ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 7
ლოცვა
9. როგორ უნდა ვილოცოთ დიდი მარხვის და ზატიკის პერიოდებში?
დიდი მარხვის პერიოდში დამატებით ვკითხულობთ ეფრემ ასურის ლოცვას; ბრწყინვალე შვიდეულში – დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად პასექის ჟამს; თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე დილა-საღამოს ლოცვებში შემდეგი ცვლილებაა: „მეუფეო ზეცათაო“-ს ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს (ქრისტე აღდგა მკუდრეთით...) 3-გზის და „ღირს არსი“-ს ნაცვლად – „ანგელოზი ღაღადებს...“. აღდგომის წარგზავნიდან (ამაღლების წინა დღე) სულთმოფენობის მწუხრამდე არ ვამბობთ არც „მეუფეო ზეცათაო“-ს და არც აღდგომის ტროპარს; სულთმოფენობიდან ვლოცულობთ ჩვეულებრივად. აღდგომიდან სულთმოფენობამდე ლოცვის დროს დიდი მეტანიები არ კეთდება.
შემდეგი
სარჩევი
|