martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ბავშვობის წლები

ხსენება 25 იანვარს (ახ. სტ. 7 თებერვალს)

 

წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველი დაიბადა აღმოსავლეთ აზიაში, კეთილშობილ და ღვთისმოსავ ოჯახში. დედამისი ნონა შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანი ქალის უმაღლეს ნიმუშად. მამამისი გრიგოლი წარმართი იყო. როდესაც ღვთისმოსავი ნონა მისი ცოლი გახდა, იგი ევედრებოდა უფალს, დახმარებოდა ქმრის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევაში. გრიგოლს ასეთი ხილვა ჰქონდა: იგი გალობდა ფსალმუნებს. ეს სიტყვები, რომლებიც მას არასოდეს წარმოუთქვამს, გაგონილი ჰქონდა მეუღლის ლოცვისას. გალობა მას უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. გაღვიძებულმა ყველაფერი ცოლს უამბო და ნონა მიხვდა, რომ მის ქმარს თავად უფალი უხმობდა თავის სამწყსოში. მან დაიწყო ქმართან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე საუბარი და მალე გრიგოლი მოინათლა კიდეც. შემდგომში კი, თავისი მშობლიური ქალაქის, ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა.

ამ დიდი ხნის ნანატრი წყალობის შემდეგ ნონამ უფალს ძე შესთხოვა და აღუთქვა, რომ მასვე შესწირავდა თავის შვილს. და უფალმა, რომელიც ისმენს ღვთისმოშიშთა ლოცვას, შეასრულა ღვთისმოსავი ქალის თხოვნა. ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო.

გრიგოლი მეტად ნიჭიერი და გამჭრიახი გონების ბავშვი იყო. სწავლობდა გულმოდგინედ და ადვილად ითვისებდა იმასაც კი, რაც უფროსებს ეძნელებოდათ. არ უყვარდა ბავშვური ხუმრობები, ვერ იტანდა უსაქმურობას, ყოველთვის დაკავებული იყო. როდესაც ცოტა წამოიზარდა, დედამ უამბო, როგორ გამოსთხოვა უფალს მისი თავი და როგორ დაჰპირდა მიეძღვნა იგი ღვთის სამსახურისთვის. ამ სიტყვებმა ყმაწვილის სულში ღრმა კვალი დატოვა. გრიგოლს საოცარი გონება ჰქონდა, ყველაფერში ქრისტესადმი სიყვარულს იჩენდა, უყვარდა უმანკოება და კანონად დაიდო მთელი ცხოვრების მანძილზე შეენარჩუნებინა სულისა და ხორცის უბიწოება. ეს გადაწყვეტილება ერთმა იდუმალმა ჩვენებამ განუმტკიცა. ერთხელ სიზმარში მან იხილა თეთრებში გამოწყობილი ერთნაირი ასაკისა და სიმაღლის ორი ახალგაზრდა ქალწული, ორივე ძალიან ლამაზი, ორივე სამკაულების გარეშე: არც ოქრო, არც ვერცხლი, არც მარგალიტი ან სხვა ძვირფასი თვლები, არც რბილი აბრეშუმის სამოსი, სახე თხელი ქსოვილით ჰქონდათ დაფარული, ისინი მდუმარედ იდგნენ ძირს დაშვებული თვალებით და ბრწყინავდნენ უმანკო სილამაზით.

– ვინ ხართ? – იკითხა ყმაწვილმა. – საიდან მოხვედით?

პირველი ქალწული გაეცნო როგორც სიბრძნე, მეორე – როგორც თავშეკავება.

– იყავი ჩვენი მეგობარი და ზეცაში აგიყვანთ, – უთხრეს ქალწულებმა გრიგოლს.

ამ დაპირების შემდეგ ისინი ზეცაში ამაღლდნენ და ღრუბლებს მიეფარნენ, ყმაწვილმა მათ მზერა გააყოლა. გაღვიძებისას მან ენით გამოუთქმელი სიხარული იგრძნო...

გრიგოლი ღვთისმეტყველის მთელი ცხოვრება გამსჭვალული იყო უბიწოებისა და თავშეკავების იმ სულისკვეთებით, რომელშიაც მისმა ბუნებრივმა ნიჭმა უდიდესი განვითარება ჰპოვა.

წმინდანი თავად იხსენებს იმ განწყობილების შესახებ, რომელშიც მისმა სიყმაწვილემ გაიარა: მე არ მიზიდავდა აბრეშუმის მშვენიერი სამოსი, არ მიყვარდა ხანგრძლივი ტრაპეზობა, არ მიყვარდა ხორცის მაამებლობის დედა – ნაყროვანება, არ მიყვარდა დიდ ბრწყინვალე სასახლეებში ცხოვრება, მუსიკითა და სურნელოვანი ნელსაცხებლებით ტკბობა. ოქროსა და ვერცხლს სხვებს ვუთმობდი. ჩემთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო იყო პურის ნატეხი, ტკბილი საკმაზი – მარილი, სასმელი – წყალი. ჩემი სიმდიდრე – ქრისტე ჩემს გონებას მუდმივად ზეცისაკენ მიმართავდა. მე არ მჭირდება მსწრაფლწარმავალი ბედნიერება, არც ხანმოკლე დიდება, მე არ მამხიარულებს ცრუ ოცნებები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან.

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა