martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 6

მარხვა

1. რისთვისაა საჭირო მარხვა?

ზოგადად მარხვა ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია; არსებობს სულიერი და ხორციელი მარხვა. პირველი ადამიანები – ადამი და ევა – დაეცნენ ღვთის ურჩობის გამო, თავნებობით, ამპარტავნებით; პირველი ცოდვა იყო მარხვის დარღვევა – აკრძალული ხილის ჭამა. როგორც წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: „მარხვა სამოთხეში მოგვეცა; ადამმა ეს მიიღო პირველ მცნებად: „ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან“ (დაბად. 2,17). ეს სიტყვა: „არა შჭამოთ“ არის მარხვისა და თავშეკავების მცნება. ევას რომ ემარხა და ხისგან არ ეჭამა, ჩვენთვის ეს მარხვა საჭირო არ იქნებოდა, რამეთუ „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“ (მათ. 9,12). ვინაიდან ცოდვისგან ვართ დაზიანებულნი, უნდა განვიკურნოთ სინანულით, ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულია“.[1]

მარხვა გვაჩვევს ეკლესიის მორჩილებას, საკუთარ ნება-სურვილზე უარის თქმას. ვნებები (სულის სნეულებები) ადამიანს ანდომებენ საკუთარი ნებით ცხოვრებას, ცოდვებისადმი მონობას და მათ შორის საჭმელ-სასმელში ზღვარგადასულ სიამოვნებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ამ ვნებებს და სულსაც და ხორცსაც ვნებს. მარხვა კი პირიქით, მორჩილებითა და მოთმინებით სულსაც კურნავს და ხორცსაც. თუმცა მარხვა მხოლოდ საკვებით (და ისიც მხოლოდ მარხვის დღეებში), საკმარისი არაა; ქრისტიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს დაიცვას მისი გონება, გული და გრძნობის ორგანოები ცოდვისაგან. თუ ადამიანი სასმელ-საჭმელზე დაწესებულ მარხვებს იცავს, მაგრამ არ ცდილობს სული დაიცვას მრისხანებისგან, შურისგან, პირფერობისგან, სიცრუისგან, ბილწი სანახაობებისგან, ბილწი სიმღერებისა და ამაო საუბრებისგან, მოყვასის განკითხვისა და დაცინვისგან, სიძუნწისგან, მაცდუნებელი ჩაცმულობისგან, ცრურწმენებისგან, – ასეთი მარხვით სულიერად ვერ განიწმინდება. წმ. ბასილი დიდი გვარიგებს: „საქები მარხვისთვის საკმარისი არაა მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება; არამედ ვიმარხოთ მარხვა კეთილი, სათნო ღვთისა. ჭეშმარიტი მარხვაა – განშორება ბოროტებისგან, ენის მოთოკვა, მრისხანების დათრგუნვა საკუთარ თავში, განდევნა გულისთქმებისა, ავსიტყვაობისა, სიცრუისა, ფიცის დარღვევისა“.[2] წმ. გრიგოლ პალამა ასე გვმოძღვრავს: „ვინაიდან თავშეუკავებლობა ყველა გრძნობის საშუალებით გამოვლინდება, ამიტომ ყველა მათგანს განუჩინოთ თავშეკავება. თუკი შენ საკვებით მარხულობ, მაგრამ თვალების ცდუნებას დაჰყოლიხარ სულის კუნჭულებში მრუშობისათვის, ცნობისმოყვარეობისა და ავსიტყვაობისათვის; სმენა – შემწყნარებელია უწესოებისა, მრუშული სიმღერებისა და უკეთური ცილისმწამებლური ჩურჩულებისა; და სხვა გრძნობებიც მიმდევრობით მავნებლობენ, – რაღა სარგებელია მარხვისაგან? – რა თქმა უნდა, არავითარი!“[3]

სულის ვნებები (სნეულებები) გამუდმებით ითხოვენ საკვებს. თუ ვაძლევთ საკვებს, ძლიერდებიან, თუ არა – სუსტდებიან; შესაბამისად, სულიც ან უფრო ავადდება, ან იკურნება. სიძვის ვნება ამ ცოდვის აღსრულების გარდა ითხოვს ბილწ სანახაობებს, ვნებიან საუბრებს ან საკითხავებს, ამგვარივე ოცნებებს და ა.შ.; ნაყროვანებისა და გემოთმოყვარების ვნება ითხოვს ბევრ და გემრიელ საჭმელ-სასმელს და მასთან დაკავშირებულ საუბრებსა და ოცნებებს; ვერცხლისმოყვარების ვნება – ფულის დაგროვებას, ძვირფასი ან გასართობი ნივთებისა და ქონების შეძენას, სიმდიდრეზე ოცნებას; მოწყინების ვნება – ზედმეტ ძილს, ნებივრობას და უსაქმურობას; მრისხანების ვნება – ჩხუბსა და ყვირილს, გულში მტრობისა და ღვარძლის დამარხვას; დიდებისმოყვარების ვნება – თავის გამოჩენას, ტრაბახს, ყველაფერში საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას; ამპარტავნების ვნება – ადამიანთა შეურაცხყოფას, მბრძანებლობას, საკუთარ განსაკუთრებულობაზე ოცნებებს და ა.შ. ვნებათა ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ზოგადად მარხვაა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელია ჭამა-სმაში თავშეკავება. ეკლესიის დიდი მოძღვარი, წმ. იოანე ოქროპირი ლოცვისა და მარხვის შესახებ ამბობს: „ნახე, რა სიკეთეები წარმოიშობა ამ ორი სათნოებიდან: ვინც ლოცულობს, როგორც საჭიროა, და თან მარხულობს, ის ბევრს არ ითხოვს, ხოლო ვინც მცირედით კმაყოფილდება, ის არ იქნება ვერცხლისმოყვარე, და ვინც ვერცხლისმოყვარე არაა, მას უყვარს მოწყალების გაღება. ვინც მარხულობს, ის მსუბუქდება და ფრთებს ისხამს, და კარგი განწყობით ლოცულობს, ბოროტ გულისთქმებს აქრობს, ღმერთს მოწყალე-ყოფს და თავის ქედმაღალ სულს ამდაბლებს. ამიტომაც მოციქულები თითქმის მუდმივად მარხულობდნენ“.[4]

 

[1] წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ, პირველი სიტყვა.

[2] წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ, მეორე სიტყვა.

[3] Св. Григорий Палама, "Во время поста и молитвы". омилия 9.

[4] წმ. იოანე ოქროპირი, მათეს სახარების განმარტება, საუბ. 57, მათ. 17,10-21.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა