ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 8
სხვა საეკლესიო საკითხები
5. მონაზვნობა იძლევა თუ არა ცხონების გარანტიას?
მონაზვნად აღკვეცა ცხონების გარანტიას არ იძლევა. ცხონების იმედს გვაძლევს ჭეშმარიტი რწმენა, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა და იესო ქრისტეს მცნებებით ცხოვრება. ზოგადად, ღირსეული მონაზვნები ერისკაცებთან შედარებით უფრო დიდ ნიჭებს მიიღებენ ამ ცხოვრებაშიც და სიკვდილის შემდგომაც; თუმცა ისიც ცხადია, რომ ერისკაცებს შორისაც იყვნენ დიდი წმინდანები: წმ. გიორგი, წმ. ეკატერინე, ორმოცი სებასტიელი მოწამე, წმ. დავით აღმაშენებელი, წმ. თამარ მეფე, წმ. დიდმოწამე ქეთევანი ...
შემდეგი
სარჩევი
|