martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. მამები მსახიობობისა და სანახაობების შესახებ

 

„ორგული (თვალთმაქცი) ის არის, ვინც სანახაობაზე უცხო სახეს იმოსავს; მონაა და ხშირად ბატონის სახეს იღებს, გლახაკია და თავს მეფედ წარმოაჩენს. ამის მსგავსად, ამ ქვეყანაზეც მრავალნი, როგორც თეატრში, თამაშობენ თავის ცხოვრებას, გულში ერთს ატარებენ და ხალხის წინაშე სხვას წარმოადგენენ“. (წმ. ბასილი დიდი)

 

„განეშორე გაქნილ და მრავალსახოვან ზნეს. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, გულწრფელობისა და უბრალოებისკენ“. (წმ. ბასილი დიდი)

 

„ვეცადოთ, ძმანო, ლიტონობას, სიწრფოებას და უმანკოებას, რაცა ვართ ისე გამოვჩნდეთ, ე.ი. ბუნებით რაცა ვართ, ისე ვიყოთ ყოველთა მიმართ“. (წმ. ალექსი შუშანია)

 

„უნდა განვეშოროთ არა მარტო სატანას, არამედ ყველა მისეულ საცდურს: თეატრს, ცირკს, დღეთა ცრურწმენით დაკვირვებას, თილისმებს და მსგავს სისაძაგლეებს, რომელთაც უნდა განეშორებოდეს ადამიანი, რომელმაც შეიწყნარა იესო ქრისტეს მოძღვრება“. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

„ჩვენი საქმე არ არის მუდმივად ვიცინოთ, გავერთოთ და მხიარულად ვიცხოვროთ; ეს მსახიობების, სამარცხვინო ყოფაქცევის ქალების, ამ საქმით დაკავებულების – მუქთახორების, პირმოთნეების საქმეა; ეს არ ახასიათებს ზეცად მოწოდებულთ, ზეციურ ქალაქში ჩაწერილთ, სულიერი საჭურველით შეჭურვილთ, არამედ მათ ახასიათებს, ვინც თავი ეშმაკს მიუძღვნა. ეს მან, თვით მან გამოიგონა ამგვარი ხელოვნება, რომ მიიზიდოს ქრისტეს მხედრები და სულიერი ძალა დაუსუსტოს. ამისთვის ააშენა მან ქალაქებში თეატრები და განსწავლა რა მასხარები, ამ წყლულით სწყლავს მთელ ქალაქს. რისგან გაქცევაც პავლემ გვიბრძანა (ეფეს. 5,4) – ვგულისხმობ ამაოდმეტყველებასა და მასხრობას, – იმის სიყვარულს გვთავაზობს ეშმაკი“. (წმ. იოანე ოქროპირი)

 

„თეატრი სრულიად არაქრისტიანული რამ არის და გონიერია კაცი, ვინც იქ არ დადის“. (წმ. თეოფანე დაყუდებული)

 

„ცოტაღა დაგვრჩენია. მოვა ჟამი, უფლის წინაშე წარვდგებით, და რას ვეტყვით? რომ ვიცით ცეკვა, ფრანგულად ლაპარაკი, კარგად ვაფასებთ თეატრალურ პიესებს? – ჰოი უბედურება! მაშინ აქეთ-იქით მივაწყდებით, მაგრამ გვიან იქნება... მოგვეც, უფალო, წუთი, მოგვეც წუთი... შევინანოთ...“.(წმ. თეოფანე დაყუდებული)

 

„განა ეს (თეატრი) ზნეობის სკოლაა? პირიქით, ეს უზნეობის სკოლაა, რომელსაც შეუძლია მოაკვდინოს ადამიანის სულში კეთილი ზნეობის უკანასკნელი ნარჩენები, თუკი არის ეს მასში. ამიტომაც გამოჩნდნენ თქვენი N-ის მსგავსი ადამიანები – მოკამათენი, ჯიუტნი, გაღიზიანებულნი – რომ ზნეობას თეატრებში სწავლობენ“. (წმ. ამბროსი ოპტინელი)

 

„თეატრი ადუნებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ანადგურებს მას, ქრისტიანთა ცხოვრებას წარმართული ცხოვრების ხასიათს აძლევს. „მიერულა ყოველთა და დაიძინეს“ (მათ. 25,5). ამ დამღუპველ ძილს თეატრიც იწვევს  ადამიანებში… თაეატრი ამასოფლისა და მისი თავადის – ეშმაკის სკოლაა; ის კი ზოგჯერ „იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“ (2 კორ. 11,14), რათა იოლად აცდუნოს წინდაუხედავნი. ზოგჯერ ჩაურთავს ერთი შეხედვით ზნეობრივ პიესასაც, რომ ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ თეატრის შესახებ, რომ დიდად დამმოძღვრავია ზნეობაში და ღირს იქ სიარული არანაკლებ ეკლესიაში სიარულისა, და შეიძლება უფრო ხშირადაც, რადგან ეკლესიაში სულ ერთი და იგივეა, თატრში კი პიესების, დეკორაციების, კოსტუმების, პერსონაჟების მრავალფეროვნებაა“. (წმ. იოანე კრონშტადტელი")

 

„რა ზიანი მოაქვთ ე.წ. „უწყინარ სანახაობებს“? ა) ისინი ადამიანს ძვირფას დროს პარავენ. მთელი ცხოვრება არ კმარა იმისთვის, რომ განვიწმინდოთ ცოდვებისაგან და სათნოებებით გავმდიდრდეთ. მრავალი მოღვაწე სიკვდილის წინ ამბობდა, რომ მათ „ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული ცხონების საქმე“. რაღას მოასწრებს ის, ვინც მიჩვეულია თავისუფალი დრო „მოკლას“ თეატრებში, კლუბებში, ცირკში ან ბანქოს თამაშში? რით წარსდეგებიან ღვთის სამსჯავროზე ისინი, ვინც მთელი ცხოვრება იცინოდა და მხიარულობდა? ბ) სანახაობები ადამიანს აჩვევს უქმობას. ვინც სანახაობების მაცდუნებელ სიტკბოებას იგემებს, მას აღარ სურს მიუბრუნდეს ლოცვისა და ღვაწლის მძიმე შრომას. გამოცდილებით ცნობილია, რომ თეატრის შემდეგ გონებას უძნელდება ლოცვა. გ) სანახაობები ადამიანს ძლიერ შეგრძნებებს აჩვევს. ვინც დადის თეატრებში და უყურებს სხვადასხვაგვარ პიესებსა და სურათებს, საკუთარი მშვიდი ოჯახური ცხოვრების მიმართ გულგრილი ხდება, მას უკვე ცხოვრების მძაფრი, მშფოთვარე მორევი იზიდავს, მშვიდი გარემო ამძიმებს“. (მღვდელმოწამე არკადი ოსტალსკი)

 

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა