martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

მართლმადიდებლობის ზეიმი

 

დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს „მართლმადიდებლობის ზეიმს“. ეს ტრადიცია დასაბამს იღებს IX საუკუნიდან. როგორც ცნობილია, მეშვიდე მსოფლიო კრებამ (787 წ.) დაამტკიცა ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტება. თუმცაღა მწვალებლობა ამ კრების შემდეგაც არ ჩამქრალა და აგრძელებდა ბრძოლას საღმრთო სწავლების წინააღმდეგ. დედეოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის უარყოფა. ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი. ხატების თაყვანისცემის აღდგენის საზეიმოდ აირჩიეს დიდმარხვის პირველი კვირა. ამ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ წმიდა სოფიას ტაძარში შეკრიბა მართლმადიდებელი სამღვდელოება და კრების მონაწილენი. იქ იყო დედოფალი თეოდორა თავის ვაჟთან ერთად. ტაძარში შეკრებილნი ხალხთან ერთად ლიტანიობით – ხატებით, ანთებული სანთლებით, გალობით გაემართნენ ქალაქის შუაგულისაკენ. ამის შემდეგ აღსრულდა სადღესასწაულო წირვა. ლიტანიობისა და წირვის დროს ხატები ამაღლებულ ადგილას იყო დასვენებული. ამ დღეს მართლმადიდებლობის დღე ეწოდა. გადმოცემით „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი წმ. პატრიარქმა მეთოდემ შეადგინა.

გაზეთ „მრევლში“ დაიბეჭდა მეცამეტე საუკუნის ხელნაწერში (შიომღვიმის ტიპიკონი – H-1349), დაცული „მართლმადიდებლობის ზეიმზე“ საკითხავი ტექსტი. მისი მთარგმნელია ცნობილი საეკლესიო მოღვაწე არსენ იყალთოელი.

 

ტექსტის ფრაგმენტები

„წინაწარმეტყუელთა ვითარცა იხილეს, მოციქულთა ვითარცა ასწავეს, ეკლესიამან ვითარცა შეიწყნარა, მოძღუართა ვითარცა შჯულ-გჳდვეს, მკჳდროვანი ვითარცა თანაერთნება იქმნა, მადლი ვითარცა გამობრწყინდა, ჭეშმარიტებაჲ ვითარცა გამოჩნდა, ტყუვილი ვითარცა წარიდევნა, სიბრძნე ვითარცა კადნიერ იქმნა, ქრისტემან ვითარცა მადლიერ-მყვნა, ეგრეთ გურწამს, ეგრეთ ვმეტყუელებთ, ეგრეთ ვქადაგებთ ქრისტესა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა და წმიდათა მისთა სიტყუათა მიერ პატივ-ვსცემთ, აღმწერელობათა მიერ, მოგონებათა მიერ, მსხუერპლთა მიერ, ტაძართა მიერ, გამოხატვათა მიერ; მისნი ვიდრემე, ვითარცა ღმრთისა და მეუფისა თაყუანის-მცემელნი, ხოლო ამათნი – საზოგადოჲსა მეუფისათჳს. და ვითარცა საკუთართა მსახურთა მისთა პატივისმცემელნი და თჳსებითისა თაყუანისცემისა შემწირველნი. ესე არს სარწმუნოებაჲ მოციქულთაჲ, ესე – სარწმუნოებაჲ მამათაჲ, ესე – სარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ. ამან სარწმუნოებამან მკჳდროანი დაამტკიცა. ამათ-თანა კეთილმსახურებისა ქადაგთა ძმებრივობით და მამათმოყუარულობით, სადიდებელად და პატივად კეთილმსახურებისა, რომლისათჳს იღუაწეს მათ, განსათქუმელ ვჰყოფთ და ვიტყჳთ:

გერმანესი, ტარასისი, ნიკიფორესი და მეთოდესი, ვითარცა ჭეშმარიტთა მღდელთმთავართა ღმრთისათაჲ და მართლმადიდებლობისა წინამბრძოლთა და მასწავლელთაჲ საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ!

იგნატისი, ფოტისი, სტეფანესი, ანტონისი და ნიკოლაოსისი, წმიდათა და მართლმადიდებელთა პატრიარქთაჲ საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!].

ყოველნივე ძჳნად წმიდათა პატრიარქთა: ტარასის[ს]ა, ნიკიფორესსა და მეთოდისსა, იგნატისსა, ფოტისსა, სტეფანესსა, ანტონისსა და ნიკოლაოსისსა აღწერილნი ანუ თქუმული, შეჩუენებულ იყვნედ!

 

ყოველნივე, თჳნიერ საეკლესიოჲსა მოცემისა და მოძღურებისა და დაწესებისა წმიდათა და მარადის საჴსენებელთა მამათაჲსა შჯულდებულნი და ქმნილნი, ანუ ამისსა შემდგომად ქმნადნი, შეჩუჱნებულ იყვნედ!

სტეფანე ღირსისა მოწამისა და აღმსარებელისა ახლისაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ!

ეფთჳმისი, თეოფილესი და ემელიანესი, მარადის სადსენებელთა აღმსარებელთა და მთავარეპისკოპოსთაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ!

იოვანესი, ნიკოლაოსისი და გიორგისი, სამგზის ნეტართა აღმსარებელთა და მთავარეპისკოპოსთა და ყოველთა ერთგანზრახვათა მათთა ეპისკოპოსთაჲ, საუკუნო [იყავნ ჴსენებაჲ!].

თეოდორე, ყოვლად ღირსისა წინამძღურისა სტუდიელთაჲსაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ!

ისააკისი, საკჳრველთმოქმედისაჲ და იოანნიკისი წინაწარმეტყუელებრივისაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!].

ილარიონ, ყოვლად ღირსისა არქიმანდრიტისა და წინამძღურისა დალმატელთაჲსაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!].

თეოფანე, ყოვლად ღირსისა წინამძღურისა დიდისა აგარაკისაჲ, საუკუნო იყავნ ჴსენებაჲ!

წმიდისა დედისა ნინოჲსი, ქართლისა განმანათლებელისაჲ, საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!].

ქართველთა მონაზონებისა თავისა და წინამძღურისა, იოვანე ზედაზადნელისაჲ, საუკუნო იყავნ  [ჴსენებაჲ!].

უდაბნობსა ამის მაშენებელთა წმიდათა მამათა – შიოჲსი და ევაგრესი – საუკუნო იყავნ [ჴსენებაჲ!].

ესენი ვითარცა კურთხევანი მამათანი, მათგან ჩუენდა-მომართ ძეთა და მოშურნეთა კეთილმსახურებისა მათისათა მოიწევიან. ეგრეთვე უკუჱ და წყევანიცა – მამათმოძულეთა და სამეუფოთა მცნებათა შეურაცხისმყოფელთა ეწევიან. ვინაჲცა ზოგად ყოველნი ვითარ-იგი კეთილმსახურებისა სავსებისათჳს კურთხევასა, ეგრეთვე მათთჳს წყევასა, რომელი თგთ შეამთხჳეს მათ თავთა თჳსთა, შემოვიღებთ.

. . .

ყოველნი მწვალებელნი შეჩუჱნებულ  იყვნედ!

განკრთომილი შესაკრებელი ძჳნად პატიოსანთა ხატთა შეკრებული შეჩუჱნებულ [იყავნ!]

რომელნი მოიხუმენ საღმრთოჲსა წერილისა მიერ ძჳნად კერპთა თქუმულთა პატიოსანთა ხატთათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და წმიდათა მისთაჲსა შეჩუჱნებულ იყვნედ!

 

რომელნი თანა ეზიარებიან მეცნიერებითა მაგინებელთა და უპატივო მყოფელთა პატიოსანთა ხატთასა, შეჩუჱნებულ იყვნედ!

 

რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „ვითარცა ღმერთთა მოუჴდებიან ქრისტეანენი ხატთა“, – შეჩუჱნებულ იყვნედ!

რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ საცთურისაგან კერპთაბსა“, – შეჩუჱნებულ  იყვნედ!

 

რომელნი იტყჳან, ვითარმედ: „კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა ოდესცა“, რაჲთა ყოველი საიდუმლოჲ გარდააქცივონ და ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ გინებულ-ყონ – შეჩუჱნებულ  იყვნედ!“

 

ხელნაწერის ტექსტს რედაქცია გაუკეთა პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა

 

შენიშვნა: იგივე ტექსტი, წმ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი და განვრცობილი, შეტანილია „მცირე სჯულისკანონში“, სახელწოდებით – „ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ...“. დაიბეჭდა 1972 წელს (წიგნში „მცირე სჯულისკანონი“) გამომცემლობა „მეცნიერების“ მიერ.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა