martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

წმ. იოანე ოქროპირი და ამიანე მარცელინუსი იერუსალიმის იუდეველთა ტაძრის აღდგენის მცდელობის შესახებ

 

ის, რასაც ახლა ვიტყვი, ახალგაზრდებისთვისაც კი ცნობილია, რადგან ადრიანეს ან კონსტანტინეს დროს კი არ მოხდა, არამედ იმ მეფის დროს, რომელიც ოცი წლის წინ ცხოვრობდა, ჩვენს დროში. იულიანემ (იგულისხმება იულიანე განდგომილი – მთარგმ. შენ.), რომელიც უსჯულოებით ყველა მეფეს აღემატა, იუდეველები ჯერ კერპთმსახურებისთვის მიიწვია და საკუთარი უსჯულოებისკენ იზიდავდა, შემდეგ კი ძველი იუდაური ღვთისმსახურების აღდგენა შესთავაზა, ეუბნებოდა: თქვენი წინაპრები ხომ ასე ემსახურებოდნენ ღმერთსო. მაშინ იუდეველებმა უნებურად აღიარეს ის, რასაც ჩვენ ახლა ვამტკიცებდით, რომ მათთვის აკრძალულია მსხვერპლის შეწირვა ქალაქის (იერუსალიმის) გარეთ, და რომ საკუთარ სჯულს არღვევენ ისინი,  ვინც უცხო ქვეყანაში აღავლენს მსახურებას.

ამრიგად, ეუბნებოდნენ იულიანეს: თუ გსურს, რომ მსხვერპლშეწირვა აღვასრულოთ, დაგვიბრუნე ქალაქი, აღადგინე ტაძარი, გაგვიღე წმიდათა წმიდა, აღადგინე საკურთხეველი, და ჩვენ მსხვერპლს შევწირავთ ისევე, როგორც უწინ. და არ რცხვენოდათ უვარგისებსა და ურცხვებს, რომ ამის შესახებ უსჯულო და წარმართი მეფისთვის ეთხოვათ და მისი ბილწი ხელები მიეწვიათ თავისი სიწმინდის ასაშენებლად. ვერ გრძნობდნენ, რომ შეუძლებელ საქმეს ხელყოფდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, რომ თუკი ადამიანი იქნებოდა მათი სიწმინდის დამანგრეველი, მაშინ შეძლებდა ადამიანი მის აღდგენას, მაგრამ როცა ღმერთმა დაანგრია მათი ქალაქი, ადამიანური ძალა ვერასოდეს შეძლებს ღვთის ბრძანებით დადგენილის შეცვლას, „რამეთუ რაჲ-იგი ღმერთსა წმიდასა უზრახავს, ვინ განაქარვოს? და ხელი მისი მაღალი ვინ მოაქციოს“ (ეს. 14,27)? რასაც ღმერთი აღადგენს და ისურვებს, რომ მტკიცედ იყოს, მის დარღვევას ადამიანები ვერ შეძლებენ; ასევე, რასაც ის დაარღვევს და ინებებს, რომ სამუდამოდ დარღვეული დარჩეს, მისი აღდგენა შეუძლებელია.

დავუშვათ, იუდეველნო, რომ მეფეს დაებრუნებინა ტაძარი და აღედგინა საკურთხეველი, რასაც ამაოდ ელით, განა შეძლებდა ის, რომ ჩამოეტანა თქვენთვის ზეციური ცეცხლიც? მის გარეშე კი თქვენი მსხვერპლი უწმინდური და უსჯულო იქნებოდა. აარონის შვილები იმიტომაც დაიღუპნენ, რომ უცხო ცეცხლი შეიტანეს (კარავში). მაგრამ ამ ყველაფრის მიმართ დაბრმავებულნი შეევედრნენ იულიანეს, რომ შეერთებოდა მათ და დაეწყო ტაძრის აღდგენა. მან კი თანხაც გამოყო ხარჯებისთვის, მშენებლობის მეთვალყურეებიც გაგზავნა, ყველა მხრიდან გამოიძახა მხატვრები, ყველაფერს აკეთებდა, ყველაფერი აამოძრავა, რომ იუდეველები თანდათანობით მსხვერპლშეწირვამდე მიეყვანა, ფიქრობდა, რომ ამ გზით ისინი იოლად გადავიდოდნენ კერპთმსახურებაზე; ამასთანავე, უგუნური და გადარეული იულიანე იმედოვნებდა, გაეუქმებინა ქრისტეს დადგენილება, რომ იუდეველთა ტაძარი ვერ აღდგება. მაგრამ „რომელმან შეიპყრის ბრძენნი სივერაგით მათითა“ (1 კორ. 3,19), იმწამსვე საქმით აჩვენა, რომ ღვთის დადგენილებები ყველაფერზე ძლიერია და ღვთის სიტყვის მოქმედებანი ძლევამოსილია.

როგორც კი იუდეველებმა ხელი მიჰყვეს ამ უსჯულო საქმეს – საძირკვლის გაწმენდა დაიწყეს და არცთუ მცირედი მიწა ამოიღეს, და უკვე მშენებლობის დაწყებას აპირებდნენ, უეცრად მიწიდან ამოვარდნილმა ცეცხლმა მრავალი ადამიანი დაწვა, თვით იმ ადგილას მდებარე ქვებიც, და შეაჩერა ეს კადნიერება, ისე, რომ არა მხოლოდ ისინი, ვინც იქ მუშაობდა, არამედ მრავალი ამის შემხედვარე იუდეველი განცვიფრებამ და სირცხვილმა შეიპყრო.

მეფე იულიანემ ეს ამბავი რომ მოისმინა, მართალია უგუნური სწრაფვა ჰქონდა ამ საქმისადმი, მაგრამ შეშინდა, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში ცეცხლი საკუთარი თავისკენ არ მიეზიდა. მან შეაჩერა სამუშაო, მთელს წარმართობასთან ერთად დამარცხებულმა.

აი, თუკი იერუსალიმში წახვალ, მხოლოდ საძირკველს დაინახავ. და თუკი მიზეზს იკითხავ, სხვას ვერაფერს მოისმენ, თუ არა იმას, რაც გითხარით. ამის მოწმენი ჩვენ ყველანი ვართ, რადგან ეს ჩვენს დროში, ახლახანს მოხდა. ნახე, როგორი ნიშანდობლივი გამარჯვებაა. ის კეთილმსახური მეფეების დროს კი არ მოხდა, ვინმეს რომ არ ეთქვა, ქრისტიანები თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს იუდეველებსო; არა, როდესაც ჩვენი სარწმუნოება იდევნებოდა, როდესაც ჩვენ ყველანი საკუთარი სიცოცხლის გამო ვშიშობდით და ყოველგვარ თავისუფლებას ვიყავით მოკლებულნი, ხოლო წარმართობა ყვაოდა; როცა მართალთაგან ზოგი სახლებში იმალებოდა, სხვები, ქალაქებიდან გაქცეულები, უდაბნოებში გადასახლებულიყვნენ, მაშინ მოხდა ეს, რომ იუდეველებს არანაირი მიზეზი არ დარჩენოდათ ურცხვი სიჯიუტისთვის.

წყარო: წმ. იოანე ოქროპირი, „მეხუთე სიტყვა იუდეველთა წინააღმდეგ“

 

 

მართალია ის (იულიანე განდგომილი) დიდი გულმოდგინებით ემზადებოდა მომავალი ლაშქრობისათვის და მღელვარებით განიხილავდა მოქმედებათა ვარიანტებს, მაინც პოულობდა დროს სხვა საქმეებისთვის. ის ისწრაფვოდა, რომ თავისი მეფობის სამახსოვროდ დიდი ნაგებობები დაეტოვებინა და ჩაიფიქრა ერთ დროს სახელოვანი იერუსალიმის ტაძრის აღდგენა; ამ საქმისთვის მას არანაირი ხარჯის გაწევა არ ენანებოდა. (ძველად) ის ტაძარი გაჭირვებით დაიპყრეს ვესპასიანემ და ტიტემ, მრავალი ფიცხელი ბრძოლის შემდეგ. მოცემული გეგმის განხორციელება იულიანემ ანტიოქიის მკვიდრ ალიპის დააკისრა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთში ვიცე-პრეფექტის თანამდებობა ეკავა. როდესაც (პალესტინის) პროვინციის მმართველის დახმარებით ალიპიმ სამუშაოები დააჩქარა, უეცრად შენობის საძირკველთან საშინელი ცეცხლოვანი ბოლქვები გაჩნდა, რომლებიც მშენებლებს სამუშაო ადგილთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ, ზოგიერთი მათგანი დაიწვა კიდეც. ამგვარად, სტიქიის გამუდმებული წინააღმდეგობის გამო ეს წამოწყება შეწყდა.

წყარო: ამიანე მარცელინუსი, „საქმენი“, 23, 1.2-3.

ამიანე იყო რომაელი (წარმოშობით სირიელი ბერძენი) წარმართი ისტორიკოსი, იულიანე განდგომილის თანამებრძოლი, მისი მხედრობის წევრი.

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა