ.სტ. 1 იანვარს); შობისა და ნათლისღების დღესასწაულების მწუხრზე, ანუ ძვ.სტ. 24 დეკემბერს და 5 იანვარს, ხოლო თუ ამ დღესასწაულების მწუხრი დაემთხვევა შაბათს ან კვირას, მაშინ ბასილი დიდის წირვა აღსრულდება დილით – 25 დეკემბერს და 6 იანვარს (ახ.სტ. 7 და 19 იანვარს); დიდმარხვის პირველ ხუთ კვირა დღეს, ვნების შვიდეულის ხუთშაბათსა და შაბათს. წმიდა გრიგორი დიოლოღოსის ლიტურგია სრულდება მხოლოდ დიდმარხვაში, პირველი ექვსი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს, ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს და ზოგიერთ დღესასწაულზე, რომელიც დიდმარხვის შუაკვირებში დაემთხვევა. წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია წელიწადის დანარჩენ პერიოდში სრულდება. არის დღეები, როდესაც წირვა არ სრულდება, ესენია: როდესაც ქრისტეს შობა და ნათლისღება კვირა დღეს ან ორშაბათს ემთხვევა, წინა პარასკევს წირვა არ სრულდება; ასევე ყველიერის ოთხშაბათსა და პარასკევს; დიდმარხვის პირველი ექვსი კვირის ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს (გარდა მე-5 კვირის ხუთშაბათისა), დიდ პარასკევს. თუმცა საეკლესიო ტიპიკონით გათვალისწინებულია შემთხვევები, როდესაც ამ დღეებშიც სრულდება წირვა. მაგალითად, როდესაც ხარების დღესასწაული დიდ პარასკევს ემთხვევა, ლიტურგია სრულდება; ასევე – მირქმის დღესასწაული თუ ყველიერის ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა. და ბოლოს, ორი შენიშვნა: ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ტრაპეზზე აღესრულება მხოლოდ ერთი ლიტურგია; ასევე, მღვდელმსახურსაც დღეში მხოლოდ ერთ წირვის აღსრულება შეუძლია.

მომიხსენენი ეწოდება დასდებლებს, რომლებიც ლიტურგიაზე მესამე კვერექსის შემდეგ, მცირე შესვლის წინ იკითხება (ან იგალობება). მომიხსენენი იკითხება იმ კვირა ან სხვა დღეებში, როდესაც განწესებულია სადილის ჟამნის ანტიფონები. სახელწოდება – "მომიხსენენი" – მომდინარეობს იქიდან, რომ ეს მუხლები იკითხება სახარების ნეტარებების მუხლებს შორის; ტაძარში კი ნეტარებების გალობა იწყება კეთილგონიერი ავაზაკის სიტყვებით: "სასუფეველსა შენსა მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". ყველა კვირა დღის მომიხსენენი არის პარაკლიტონში (რვა ხმათა). სხვა დღესასწაულებზე კი იკითხება სადღესასწაულო საცისკრო კანონის მესამე და მეექვსე გალობების ტროპარები.

მოხედენ – ნიშნავს ყურადღება გავამახვილოთ, მოვუსმინოთ. ასეთი მოწოდება ღმრთისმსახურების დროს ისმის მაშინ, როდესაც ტაძარში მყოფმა მლოცველებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ საღმრთო სწავლების მოსასმენად, მიმდინარე საკითხავისა თუ მღვდელმოქმედების გასააზრებლად. ამიტომ "მოხედენ"-ს დიაკონი წარმოთქვამს საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს კითხვის წინ; მღვდელი – სახარების კითხვის წინ. ამითი მღვდელმსახურები მორწმუნეებს მოუწოდებენ მოუსმინონ საღმრთო სიტყვას, რომელიც გადმოცემულია საკითხავებში; განსაკუთრებული გულმოდგინება რომ გამოიჩინოს ხალხმა, ამისათვის უმატებენ სხვა სიტყვასაც: "სიბრძნით". ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დავუკვირდეთ და გავიაზროთ ჩვენთვის გადმოცემული საღმრთო სიბრძნე. ამ მნიშვნელობით წარმოითქმის "მოხედენ" წარდგომების წინ. წარდგომაში მოკლედაა გადმოცემული აღსანიშნი დღესასწაულის შინაარსი და ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ წარდგომა ჩვეულებრივ მოკლეა ხოლმე და თუ ყურადღებას არ გავამახვილებთ, შეიძლება გამოგვრჩეს კიდევაც. ლიტურგიის დროს დიაკონი წარმოთქვამს "მოხედენ", სანამ მღვდელი აღამაღლებს წმიდა ტარიგს და იტყვის "წმიდაა წმიდათა"; ასევე – სარწმუნოების სიმბოლოს კითხვის წინ. ნათლისღების საიდუმლოს მსახურებაში მღვდელი წყალს სამგზის ჯვრის სახედ სცხებს ნაკურთხ ზეთს და თითოეული ცხების დროს წარმოთქვამს: "მოხედენ", გუნდი (ან მედავითნე) კი გალობს: "ალილუია". ასევე "მოხედენ" წარმოითქმის მაშინ, როდესაც წმიდა მირონით იკურთხება ტაძარი და წმიდა ტრაპეზი. ამ ყველა შემთხვევაში მორწმუნეებს ევალებათ ყურადღება მოიკრიბონ და კრძალულება გამოიჩინონ მღვდელმოქმედებისადმი.

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა