martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

წმ. ეფრემ ასური

თხრობა სალოსის შესახებ

 

დედათა (ტაბენისის) მონასტერში ცხოვრობდა ქალწული, რომელიც ჭკუასუსტად და ეშმაკეულად წარმოაჩენდა თავს. მას იმდენად უკადრისობდნენ, რომ არც კი ჭამდნენ მასთან ერთად. ამიტომ, შედიოდა სამზარეულოში და თავის მსახურებას იქ აღასრულებდა; შეიძლება ითქვას, საქმით აღასრულებდა დაწერილს: „უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ“ (1 კორ. 3,18). თავზე ნაჭერი ჰქონდა შემოკრული (სხვები, ყველანი აღკვეცილები იყვნენ და ბარტყულებს ატარებდნენ) და ასე ემსახურებოდა. ოთხასი მონაზვნიდან არცერთს არასოდეს უხილავს, რომ მას ეტრაპეზა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ის ტრაპეზთან არ მჯდარა, არ აუღია პურის ნაჭერი, არამედ როცა მაგიდას ასუფთავებდა ნამცეცებისგან და რეცხავდა ქილებს, ამით კმაყოფილდებოდა (ანუ ამ მცირედი ნარჩენებით იკვებებოდა - მთარგმნ. შენ.). არავისთვის უწყენინებია რაიმე, არაფერი უთქვამს, არც დიდი, არც მცირე, არ დასცდენია დრტვინვა, იმის მიუხედავად, რომ მუშტებით სცემდნენ და დასცინოდნენ.

ამგვარად, წმინდა პიტირიმს, განდეგილს, ფრიად ღირსს პატივისცემისა, როდესაც ის პორფირიტში განმარტოებით იმყოფებოდა, ეცხადება ანგელოზი და ეუბნება: „რას ფიქრობ დიდად საკუთარ თავზე, როგორც კეთილკრძალული და ამგვარ ადგილას განმარტოებით მყოფი? გინდა გიჩვენო დედაკაცი, რომელიც შენზე მეტად კეთილკრძალულია? წადი ტაბენისის დედათა მონასტერში და ნახავ იქ ერთს, თავზე ნაჭრით. ის შენზე უმჯობესია, რადგან ასეთ გასაჭირს ებრძვის და გულით ღმერთს არასოდეს განშორებია. შენ კი აქ რომ იჯექი, გონებით ქალაქებში დაეხეტებოდი, თითქოს არც კი გამოსულხარ იქიდან“.

პიტირიმი ადგა, მივიდა იმ ადგილას, სადაც მონასტერი იყო და სთხოვა მოძღვრებს, შეეშვათ დედათა მონასტერში. მათ გაბედეს მისი შეშვება, როგორც ყველასგან პატივცემულის და მოხუცებულის. ამგვარად, როცა შევიდა, მოითხოვა ყველას ხილვა. მაგრამ სალოსი არ ჩნდებოდა. ბოლოს უთხრა მათ: „ყველა წარმომიდგინეთ, რადგან კიდევ ვიღაც აკლია“. უთხრეს: „გვყავს მონასტერში, სამზარეულოში, ერთი სულელი (სალოსი); რადგან ასე ეძახიან ჭკუასუსტებს“. ბერი ეუბნება: „ისიც მოიყვანეთ და მანახეთ“. ისინი მივიდნენ და ეძახდნენ, მაგრამ ის არ პასუხობდა, შეიძლება ხვდებოდა რაშიც იყო საქმე, ანდა გამოცხადებით იცოდა. დებმა ძალით წაიყვანეს, ეუბნებოდნენ: „წმინდა პიტირიმს სურს შენი ხილვა“; და ის სახელოვანი კაცი იყო.

ამგვარად, როცა ის მოვიდა და პიტირიმმა მის თავზე ნაჭერი დაინახა, ფეხებში ჩაუვარდა და მაღალი ხმით უთხრა: „მაკურთხე, ჩემო დედაო“. ისიც ჩაუვარდა ფეხებში ამ სიტყვებით: „შენ მაკურთხე, ბატონო აბბა“. ყველას გაუკვირდა და უთხრეს პიტირიმს: „არ გეწყინოს, აბბა, რადგან ის სულელია“. ბერი ეუბნება მათ: „სულელები თქვენ ხართ; ის კი თქვენთვისაც და ჩემთვისაც დედაა (ასე ეძახიან სულიერ დედებს). და მე მსურს მისი ღირსი გავხდე სამსჯავროს დღეს“.  ეს რომ მოისმინეს, ყველა მის ფეხებთან დაემხო, სხვადასხვა შეურაცხყოფას აღიარებდნენ მის მიმართ: ერთი, რომ გადაასხა ჭურჭლის ნარეცხი, მეორე, რომ მუშტებით სცემდა, სხვა, რომ ცხვირში მდოგვს აყრიდა. ერთი სიტყვით, ყველა აცხადებდა, რომ მას სხვადასხვაგვარ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამრიგად, პიტირიმმა ილოცა მათთვის და რამდენიმე დღეში წავიდა მონასტრიდან. იმან (სალოსმა) კი ვერ აიტანა დიდება და პატივი დებისგან და მათი ბოდიშებით შეწუხებული მონასტრიდან წავიდა. და არავინ იცოდა, საით წავიდა, სად შეეფარა და სად გარდაიცვალა. აი, სალოსობა ღვთისთვის და მოძულება დიდებისა! რამეთუ განაგდო კაცობრივი დიდება და განეშორა, ისურვა ღმერთი ყოფილიყო განდიდებული, რომელიც ადიდებს მის მოყვარულებს; რამეთუ მას (ღმერთს) შვენის დიდება უკუნისამდე! ამინ.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა