martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

რა გველოდება საშინელი სამსჯავროს შემდეგ

თავი მეორე

გ) წმიდა წერილი მარადიული ნეტარებისა და მარადიული ტანჯვის შესახებ

„მოწყალეთა“ მიერ საკუთარი ცდომილების გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა წმიდა წერილის ტენდენციური განმარტება. განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ წმიდა წერილში, სადაც ნათქვამია: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46); „შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მათ. 18,8); „იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10); „საშჯელი მოეხადოს, მომსრველი საუკუნოჲ“ (2 თესალ. 1,9); „და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანასა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხვილად საუკუნოდ“ (დან. 12,2) – თითქოსდა სიტყვა საუკუნო არ ნიშნავს მარადიულს. მაგრამ, ჯერ ერთი, ეს სიტყვა დაერთვის როგორც ცოდვილთა ტანჯვას, ასევე მართალთა ნეტარებას, ამიტომ ცხადია, თუ მართალთა ნეტარება დაუსრულებელი იქნება, რასაც არავინ უარყოფს, ე. ი. ცოდვილთა ტანჯვაც მარადიული იქნება. და მეორეც, წმიდა წერილში სხვა არაერთი ადგილია, რომლებიც ტანჯვის დაუსრულებლობას პირდაპირ ან არაპირდაპირ ამტკიცებენ: „და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ“ (ეს. 1,31); „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (ეს. 66,24; მარკ. 9,46); „ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა“ (მათ. 3,12); „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“ (მათ. 7,21); „ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათ. 12,31-32); „უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი (მათ. 26,24); „და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყვი თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ“ (ლუკ. 13,24); „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (იოან. 3,36); „ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10); „და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთმსახური, არა აქუს მკვიდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა“ (ეფეს. 5,5).

წმ. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი

ვისაც ეტყვის უფალი: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, ისინი სამუდამოდ იქნებიან მსჯავრდებულნი.53

წმ. ბასილი დიდი

უფალი ხან გადაჭრით ამბობს, რომ „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ.25,46), ხან სხვებს გზავნის „ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (25,41), ხოლო სხვა ადგილას უწოდებს „გეჰენიასა ცეცხლისასა“, და დაურთავს: „სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,47-48); და ჯერ კიდევ ძველად ზოგიერთების შესახებ წინასწარ თქვა წინასწარმეტყველის მიერ, რომ „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (ეს. 66,24). ამიტომ, თუკი იმის მიუხედავად, რომ ღვთივშთაგონებული წერილის სხვადასხვა ადგილას ამდენი მოწმობაა, მრავალი, თითქოს ივიწყებს უფლის ყველა ამგვარ გამონათქვამს, თავს ტანჯვის დასრულებას ჰპირდება, რათა უფრო თავისუფლად გაბედოს ცოდვა, – მაშინ ეს, რაღა თქმა უნდა, ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია. რადგან, თუკი საუკუნო ტანჯვას ოდესმე დასასრული ექნება, მაშინ უეჭველია, საუკუნო ცხოვრებასაც ექნება დასასრული. და თუკი ვერ ბედავ ამის ფიქრს (საუკუნო) ცხოვრებაზე, მაშ რის საფუძველზე დაუდებ სასრულს საუკუნო სატანჯველს? ტანჯვასაც და ცხოვრებასაც ერთნაირად დაერთვის ერთი სიტყვა – საუკუნო. ნათქვამია: წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა (მათ. 25,46). და ამაზე შეთანხმებულებმა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნათქვამი: „იტანჯოს იგი ფრიად“ და „იგუემოს მცირედ“ (ლუკ. 12, 47-48), აღნიშნავს არა ტანჯვის დასრულებას, არამედ ტანჯვის სხვადასხვაობას.54

წმ. იოანე ოქროპირი

იმის შესახებ, რომ იქ ნამდვილად არ იქნება სასჯელისგან განთავისუფლება, მოუსმინე, რას ამბობს თვითონ ქრისტე: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9,44). და კიდევ: „წარვიდენ ერთნი ცხორებასა საუკუნესა, ხოლო სხვანი – სატანჯველსა საუკუნესა“ (შდრ. მათ. 25,46). ამრიგად, თუკი იქნება ცხოვრება მარადიული, მაშ, სასჯელიც მარადიულია.55

 

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომლისა ნიჩაბი ხელთა მისთა, განწმიდოს კალოჲ თვისი და შეიკრიბოს იფქლი მისი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა“ (მათ. 3,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ზემო სატანჯველი ოდენ ახსენა, ხოლო აქა მსაჯულსაცა გვიჩუენებს და ტანჯვისა მის დაუსრულებელობასა წარმოიტყვის: „ბზე დაწუასო ცეცხლითა უშრეტითა“.56

 

ამრიგად, ქრისტემ გამოგვიცხადა, რომ გეენის ცეცხლს არა აქვს დასასრული; და პავლეც ამტკიცებს, რომ ტანჯვა დაუსრულებელი იქნება, როდესაც ამბობს: ცოდვილებს „საშჯელი მოეხადოს, მომსრველი საუკუნოჲ“ (2 თესალ. 1,9); და კიდევ: „ნუ სცთებით: არცა მეძავთა... არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10). და ებრაელთა მიმართაც ამბობს: „მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რომლისა თვინიერ ვერვინ იხილოს უფალი“ (ებრ. 12,14). ასევე ქრისტე სიტყვებზე: „სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით“, უპასუხებს: „არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მათ. 7,22-23). და ქალწულებს, რომელთათვისაც კარი დაეხშა, უკვე აღარ შეეძლოთ (სასუფეველში) შესვლა (მათ. 25,1-12); და მათ შესახებ, ვინც მას (უფალს) არ მისცეს საჭმელი, ის ამბობს: „წარვიდეს სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46).57

წმ. კირილე ალექსანდრიელი

„რამეთუ ცეცხლი ეტყინების. ვინ მოგითხროს თქუენ ადგილი საუკუნოჲ?“ (ეს. 33,14). ამ სიტყვებით (წინასწარმეტყველი) გვიჩვენებს, რომ ქრისტეს მოწინააღმდეგეებს სასტიკი და გარდაუვალი სასჯელი მოელით, სამსჯავროს ჟამს ცეცხლს მიეცემიან. თვითონ უფალმაც თქვა ერთგან: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (იოან. 3,36). და ულმობლებსა და დაუმორჩილებლებს მიუთხრობს საუკუნო ადგილს; მათთვის გამზადებულია ცეცხლი და ეტყინების, და ეს სამარადისოა, როგორც თვითონ წინასწარმეტყველი სხვა ადგილას ამბობს ცოდვებში აღსრულებულებზე: „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ხორცისა“ (ეს. 66,24).58

წმ. იოანე დამასკელი

საუკუნედ ითქუმის ყოველი ესე აწინდელი ცხორებაჲ. და საუკუნედ – შემდგომად აღდგომისა ყოფადი იგი დაუსრულებელი.

... ხოლო საუკუნე ცხორებაჲ და საუკუნე ტანჯვაჲ დაუსრულებლობასა ცხად-ჰყოფს ყოფადისასა, რამეთუ არცა შემდგომად აღდგომისა დღითა და ღამითა აღირაცხის ჟამი, არამედ იყოს უფროჲსღა ერთი დღე დაუმწუხრებელი, ოდეს-იგი მზე სიმართლისაჲ მართალთა ზედა ჰაეროვნებით ბრწყინვიდეს, ხოლო ცოდვილთათვის ღამე იყოს უნათლო, დაუსრულებელი. აწ უკუე ვითარ ორიგენიანისა კუალად-გებისა ათასთა წელიწადთაჲ იგი აღირაცხოს ჟამი?“59

წმ. ათანასე დიდი

 „სიკუდული ცოდვილთაჲ ბოროტ არს“ (ფსალმ. 33,22) – გულისხმობს სულიერ სიკვდილს, რომელსაც მოჰყვება საუკუნო ცეცხლი, ბნელი გარესკნელი, მატლი დაუძინებელი, ტირილი და ღრჭენა კბილთა, რამეთუ ცოდვილებს ელოდებათ გეენა და სიბნელე.60

წმ. ეფრემ ასური

მაშინ, როგორც თქვა უფალმა, „განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა“ (მათ. 25,32-33). – ის ცხოვარნი, რომლებსაც აქვთ კეთილი ნაყოფი, რომლებმაც იციან მწყემსი, რომლებიც არიან აღბეჭდილნი (ნათლისღებით), რომლებმაც დაიცვეს ბეჭედი დაუზიანებლად, რომლებიც გაყვნენ დიდ მწყემსს, რომელმაც თქვა: „მომდევდით მე“, ცხოვარნი, რომლებმაც არ შებილწეს წმიდა სარწმუნოება მწვალებლური გმობებით; ამ ცხვრებს დაადგენს „მარჯვენით მისსა“. ... მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომებს: „წადით ჩემგან ყოველნო წყეულნო ცეცხლსა გარესკნელსა. წადით ჩემგან, მოძულეებო, უმოწყალონო, ძმათმოძულენო, ქრისტესმოძულენო. თქვენ არ იწყალებდით, და არ იქნებით შეწყალებულნი; თქვენ არ უსმენდით ჩემს წმიდა სახარებებს და ჩემს ნეტარ მოწაფეებს, და მე არ შევისმენ თქვენს ტირილს. თქვენ ქვეყნად ფუფუნებაში იყავით, ცხოვრებაში კეთილდღეობით ტკბებოდით. იქ ყოველდღიურად მოგიწოდებდით წმიდა წერილით, თქვენ კი გესმოდათ და დასცინოდით მკითხველებს. და აწ ვამბობ: „არა გიცნი თქუენ“. წადით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა გარესკნელსა და სამარადისოსა, რომელიც განმზადებულია ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის“. მაშინ წავლენ ისინი მარადიულ სატანჯველში, ხოლო მართალნი – მარადიულ ცხოვრებაში.61

 

გსმენია, რომ „ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს. ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს“ (მათ. 24,40-41)... როგორ წარიტაცებიან მართალნი, დაე პავლემ თქვას: ქრისტეს მიერ მცხოვრებნი აღიტაცებიან ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და მარადის უფლისა თანა იყოფოდნენ (იხ. 1 თესალ. 5, 16-17). როგორ დაიტევებიან ცოდვილნი? ანგელოზნი შეკრებენ რჩეულებს ოთხთაგან ქართა (იხ. მათ. 24,31), ხოლო უკეთურებს დაწვავენ ცეცხლითა მით უშრეტითა (იხ. მათ. 3,12).62

ნეტარი ავგუსტინე

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სიტყვები: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მათ. 25,41), და კვლავ: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46), და ისევ: „და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10), და შემდეგ: „მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“ (ეს. 66,24), და სხვა მსგავსი ნათქვამია უფრო მუქარისთვის, ვიდრე ნამდვილი სასჯელისთვის – ისინი სრულ და გადამწყვეტ წინააღმდეგობაში არიან არა იმდენად ჩემს მიმართ, რამდენადაც თვით საღმრთო წერილის მიმართ. სინამდვილეში ნინეველებმა აწმყო ცხოვრებაში მოინანიეს (იონა 3,7) და ამიტომაც იყო სინანული ნაყოფიერი, იმ მინდვრად მთესველთა მსგავსად, რომლებიც ღვთის ნებით ცრემლით თესავენ და სიხარულით იმკიან (ფსალმ. 125,6). მიუხედავად ამისა, ვინ დაიწყებს მათზე უფლის წინასწარმეტყველების აღსრულების უარყოფას, გარდა იმ ადამიანისა, ვისაც ნაკლებად ესმის, როგორ მუსრავს ღმერთი ცოდვილებს არა მხოლოდ მრისხანებით, არამედ წყალობითაც. ცოდვილები ორი სახით შეიმუსრებიან – ან როგორც სოდომელები, როცა ცოდვების გამო თვითონ ადამიანები ისჯებიან, ან როგორც ნინეველები, როცა სინანულის საშუალებით მხოლოდ ადამიანთა ცოდვები შეიმუსრება. აქედან გამომდინარე, ღვთის წინასწარმეტყველება აღსრულდა: ბოროტი ნინევია შემუსვრილია, და გამოჩნდა კეთილი ნინევია, რომელიც არ არსებობდა. რამეთუ მართალია კედლები და სახლები დაუზიანებელი დარჩა, მაგრამ ქალაქი თავის ბიწიერ ზნე-ჩვეულებებში შეიმუსრა. ამგვარად, თუმცა კი წინასწარმეტყველი დამწუხრებული იყო, რომ ნინეველთა შემაშინებელი წინასწარმეტყველება არ აღსრულდა (იონა 4,1-4), მაგრამ ის, რაც წინასწარმხედველმა ღმერთმა იწინასწარმეტყველა, აღსრულდა, რამეთუ მან, ვინც იწინასწარმეტყველა, იცოდა, უკეთესად როგორ უნდა აღსრულებულიყო ნაწინასწარმეტყველები.63

წმ. გრიგოლ ნოსელი

სადაა ძვირფასი ჭურჭელი? სადაა კლიტეებით დაკრძალული განძის უსაფრთხოება? სად არიან ღამის დარაჯებად მიჩენილი ძაღლები და ბოროტგანმზრახველთა საწინააღმდეგო იარაღის მარაგი? სადაა წიგნებში ჩაწერილი ნიშნები? რას წარმოადგენენ ისინი ტირილთან და კბილთა ღრჭენასთან შედარებით? ვინ გაანათებს ბნელს? ვინ ჩააქრობს ცეცხლს? ვინ გარემიაქცევს მატლს, რომელიც არ კვდება?64

ნეტარი იერონიმე

„და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხორებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46) – კეთილგონიერო მკითხველო, ყურადღება მიაქციე იმას, რომ სასჯელიც სამუდამოა და მარადიულ ცხოვრებასაც არანაირი დასასრული არ ექნება.65

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ხოლო „საკრველები სამარადისოჲ“ (იუდა 1,6) არის მათი (საუბარია ბოროტ ანგელოზებზე) სრული და მუდმივი, ნებაყოფლობითი შეუძვრელობა სიკეთესთან მიმართებით, რის გამოც ისინი არანაირად და არასოდეს არ ტკბებიან საღვთო განსვენებით; ანდა – განგებულებით მოქმედი ძალა ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის აკავებს მათ მძვინვარებას ჩვენს წინააღმდეგ და არ უშვებს, რომ მათმა სიბოროტემ მახეები დაგვიგოს.

„წყვდიადი“ კი არის ღვთის მადლის სრული უმეცრება, და საკუთარი ნებით ამ წყვდიადით მთლიანად რომ განიმსჭვალნენ, დაკარგეს წმიდა ნათლის ნეტარი და ყოვლადნათელი მოცემა, რამეთუ მათთვის ბუნებითად მინიჭებული გონებრივი ძალა არარსებულზე გაფლანგეს. ხოლო რა ელით მათ საშინელი სამსჯავროს დღეს, იცის მხოლოდ „მართალმან მსაჯულმან“ (2 ტიმ. 4,8), რომელიც თითოეულისთვის სამართლიან მისაგებელს აწესებს, ბოროტების შესაბამის სასჯელის სახეს განაჩინებს და თავისი სახიერი ბრძანებებით სამართლიანად გამოაქვს შესაფერისი დაუსრულებელი მსჯავრი.66

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

„და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა“ (მათ. 3,12). ჩაუქრობელია გეენის ცეცხლი. ამიტომაც ცდებოდა ორიგენე, როცა ამბობდა, რომ ტანჯვას დასასრული ექნებაო.67

 

ცხონებას ვერანაირი სიმდიდრით ვერ იყიდი. ასე რომ არ იყოს, ის, ვინც მთელ ქვეყანას შეიძენდა, ყველაფერს მისცემდა მაშინ, როდესაც გეენის ცეცხლში დაიწვებოდა და ასე გამოისყიდიდა თავს. მაგრამ იქ ასეთი გამოსყიდვა შეუძლებელია. აქ (მარკ. 8,36) იმათი ბაგეებიც დუმდება, ვინც ორიგენეს კვალდაკვალ ამბობს, რომ სულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ მას შემდეგ შეიცვლება, როცა ისინი მათი ცოდვების შესაბამისად დაისჯებიან. დაე ისმინონ მათ, რომ იქ არანაირად არ შეიძლება სულის გამოსასყიდის გადახდა და ტანჯვა მხოლოდ იმ ზომით, რაც საჭიროა თითქოსდა ცოდვების დასაკმაყოფილებლად.68

 

„რომელთა-იგი საშჯელი მოეხადოს, მომსრველი საუკუნოჲ“ (1 თესალ. 2,9). ამგვარად, სად არიან ორიგენისტები, ტანჯვის დასრულების შესახებ რომ ზღაპარსიტყვაობენ? ტანჯვა პავლემ მარადიულად მოიხსენია. რანაირად შეიძლება თქვენთვის მარადიული დროებითი იყოს?69

წმ. გრიგოლ პალამა

მას (მდიდარს) ეუბნება აბრაამი: ვინაიდან შენ სიტკბოებით, თავაშვებულად და გაფანტულად ცხოვრება არჩიე თავშეკავებას, ამიტომ სამართლიანად გეწია მწუხარება, ჭირი და სივიწროვე; ხოლო რადგანაც არც გაჭირვებულებთან გქონია რამენაირი თანაზიარება მოწყალების საშუალებით, და არ შეგიძენია მეგობრები „მამონაჲსა მისგან სიცრუვისა“ (ლუკ. 16,9), და არ მიეცი შენი ნამეტნავი მათი ნაკლულევანების შესავსებად (2 კორ. 8,14), არამედ სრულიად უზიარებელი იყავი წმინდანებთან, განეშორებოდი მათგან, როგორც ბოროტება განეშორება სათნოებას, ამიტომ ახლა შორის ჩვენსა, ვინც სათნოებით ვიცხოვრეთ, და თქვენსა, ვინც ცხოვრება ბოროტებაში გაატარეთ, დიდი და გადაულახავი უფსკრულია დამტკიცებული, ისე, რომ ვერასოდეს შეძლებენ ერთნი მეორეებთან გადასვლას. ამით კი მტკიცდება დაუსრულებლობა და უცვალებლობა როგორც ცოდვილთა ტანჯვისა, ასევე მართალთა ნეტარებისა.70

წმ. თეოფანე დაყუდებული

ხომ გვაქვს ჩვენ ნამდვილი ახალაღთქმისეული წიგნები. იქ წერია: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათ. 25,46). შემდეგ, რამდენი თარგმანიც კი არსებობს ახალი აღთქმისა, ყველგან წერია: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“. და არც ერთი თარგმანის არც ერთ მთარგმნელს აზრად არ მოსვლია, რომ რაღაც სხვანაირად ეთარგმნა ეს საშინელი სიტყვები: „სატანჯველსა საუკუნესა“. ამიტომაც უეჭველია, რომ უფალმა სწორედ ასე თქვა. განსამარტავი აქ არაფერია – სიტყვები განმარტების გარეშეც ცხადია. ურწმუნოები, და არა მორწმუნეები ცდილობდნენ სიტყვა „საუკუნე“ სხვაგვარად განემარტათ, თითქოს „საუკუნე“ აქ შეფარდებით მარადიულობას ნიშნავს: დიდხანს-დიდხანს, მაგრამ არა დაუსრულებლად, – ისე დიდხანს, რომ ეს ხანგრძლივობა მარადიულობად მოგვეჩვენება, მაგრამ მაინც დასრულდება. ამ განმარტების სიმცდარეს ამხელს იქვე დაწერილი სხვა სიტყვა: „ცხოვრებასა საუკუნესა“ (მათ. 25,46). „ცხოვრებასა საუკუნესა“ – ცრუ განმმარტებლებსაც ესმით, როგორც დასასრულის არმქონე. ასევე უნდა გვესმოდეს საუკუნო სატანჯველიც. ორივე გამოთქმა ერთნაირ პირობებშია. რასაც ერთში გულისხმავყოფთ, ის მეორეში არ უნდა უარვყოთ. თუკი ცხოვრება დაუსრულებელია, ტანჯვაც დაუსრულებელია.71

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა