ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის
თავი 2
ნათლისღება და მირონცხება
9. ვის ეწოდება კათაკმეველი?
კათაკმეველი ჰქვია ადამიანს, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე, გადაწყვეტილი აქვს ქრისტიანულ ეკლესიასთან შეერთება და ემზადება ნათლობისათვის. ძველად კათაკმევლები ნათლობამდე სპეციალურ სასწავლებლებში სწავლობდნენ ქრისტიანულ სჯულს და ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას; იმ დროს, როდესაც წირვის დროს დიაკვანი (ან მღვდელი) ამბობს – „კათაკმეველნო, განვედით“, კათაკმევლები ტაძრიდან გადიოდნენ და იწყებოდა მართალთა ლიტურგია, რომელშიც მხოლოდ მონათლული მორწმუნეები მონაწილეობდნენ. დღეს საქართველოში კათაკმევლობა უკვე იშვიათობაა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ბავშვობაში ინათლება.
შემდეგი
სარჩევი
|