martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

სახარებისეული ნეტარებების შესახებ

 

სახარების მცნებების შესრულება ადამიანის სულში აღმოაცენებს ისეთ შეგრძნებებს, რომლებიც სრულიად უჩვეულოა, სრულიად უცხოა დაცემული ბუნებისათვის. "შობილი იგი სულისაგან სული არს" (იოან. 3,6); და რამდენადაც ქრისტეს მცნებები "სულ არიან" (იოანე 6,63), ამ მცნებების შესრულებით გამოწვეული შეგრძნებებიც სულიერი შეგრძნებებია.

რომელ შეგრძნებას აღმოაცენებს სულში პირველად სახარების მცნებების შესრულება? – სულის სიგლახაკეს.

გადაწყვეტს თუ არა ქრისტიანი, განახორციელოს სახარების მცნებები საკუთარ გარეგნულ თუ შინაგან ქმედებებში, მაშინვე დაინახავს თავის დაცემულ ბუნებას, რომელიც წინ აღუდგება სახარებას და ჯიუტად ეწინააღმდეგება მას.

სახარების შუქზე ქრისტიანი საკუთარ თავში მთელი კაცობრიობის დაცემას ხედავს.

ამ ხედვისგან ბუნებრივად იშვება მდაბალი შეხედულება საკუთარ თავზე, რომელსაც სახარებაში "სულის სიგლახაკე" ეწოდება (მათე 5,3).

სულის სიგლახაკე – პირველი ნეტარებაა სახარების თანმიმდევრობაში, პირველი – სულიერი წინსვლის წყობაში, პირველი მდგომარეობაა სულისა, ნეტარებების კიბის პირველი საფეხურია.

განახლებული ბუნების თითოეული შეგრძნება და მდგომარეობა თავისთავად წარმოადგენს ნეტარებას – როგორც სასუფევლის გამოჩენას ადამიანის სულში, როგორც საწინდარს ცხონებისა, როგორც წინასწარშეგრძნებას მარადიული ნეტარებისა.

სულის სიგლახაკეზე ამბობს წმინდა მეფე დავითი: "მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფს. 50,17).

სულის სიგლახაკე ეს მარილია ყველანაირი მსხვერპლისა და შესაწირავისა. ღმერთი უარყოფს იმ მსხვერპლსა და შესაწირავს, რომლებიც ამ მარილით არ იქნებიან შეზავებული.

საკუთარი დაცემულობის დანახვა – ეს უკვე ნეტარებაა დაცემული ადამიანისთვის.

ვინც საკუთარ დაცემას ხედავს, მას შეუძლია შეიცნოს ხსნის, მხსნელის აუცილებლობა და ცოცხალი რწმენით ირწმუნოს სახარება.

ასეთი მდგომარეობა – მადლისმიერი ნიჭია, მადლის მოქმედების ნაყოფია, და ამიტომაც წარმოადგენს ნეტარებას.

გლახაკისთვის დამახასიათებელია, მწუხარებდეს თავისი სიგლახაკის გამო.

სულის სიგლახაკე წარმოშობს მომდევნო ნეტარებას – გლოვას.

გლოვა – ეს კეთილკრძალული წუხილია ერთგული სულისა, რომელიც სახარების სარკეში საკუთარი ცოდვების სიმრავლეს ჭვრეტს.

ასეთი სული წმინდა წყლით – ცრემლებით განბანს თავისი ცოდვების ლაქებს, წმინდა წუხილით წარხოცავს მათ.

გამოუთქმელი ნუგეშინისცემა, გამოუთქმელი სიმსუბუქე იღვრება გულში, როდესაც საკუთარი ცოდვების, საკუთარი დაცემულობის გამო მაცხოვნებელ ცრემლებს ვღვრით: ცრემლებს, წარმოშობილს სულიერი სიგლახაკის შეგრძნებით.

თუკი აქ, ამქვეყანაზე, კეთილკრძალული გლოვა ასეთ შეუდარებელ სულიერ ნუგეშინისცემას გვანიჭებს, რა ნეტარებას მოგვიმზადებს იგი მარადიულ ზეციურ სავანეებში?

კეთილკრძალულ მგლოვარეთათვის ქრისტემ წარმოთქვა ასეთი განაჩენი: "ნეტარ იყუნენ მგლოვარენი გულითა" (მათე 5,4).

ცოდვა ჩაიდინე? – დაღვარე ცრემლები.

ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, ვინც თავის თავს ცოდვებით დამძიმებულს ხედავს, იგი მარადიული სატანჯველის ღირსად მიიჩნევს მას და დასტირის, როგორც უკვე მსჯავრდებულს; მოყვასის ნაკლოვანებებს კი ან საერთოდ ვერ ხედავს, ან ხედავს ძალიან შემცირებულად. და რასაც ხედავს, ადვილად პატიობს: მთელი გულით, ხალისით შეუნდობს ყველანაირ წყენას და შეურაცხყოფას.

სულის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც მისგან აღმოფხვრილია მრისხანება, სიძულვილი, ძვირისხსენება და განკითხვა – ესაა ახალი ნეტარება და მას "სიმშვიდე" ეწოდება.

"ნეტარ იყუნენ მშვიდნი, – ამბობს მაცხოვარი, – რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5,5).

რომელ ქვეყანაზე, რომელ მიწაზეა ლაპარაკი? ღმერთმა "მიწა" უწოდა ადამს მისი დაცემის შემდეგ, ხოლო ადამის გამო მეც მიწად შემრაცხა: "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე" (დაბ. 3,19).

მე მიწა ვარ, მაგრამ ამ მიწის ფლობის უნარი არ გამაჩნია: ვნებები წარმტაცებენ მას, განსაკუთრებით კი სასტიკი მრისხანება, რომელიც მძლავრობს ჩემზე და თავისკენ მიზიდავს. მე საკუთარი თავის ფლობის ძალას მოკლებული ვარ. სიმშვიდე კვლავაც აღადგენს ჩემში ამ ძალას, კვლავ მაძლევს უნარს, ვმეუფებდე ჩემს სამკვიდრებელზე, ჩემს მიწაზე, ჩემს არსებაზე, ჩემს ხორცსა და სისხლზე, ჩემს მისწრაფებებზე. "ხოლო მშვიდთა დაიმკვიდრონ ქუეყანაჲ და იშუებდენ მრავლითა მშვიდობითა" (ფს. 36,11).

მიწაზე გაბატონებული, მე ახლა უკვე ზეცის მოწადინებას ვიწყებ: შევდივარ ახალ მდგომარეობაში, რომელიც მადლის მიერ მზადდება ჩემთვის, ახალ ნეტარებაში: მე ვიწყებ ღმრთის სიმართლისთვის შიმშილსა და წყურვილს, – და არა ამაო, ადამიანური სიმართლისთვის (მათე 5,6).

ღვთაებრივი სიმართლე კაცობრიობას განეცხადა ღვთაებრივი მოწყალების სახით, და გვიბრძანა მივმსგავსებოდით ღმერთს და არა სხვა რომელიმე სათნოებით, არამედ სრულყოფილი მოწყალებით.

მოწყალება არავის განიკითხავს, უყვარს მტრები, დასდებს სულს მეგობრებისთვის, ღმრთის მიმსგავსებულს ხდის ადამიანს. ეს მდგომარეობა – ისევ და ისევ ნეტარებაა (მათე 5,7).

მოწყალე გულს არ ძალუძს განიზრახოს რაიმე ბოროტება, მისი ზრახვები ყოველთვის კეთილია.

გული, რომელშიც მხოლოდ სიკეთე მოქმედებს – ეს "გული წმიდაა", და იგი ღმრთის ჭვრეტის უნარითაა დაჯილდოებული. "ნეტარ იყუნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8).

რა არის გული წმიდა? – ჰკითხეს ერთ დიდ მამას, მონაზონთა მასწავლებელს. მან უპასუხა: "ეს არის გული, რომელიც ღვთაების მსგავსად უსაზღვრო მოწყალების გრძნობითაა გამსჭვალული ნებისმიერი ქმნილების მიმართ" (ღირსი ისააკ ასური, სიტყვა 48).

განწმენდილ გულში ღმრთის მშვიდობა იმკვიდრებს. იგი აერთიანებს აქამდე განყოფილ გონებას, სამშვინველსა და სხეულს, აღადგენს ადამიანს, ახალი ადამის შთამომავლად აქცევს მას.

ღმრთის მშვიდობა წმინდანების ხვედრია: ქრისტიანი, აღასრულებს რა სინანულის სარბიელს, წმინდა მშვიდობის მეოხებით ურიგდება ღმერთს, გარემოებებს, მოყვასს, საკუთარ თავს; იგი ღმრთის ძე ხდება მადლის მიერ (მათე 5,9).

ღმრთის მშვიდობასთან ერთად ადამიანში განცხადებულად იმკვიდრებს სულიწმიდა, რადგანაც იგი (მშვიდობა) სულიწმიდის ნაყოფია, მისი ქმედებაა.

ვინც საკუთარ თავში ღმრთის მშვიდობას მოიპოვებს, იგი შეძლებს ეზიაროს დანარჩენ, უკანასკნელ ნეტარებებსაც: დევნის, შეურაცხყოფის, ცილისწამებისა და სხვა განსაცდელების დიდსულოვნად, სიხარულით დათმენას.

ღმრთის მშვიდობის მომპოვნებელს არ ეშინია გარედან მოწევნული განსაცდელებისა: მისი გულის სასწორზე მადლისმიერმა ნუგეშინისცემამ სრულიად გააუფასურა ყოველგვარი მიწიერი ტკბობა, განაქარვა მიწიერი მწუხარებების სიმძიმე.

შეხედე სახარების ნეტარებების დიდებულ სულიერ კიბეს, დააკვირდი მის თითოეულ საფეხურს. კარგია ამ კიბის თავში ყოფნა, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც მის პირველ საფეხურზე მაინც დგას.

ამ კიბეზე ნახტომებით ასვლა შეუძლებელია: აუცილებლად უნდა აიარო თითოეული საფეხური.

საფხურებზე ღვთაებრივი მადლი აღგვამაღლებს; და აღგვამაღლებს ერთი საფეხურიდან მეორეზე არა იმ დროს, როცა ჩვენ ამის ღირსად მივიჩნევთ თავს, არამედ როცა თვითონ მიგვიჩნევს ღირსად.

ამაღლების ღირსი მდაბალნი არიან.

ნუ გამოიგონებ საკუთარი თავისთვის ნეტარებას. ამაყ და უგუნურ ზესთამჩენობას უნარი აქვს გამოიგონოს ამგვარი ნეტარება, და იგი გვატყუებს და გვაცთუნებს მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, გვართმევს ჭეშმარიტ სიკეთეს ამქვეყანაზეც და ზეცაშიც.

ეძებე სულის სიგლახაკე. ამ ნეტარების ძებნა ნებადართულიცაა და საქებარიც. ესაა საფუძველი, მომნიჭებელი ყველა დანარჩენი ნეტარებისა. როდესაც საფუძველი შეირყევა, მაშინ ისიც კი, ვინც სრულყოფილების მწვერვალზე იდგა, ძირს ენარცხება და ხშირად სასიკვდილოდ შავდება.

სულის სიგლახაკე მოიპოვება სახარების შესწავლით, მისი ბრძანებების შესრულებით; საკუთარი ქმედებებისა და თვისებების სახარების მცნებებთან შერწყმით; საკუთარი გულის იძულებით, დიდსულოვნად დაითმინოს ყველანაირი წყენა; თავის ბრალობით; ღმრთისადმი ვედრებით, მოგვანიჭოს შემუსვრილი და დამდაბლებული გული.

ამპარტავნულ თხოვნას ღმერთი უკუაგდებს, უსარგებლოს არ გვისრულებს. მაგრამ როცა მისი ქმნილება სთხოვს მას არსებითად სასარგებლო და აუცილებელ ნიჭს, იგი უგზავნის ამ ნიჭს თავისი დაულევნელი საუნჯიდან.

არსებითად სასარგებლო და აუცილებელი სულიერი ნიჭი ადამიანისთვის – ესაა სულის სიგლახაკე, ამინ.

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა