martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

წმ. ტიხონ ზადონელი

 

სიკვდილის შესახებ

 

სიკვდილს შეუძლია ცოდვილში სინანული აღძრას. ის ჩვენთვის ნაცნობიცაა და უცნობიც. ნაცნობია, რადგან ყველა მოვკვდებით; უცნობია, რადგან არ ვიცით როდის, როგორ და სად მოვკვდებით. რაც მეტს ვცხოვრობთ, მით ილევა ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, გვიმცირდება სიცოცხლის დღენი და ვუახლოვდებით სიკვდილს. დღეს უფრო ახლო ვართ მასთან, ვიდრე გუშინ, ამ საათს უფრო მივუახლოვდით, წინასთან შედარებით; სიკვდილი ყველას უხილავად დასდევს და მაშინ მიჰყავს კაცი, როცა არ ელოდება.

თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ჯანმრთელი და ძლიერი, ასე ოცნებობს: კიდევ ვიცოცხლებ, ჯერ არ ჩანს ჩემი აღსასრული; დავაგროვებ და გავძღები დაგროვილი სიკეთეებით (ანუ სიმდიდრით – მთარგ. შენ). მაგრამ მოულოდნელად თავს ესხმის სიკვდილი და მისი ყველა ოცნება და ჩანაფიქრი იღუპება. ის, ვინც ხანგრძლივ ცხოვრებაზე ოცნებობდა, მალე კვდება; ის, ვისაც დაგროვება და გამდიდრება სურდა, ტოვებს წუთისოფელსაც და თავის სხეულსაც. ასე უცნობია ჩვენთვის აღსასრული, ქრისტიანებო! კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენზე ზრუნვით დაგვიფარა ჩვენი აღსასრულის ჟამი, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ მისთვის და ჭეშმარიტი სინანულით ვიცხოვროთ. ადამიანი რითაც გავა ამ სოფლიდან, იმითვე გამოცხადდება ქრისტეს სამსჯავროზე!

ცოდვილებო! ყურადღებით დავუფიქრდეთ ამ სიტყვას და მოვინანიოთ, რომ იმქვეყნად ცოდვებით არ წავიდეთ და ღვთის სამსჯავროზე ასე არ გამოვცხადდეთ. მოწყალე ღმერთმა აღგვითქვა თავისი მადლი და წყალობა, მაგრამ ხვალინდელ დღეს არ დაგვპირებია. გვახსოვდეს ეს და გამოვიღვიძოთ, გვახსოვდეს სიკვდილი და გამოვსწორდეთ, აღსასრულისთვის მოვემზადოთ და ნეტარებით აღვესრულოთ: "ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან" (გამოცხ. 14,13). უფლისა მიერ კვდება ის, ვინც სინანულით, რწმენითა და ჭეშმარიტი ლოცვით აღესრულება. წუთისოფლიდან განსვლის წუთები ყველასთვის საშინელია. ყველა წმინდანი იმ ჟამს უმზერდა, ტიროდა და ასე ლმობიერყოფდა კაცთმოყვარე ღმერთს, რათა იგი აღსასრულისას შესწეოდა. საკვირველია, რომ წმინდანები, როცა სიკვდილის ჟამს იხსენებენ, ტირიან, ცოდვილები კი არ ტირიან, თუმცა კი ყოველდღე ხედავენ მოძმეთა აღსასრულს.

საწყალო ცოდვილებო! რატომ გვძინავს? ეს ეშმაკი გვპარავს ქურდივით ჩვენს ცხოვრებას. ჩავიბეჭდოთ მეხსიერებაში ის ჟამი და მზად ვიყოთ: მას შემდგომ კაცი ან საუკუნოდ ინეტარებს, ან საუკუნოდ დაიტანჯება. აქ ყველასთვის იხსნება მარადისობის კარი და წავა კაცი ან სამუდამო ნეტარებაში, ან სამუდამო სატანჯველში. აქედან იწყებს ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს ან მარადიულ სიკვდილს. სად არიან დღეს ისინი, ვინც ჩვენზე უწინ ცხოვრობდა ფუფუნებით, სიტკბოებით და სინანულის გარეშე? წავიდნენ ამქვეყნიდან და დატოვეს თავიანთი სიამეები, იმყოფებიან მათთვის განკუთვნილ ადგილებზე და უკანასკნელ სამსჯავროს ელოდებიან, სადაც ყველას მიეგება საკუთარ საქმეთა მიხედვით. ამიტომაც, სანამ აღსასრულის ჟამი არ დაგვდგომია, წმინდა გულით მივიქცეთ ჩვენი ღმერთისკენ, სინანულითა და რწმენით შევურიგდეთ და ამით საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ. ამას მოგვიწოდებენ და შეგვთხოვენ წმიდა მოციქულები თავიანთ ნაწერებში: "ქრისტესთვის უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთვის: დაეგენით (შეურიგდითმთარგმ. შენ.) ღმერთსა. რამეთუ რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთვის ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა" (2 კორ. 5,20-21).

ამავე თემაზე:

მამათა სწავლებები სიკვდილის შესახებ

ეპისკოპოსი პეტრე – დამოძღვრა და ნუგეშისცემა სნეულების ჟამს და სიკვდილის წინ

ანგელოზებისა და ეშმაკების გამოცხადება სიკვდილის ჟამს

წმ. მამები საზვერეების შესახებ

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა