martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ქრისტესთვის სალოსის, ნეტარი ანდრიას

სიყმაწვილე

ხსენება 2 ოქტომბერს (ახ. სტ. 15 ოქტომბერს)

 

ბერძენი იმპერატორის – ლეონ ბრძენის მეფობის დროს, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად თეოგნოსტე. მან სხვა მონებთან ერთად იყიდა სლავი ყმაწვილი, ანდრია.

ანდრია სილამაზითა და კეთილზნეობით გამოირჩეოდა. ბატონმა იგი თავისთან შინამოსამსახურედ დაიტოვა და წმიდა წერილის შესასწავლად მიაბარა. ბიჭი გულმოდგინედ სწავლობდა, სწრაფად შეითვისა წერა-კითხვა, შეიყვარა წიგნები და ეკლესიაში სიარული.

კითხვის დროს ანდრია ისე განიცდიდა მოწამეთა ტანჯვას, თითქოს ხედავდა ყველაფერს. ის ნანობდა, რომ არ ჰქონდა საშუალება მოწამებრივი გზით დაემტკიცებინა ქრისტესთვის ერთგულება.

ერთხელ, ღამით ანდრიას ხილვა ჰქონდა. მან დაინახა შავი, საშინელი, მყრალი არსება, რომელშიც მან ადამიანის მტერი – ეშმაკი შეიცნო. ეშმაკი მას საომრად იწვევდა. იქვე იყო მშვე­ნიერი, გაცისკროვნებული ახალგაზრდა, საოცარი სილამაზის სამი ძვირფასი გვირგვინით ხელში. ის საბრძოლველად ამხნევებდა ანდრიას... და ანდრიამ დაამარცხა ბოროტი. მშვენიერმა ყმაწვილმა მას უთხრა: "ისწრაფე კეთილი ღვაწლისთვის. გახდი ქრისტესთვის სალოსი და დიდ ჯილდოს მიიღებ სასუფეველში".

ანდრია მიხვდა, რომ ქრისტე დიდი ღვაწლისათვის იხმობდა და სალოსი გახდა.

განთიადისას ანდრიამ ილოცა, შემდეგ ჭასთან მივიდა, ტანთ გაიხადა და ტანსაცმლის დანით დაჭრა დაიწყო. ამ დროს ჭასთან წყლის ასაღებად მზარეული გამოვიდა, რომელმაც დაინახა ანდრიას უცნაური საქციელი და ყველაფერი ბატონს მოახსენა.

ბატონმა იფიქრა, რომ ყმაწვილში ეშმაკი ჩასახლდა. მან ბრძანა ანდრია ჯაჭვით შეეკრათ და დიდმოწამე ანასტასიას სახელობის ტაძარში მიეყვანათ. ტაძარში ანდრია დღისით უცნაურად იქცეოდა, ღამით კი გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს და დიდმოწამე ანასტასიას.

ყმაწვილს სურდა, რაიმე ნიშანი მიეღო, რათა გაეგო, სათნო იყო თუ არა ღმერთისთვის მისი საქციელი... და იხილა ჩვენებაში დედები, რომლებიც ერთი ბერის თაოსნობით უძლურ ადამიანებს უვლიდნენ... როდესაც ისინი ანდრიას მიუახლოვდნენ, ბერმა დედებიდან უფროსს ჰკითხა: "ანასტასია, ხომ არ უმკურნალებ ამ ყმაწვილს?"

– მოძღვარო, – უპასუხა მან, – მას უკვე უმკურნალა იმან, ვინც უთხრა: "გახდი ჩემთვის სალოსი და ჩემი დიდებით მოსვლის დღეს დიდ ჯილდოს მიიღებ". ის არ საჭიროებს ექიმობას. თქვა ეს და ტაძარში შებრუნდა.

დატყვევებულ ანდრიას წმიდა იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა და მოთმინებას ურჩევდა.

ანდრიას სხვა ხილვაც ჰქონდა: მეფის სასახლეში, დიდების ტახტზე დაბრძანებულმა მეფემ მოიხმო იგი და შეეკითხა: "გსურს მთელი გულით მემსახურო?!

– მსურს, უფალო, – უპასუხა ანდრიამ.

მაშინ მეფემ მას აბზინდაზე უფრო მწარე რამ გაასინჯა და უთხრა: "აი, რა მწარეა ის გზა, რომელსაც ამქვეყნად ჩემთვის გადიან!"

შემდეგ მეფემ ანდრიას თოვლზე უფრო თეთრი და მანანაზე უფრო ტკბილი რამ გაასინჯა. ამ სიტკბოებამ მას პირველი სიმწარე დაავიწყა.…

მაშინ მეფემ უთხრა: "ასეთია მათი საჭმელი, ვინც მე მემსახურება და მამაცურად ითმენს ბოლომდე ყველაფერს. შენც მამაცურად გააგრძელე ამ გზაზე სიარული, რომელზეც დგახარ. შენი ტანჯვა ხანმოკლე იქნება, შემდეგ კი მარადიულ ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებ".

ოთხი თვე ჰყავდა ბატონს ანდრია ბორკილდადებული. შემდეგ გაათავისუფლა. და მაშინ ანდრია შეუდგა სალოსის ღვაწლით ცხოვრებას. იგი ქუჩებში სულელივით დარბოდა. ზოგი ეჩხუბებოდა, ზოგი აგდებდა, მყრალი ძაღლივით უკადრისობდნენ მას, ზოგი ეშმაკეულად მიიჩნევდა. თანატოლები ამასხარავებდნენ, სცემდნენ, დასცინოდნენ. ის კი ყველაფერს ითმენდა და გულში ლოცულობდა.

თუ ვინმე მოწყალებას გაიღებდა, ანდრია იღებდა და სხვა უპოვარს აძლევდა. მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ არავის შეემჩნია, არავის გაეგო, რომ მას ღარიბები უყვარდა. ის წინასწარ ლანძღავდა მათხოვრებს, თითქოს მათ ცემას აპირებდა და ამ დროს სახეში აყრიდა ხურდას, რომელიც ხელში ეჭირა; მათხოვრები ამ ხურდას კრეფდნენ.

ზოგჯერ ანდრია სამი დღე ზედიზედ მშიერი იყო, ზოგჯერ, თუკი არავინ მიაწოდებდა პურს, იგი კვირაობით შიმშილობდა, ტანთ დაკონკილი სამოსი ეცვა.

დღისით ქუჩებში სალოსობდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. ასეთ დიდ ქალაქში, ამდენ ადამიანს შორის, მისთვის არ მოიძებნა ადგილი, რომ თავი მოედრიკა. ღარიბები ქოხებიდან აგდებდნენ, მდიდრები ეზოშიც კი არ უშვებდნენ. ანდრიას დასაძინებელი ადგილიც არ ჰქონდა, რათა დაღლილი სხეული მოესვენებინა. მაშინ იგი მიდიოდა იქ, სადაც ქუჩის ძაღლები იწვნენ. მაგრამ არც ძაღლებს უნდოდათ ღვთის მონის მიღება. ცხოველები კბენდნენ და აგდებდნენ მას. ადამიანებისა და ცხოველებისგან გარიყულ ყმაწვილს არასოდეს ჰქონია თავშესაფარი. სიცხესა თუ ყინვაში ის ღამეებს ღია ცის ქვეშ ატარებდა.

ანდრიამ მიიღო ის ტანჯვა, რომელზედაც ოცნებობდა. ეს ტანჯვა მოწამეთა ტანჯვაზე მძიმე იყო – ყოველდღიური, უცვლელი, ყოველგვარი სილამაზისა და პოეზიის გარეშე...

 დიდებული მადლი უწყალობა უფალმა თავის მონას – ანდრიას – გაუმხილა ღვთისმშობლის ზრუნვა ამ ქვეყანაზე. ყმაწვილმა იხილა, თუ როგორ გადააფარა ზეციურმა დედოფალმა თავისი საფარველი ვლაქერნის ტაძარში მწუხრის ღვთისმსახურების დროს მლოცველებს...

ქრისტესთვის  სალოსი ანდრიას ხსოვნას ეკლესია აღნიშნავს ორ ოქტომბერს, ღვთისმშობლის საფარველის დღესას­წაულის მეორე დღეს.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა