martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

როგორ მრავლდებიან ეკუმენისტები

ყოფილი სემინარიელის, იეროდიაკონ ვლადიმერ მორევის ღია წერილი

 

მე დავამთავრე ერთ-ერთი პროვინციის სემინარია. როდესაც ამხანაგებთან ერთად პირველ კურსზე ჩავირიცხეთ, ყველანი მართლმადიდებლები ვიყავით, ეკლესიური ხალხი, მხოლოდ რამოდენიმე იყო „შემოფრენილი“, რომლებსაც შეეშალათ სასწავლო დაწესებულების არჩევა. სწავლის პირველივე დღეებიდან ყველა არასასიამოვნოდ გაგვაკვირვა ქსენძივით შეკრეჭილმა პედაგოგმა, რომელსაც მაისური და სპორტული შარვალი ეცვა. შემდეგ შევიტყვეთ, რომ ის იყო მღვდელმონაზონი და ინსპექტორის თანაშემწე. იმ სტუდენტებმაც შეგვაშფოთეს, ვისაც პირველი კურსი უკვე დამთავრებული ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი ღიად გამოთქვამდა ეკუმენისტურ და ლათინო-პაპისტურ ცდომილებებს, ეწეოდნენ და იგინებოდნენ. ჩვენ, ახალბედები, ვეპაექრებოდით მათ და აღშფოთებას გამოვხატავდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ „ყვავილები“ იყო, „ნაყოფი“ კი მომავალში გველოდა.

მეორე კურსზე უფრო გაძნელდა. ზოგიერთ საგანს გვიკითხავდნენ მღვდელმონაზვნები, რომელთაც მოსკოვის (ანუ სერგიევ-პოსადის, ზაგორსკის) სას. აკადემია ჰქონდათ დამთავრებული, ყველა მათგანი შეკრეჭილი იყო და ყველანი დაუფარავი სიმპათიით საუბრობდნენ კათოლიციზმზე და ეკუმენიზმზე. ზოგი მათგანი კათოლიკური სახელმძღვანელოებითა და წიგნებით გვასწავლიდა, გვაიძულებდნენ ზეპირად გვესწავლა მწვალებლური შინაარსის დიდი მონაკვეთები.

მეორე კურსზე ბევრი სტუდენტი გაიტაცა ეკუმენისტურმა რიტორიკამ. ყველას სურდა კარგი ნიშნები მიეღო და ღვთისმეტყველად გამოჩენილიყო. ამისთვის კი საჭირო იყო გაგემეორებინა პედაგოგების ეკუმენისტური ნააზრევი, ანდა ეკუმენისტური სახელმძღვანელოების ავტორებისა, ილარიონ ალფეევის მსგავსთა.

საბოლოოდ კლასში სამი დაჯგუფება ჩამოყალიბდა: ფილოკათოლიკები – ყველაზე მრავალრიცხოვანი, ორთოდოქსები – მართლმადიდებლური დოგმატებისა და კანონების მომხრეები, რომლებიც გაცილებით მცირედნი იყვნენ; მესამე დაჯგუფებაში ამ ორ „პოლუსს“ შორის მერყევი სტუდენტები შედიოდნენ. მეც თავს ამ მესამე ჯგუფს ვაკუთვნებდი და ვცდილობდი თვალყური მედევნებინა ორივე დაჯგუფებისთვის.

მართლმადიდებელთა დაჯგუფება ყოველწლიურად მეჩხერდებოდა. მეოთხე კურსზე ასეთი განაწილება იყო: ორი ორთოდოქსი, ექვსი ფილოკათოლიკე და დანარჩენები თორმეტნი. ორთოდოქსების საქმე მძიმედ იყო: ხშირად უხდებოდათ გაეძლოთ ზეწოლისთვის როგორც ფილოკათოლიკებისა და ზომიერი მოძმეებისგან, ასევე კათოლიკური მიმართულების პედაგოგებისგან. სტუდენტები ზემოქმედებდნენ უხეშად, ხოლო პედაგოგებს მომავალი მღვდელმსახურების სულებში ეკუმენისტური ერესისა და კათოლიციზმის შხამი შეჰქონდათ. არადა ჯერ კიდევ ღირსი ისააკ ასური ამბობდა: „ისე არაფერი განაწყობს სულს ღვთის გმობისკენ, როგორც მწვალებლური წიგნების კითხვა“.

ორთოდოქსებისადმი სიმპათიამ დამაახლოვა მათთან, მაგრამ ზოგჯერ რწმენაში დაეჭვებისა და ღვთის გმობის ბოროტი სული შემომიტევდა ხოლმე, ის სულში სხვადასხვაგვარ აზრებს მითესავდა: „იქნებ ისინი (კათოლიკურ-ეკუმენისტური მიმართულების პედაგოგები და სტუდენტები) მართლები არიან? იქნებ სინამდვილეში კათოლიკები მწვალებლები არც არიან?“ ამ ეჭვებთან ბრძოლა ზოგჯერ უფრო მძიმე იყო, ვიდრე ღია დებატები.

თანდათანობით განვმტკიცდი მართლმადიდებლობაში: ამდენი წმიდა მამა ხომ ცხადად მოწმობს, რომ კათოლიკები ერეტიკოსები არიან!

ღირსი თეოდოსი პეჩორელი წერს: „თავისი მრავალი მწვალებლობით მათ (ლათინებმა) მთელი დედამიწა წაბილწეს... არ ექნებათ მარადიული სიცოცხლე ლათინთა სარწმუნოებით მცხოვრებთ“. წმ. მარკოზ ეფესელი ასწავლის: „ჩვენ განვიშორეთ ლათინნი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მწვალებლები არიან. ამიტომაც სრულიად არასწორია მათთან გაერთიანება... ლათინნი არა მხოლოდ განხეთქილებაში მყოფნი, არამედ მწვალებლებიც არიან...“ ღირსი მაქსიმე ბერძენი ამბობს: „მე ჩემს ნაწერებში ვამხელ ლათინთა ყოველგვარ ერესს და იუდეველთა და წარმართთა ყოველგვარ გმობას“.

თუმცა, როგორც რუსული ხალხური ანდაზა ამბობს, „წყალმა ქვა გახვრიტაო“. როცა ადამიანს ყოველდღიურად ერთსა და იმავეს დაჟინებით უმეორებენ – რომ კათოლიკები მწვალებლები არ არიან, კათოლიციზმი არაა მწვალებლობა, არამედ კერძო საღვთისმეტყველო აზრი და ა.შ. – თუკი ეს ადამიანი არ ლოცულობს და წმიდა მამათა ნაწერებს არ კითხულობს, ვერ შეინარჩუნებს მართლმადიდებლობას.

ეს მონათხრობი მხოლოდ ერთ სასულიერო სასწავლებელს ეხება, რომელიც არაა ყველაზე უარესი ასეთ სასწავლებელთა შორის.

ზოგიერთ სემინარიასა და აკადემიაში უფრო მძიმე სიტუაციაა. ამ მხრივ ყველაზე არასახარბიელოდ შეიძლება დავასახელოთ სმოლენსკის სემინარია, სადაც პედაგოგებად დაშვებულნი არიან კათოლიკე პადრეები, ასევე – პეტერბურგის სემინარია და აკადემია. ერთმა ჩემმა ნაცნობმა სტუდენტმა პეტერბურგის აკადემიაში ჩააბარა, ერთი წელი ისწავლა და მართლმადიდებლობიდან ბაპტისტებში გადავიდა.

ბელგოროდის ეპარქიაში სასულიერო სასწავლებლის პედაგოგმა მღვდელმა, ვლადისლავ სოხინმა, მას შემდეგ, რაც ეკუმენისტური ლიტერატურის კითხვით მოიწამლა, მიიღო ისლამი და დღეს სტატიებს წერს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამ სტატიებში ის ერეტიკოს ავტორებს იშველიებს... იმ სემინარიის ბიბლიოთეკაში, სადაც მე ვსწავლობდი, ასეთი წიგნები თავისუფლად გაიცემოდა. ხშირად პედაგოგები ამ წიგნებს, როგორც დამხმარე ლიტერატურას, რეკომენდაციას უწევდნენ თემების მომზადებისთვის.

მოსკოვის სას. აკადემიაში, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებასთან არსებობს ე.წ. ასპირანტურა, საიდანაც სტუდენტებს სასწავლებლად აგზავნიან პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში და სხვა კათოლიკურ და პროტესტანტულ სასწავლებლებში. იქიდან დაბრუნებული ეს „ღვთისმეტყველები“ იკავებენ ხელმძღვანელ და სხვა მაღალ თანამდებობებს სასულიერო სასწავლებლებში, შემდეგ კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატშიც. აშკარა მაგალითია ეპისკოპოსი ილარიონ ალფეევი, რომელიც ორიგენეს ერესს იზიარებს იმქვეყნად ცოდვილთა ტანჯვის დროებითობის შესახებ და რომელიც წარმატებით მიიწევს ზემოთ კარიერის კიბეზე.

ცხადია, უკიდურესობა იქნებოდა სას. აკადემიებისა და სემინარიების ყველა სტუდენტისა და პედაგოგის ბრალდება ეკუმენიზმისა და ლათინო-პაპიზმისკენ მიდრეკილებაში. ამ გარემოში არიან მორწმუნე ადამიანებიც, რომლებიც მათი ძალების შესაბამისად ეწინააღმდეგებიან მწვალებლობებს... თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სასწავლებლებში „ამინდს ქმნიან“ არა ისინი, არამედ ისეთი მყვირალები, როგორიცაა მეზღაპრე პროტოდიაკონი ანდრია კურაევი... ასევე დეკანოზი ვლადისლავ ციპინი, რომელიც სერიოზული გამომეტყველებით ასწავლის, რომ ერეტიკოსებსაც აქვთ მადლი. მაგრამ ვის უფრო მეტად უნდა ვერწმუნოთ, ციპინს... თუ წმიდა ბასილი დიდს, რომელიც შავით თეთრზე წერს: „... განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სული წმიდის მადლი“ (კან. 1).

სასულიერო სკოლებში არსებულ ატმოსფეროსა და ზოგად განწყობაზე პატრიარქი კირილე მშვენივრადაა ინფორმირებული. უფრო მეტიც – თვითონ ის მრავალი წლის განმავლობაში ბეჯითად შრომობდა სწორედ ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად. იცის მან ამის შესახებ და ამიტომაც მოუწოდებს მონაზვნებს, ისწავლონ სემინარიებში, ბრალს სდებს მათ თითქოსდა უსწავლელობაში. მაგრამ რა აზრი აქვს განსწავლულობას, თუკი ამგვარი სწავლის შემდეგ ადამიანი ერეტიკოსი ხდება?

იეროდიაკონი ვლადიმერ მორევი

თარგმნილია შემოკლებით

 

უკან

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა