martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

 

შვილებისა და მშობლების ურთიერთობა იესო ქრისტეს ცხოვრების მაგალითით

 

... იესო ემორჩილებოდა თავის მშობლებს და უჯერებდა მათ მთელი გულმოდგინებით, მთელი სიხარულით, მთელი სიყვარულით, ყოველგვარი დრტვინვის გარეშე, ყოველგვარი გარეგანი ან შინაგანი შეპასუხების გარეშე. ის ემორჩილებოდა მათ არა მხოლოდ მსუბუქში, არამედ ძნელში და მძიმეში, არა მხოლოდ საპატიო და დიდებულ საქმეებში, არამედ მდაბალშიც და უხეშშიც.

რა გამოუთქმელი თავის დამდაბლებაა! მას, ვინც თავის სიტყვით ღრუბლებს შემოკრებს და რომელსაც ძრწოლით ემორჩილებიან წყლები, როგორც იობის წიგნშია თქმული: „უწოდე-მეა ღრუბელთა ხმითა, და ძრწოლით, წყლითა მძაფრითა გერჩდენ შენ?“ (იობ 38,34) –  მას იოსები გზავნის ჭიდან წყლის მოსატანად, და ის იმწამსვე ემორჩილება. მას, ვინც გზავნის მეხებს, და ისინი იმწამს ემორჩილებიან: „ანუ წარ-მე-ავლინნე მეხის-ტეხანი და წარვიდენ და გრქუან შენ, ვითარმედ: რა უკუე არს?“ (იობ 38,35) – მას დედა ეძახის, რათა კერიისთვის შეშის მოსატანად გაგზავნოს, და ის მიდის და მოაქვს. ის მზად იყო მშობლების ყველა ნება-სურვილი აღესრულებინა, – ის, რომლის მხოლოდ ერთი სიტყვით შეიქმნა ყოველივე: „მან თქუა და იქმნეს“ (ფსალმ. 148,5); ის, რომლის ბრძანებებსაც ვერ დაარღვევს ვერც ერთი ქმნილება: „ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარხდეს“ (ფსალმ. 148, 6); – ის თვითონ ემორჩილებოდა დედისა და მამის ყველა სიტყვას – როცა ეუბნებოდნენ, რომ მოემზადებინა სადილი, სახლი დაელაგებინა ან რაიმე სხვა ჭუჭყიანი საქმე გაეკეთებინა.

რას იტყვი, მკითხველო? თუკი ანგელოზთა მეუფე ემორჩილებოდა თავის მშობლებს, ანუ თავისი ხელით შექმნილ მტვერს, მაშ შენ როგორ უნდა დაემორჩილო შენს მშობლებს! როგორ უნდა მიაგებდე პატივს, როგორ უნდა გიყვარდეს და როგორი სიკეთით უნდა ეპყრობოდე! ყველა ბავშვმა თავის მშობლებს უნდა მიაგოს ის ოთხი რამ, რომელთა შესახებაც უკვე ვთქვით: მორჩილება, პატივისცემა, სიყვარული, სიკეთე. მშობლებისგან კი უნდა მიიღოს სხვა ოთხი: აღზრდა, დახმარება, განსწავლა და კეთილი მაგალითი. შვილებმა განსაკუთრებით დიდი მოთმინება უნდა გამოიჩინონ იმ ნაკლოვანებების მიმართ, რომლებიც მათ მშობლებს ხშირად გამოაჩნდებათ ხოლმე სიბერეში, როგორც წმიდა წერილშია დაწერილი: „შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა... და თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა“ (ზირ. 3,12,13).

როგორ ფიქრობ წარმატების მიღწევას, თუკი მშობლების რჩევებს არ ასრულებ? აი რა დაიმარხე გონებაში – ღვთის სიტყვა ამბობს: „შვილი ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს“ (იგავ. 13,1). თუკი შენ მამას ლანძღავ, ღვთის მგმობელი ხარ, თუკი დედას შეურაცხყოფ და განარისხებ, დაწყევლილი ხარ უფლისგან, რამეთუ: „საგმობელ არს, რომელმან დააგდოს მამაჲ თვისი და წყეულ არს უფლისა მიერ, რომელმან განაწყოს გული დედასა თვისსა“ (ზირ. 3,16). თუკი შენ პატივს სცემ შენს მამას, მაშინ შენი შვილებიც პატივისცემით მოგეპყრობიან. თუკი მამისგან კურთხევას მიიღებ, მტკიცე იქნება შენი სახლის საძირკველი. „[რომელმან] თავ-უყოს მამასა, იგი იხარებდეს შვილთა მიერ... რამეთუ კურთხევამან მამისამან დაამტკიცნეს სახლნი შვილთა ზედა, ხოლო წყევამან დედისამან აღჰფხურის საძირკუველითურთ“ (ზირ. 3,5,9).

მოკლედ რომ ითქვას, შენთვის სრულიად აუცილებელია მშობლების მორჩილება. მხოლოდ მაშინ არ უნდა დაუჯერო მათ და უნდა ამჯობინო ღვთის სიყვარული, როდესაც ისინი გაიძულებენ ბოროტების ჩადენას და ღვთის მცნებების დარღვევას. უფალმა, როდესაც მშობლები იმ დროს ეძებდნენ, როცა ის ტაძარში იყო, უთხრა მათ: „რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ?“

შენ კი, ძმაო, რამდენჯერ ეურჩე მშობლებსა და შენს სულიერ მოძღვრებს? რამდენჯერ დაამწუხრე ისინი შენი წინააღმდეგობით? შეგრცხვეს, რომ ასე შორს ხარ იმ მაგალითისგან, რომელიც იესო ქრისტემ მოგცა, ვინც მაგალითია შენთვის ყველა სათნოებაში. ის იყო მორჩილების მაგალითიც, რომ შენ მის კვალს შეუდგე. მოინანიე, შენდობა ითხოვე და ევედრე მას, რომ გასწავლოს ჭეშმარიტი და სრულყოფილი მორჩილება. მან, ღვთის ძემ და სიტყვამ, ვისაც არ სჭირდებოდა რაიმეს სწავლა, თავისი მაგალითით გვასწავლა მორჩილება, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „და რამეთუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაჲთგან იგი ივნო, მორჩილებაჲ“ (ებრ. 5,8). და როგორც ის მორჩილი იყო „ვიდრე სიკუდილმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა“ (ფილიპ. 2,8), ასევე შენც მთელი რწმენითა და სიყვარულით შესთხოვე მას, რათა განგამტკიცოს თავისი მადლით, რომ ბოლომდე მშობლებისა და შენი სულიერი მოძღვრების მორჩილი იყო, რადგან, როგორც ბასილი დიდი ამბობს, „ჭეშმარიტი და სრული მორჩილების საზღვარი სიკვდილია“.

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის წერილიდან: „ქრისტეს ცხოვრება“

 

იხილეთ აგრეთვე:

წმ. მამები ბავშვების აღზრდის შესახებ

ფსიქოლოგების, ექიმებისა და სოციოლოგების რჩევები მშობლებს ინტერნეტთან დაკავშირებით

უბოროტო ყრმების თანამედროვე განსაცდელები

ბერი პორფირი კავსოკალიველი – შვილების აღზრდისა და ახალგაზრდა თაობის შესახებ

ნიკოლოზ პესტოვი – ბავშვების აღზრდა მართლმადიდებლურად

წმ. ბერი სილუანი თავისუფლების შესახებ

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა