martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

„რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა...“

(წმ. პაისი დიდის ცხოვრებიდან )

 

წმიდა პაისი დიდის ერთ-ერთი მოწაფე მისი ბრძანებით ეგვიპტეში გაემგზავრა ნახელავის გასაყიდად. გზაზე ერთი ებრაელი დაემგზავრა, ისიც ეგვიპტეში მიდიოდა. ებრაელმა მისი გულუბრყვილობა რომ დაინახა, იმ საწამლავის გადმოღვრა დაიწყო, რომელიც სულთა მკვლელი გველისგან გულში ჰქონდა ჩამარხული. მან მონაზონს უთხრა:

– საყვარელო, ასე რატომ გჯერათ უბრალო ჯვარცმული კაცისა, როდესაც ის სულაც არ იყო მოლოდებული მესია? ის კი არა, სხვა უნდა მოვიდეს.

ამის შემდეგ ებრაელმა კიდევ მრავალი ბოროტი და სულის მავნებელი სიტყვა უთხრა, ხოლო მონაზონი, გონებრივი სისუსტისა და გულუბრყვილობის გამო ცდუნდა, მან დაიჯერა მისი ნათქვამი და ერთხელაც ჩაილაპარაკა:

– იქნებ მართალიცაა, რასაც შენ ამბობ.

ჰოი, ცდუნება და მოულოდნელი თავდასხმა! ამ მონაზონს იმწამსვე განეშორე ნათლობის მადლი, რის შესახებაც ქვემოთ იქნება ნათქვამი.

როდესაც მონაზონი უდაბნოში დაბრუნდა და ღირს პაისისთან მივიდა, ბერი მისთვის მიუწვდომელი გახდა: ის თავის მოწაფეს თვალს არიდებდა, ყველგან პირს იბრუნებდა მისგან და ერთ სიტყვასაც არ პასუხობდა. დიდხანს გრძელდებოდა ასე, მოწაფე დიდ მწუხარებაში იყო, ვერ ხვდებოდა, რა დააშავა წმიდა პაისის წინაშე. ერთხელაც მივიდა მოძღვართან, ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:

– მამაო, რატომ იბრუნებ ჩემგან პირს, რატომ უგულებელმყოფ შენს უბადრუკ მოწაფეს? ადრე ასეთი რამ არასოდეს გაგიკეთებია და ახლა რატომ მექცევი ასე, პირს იბრუნებ, როგორც ვინმე ბილწი კაცისგან.

ბერმა მიუგო:

– ვინ ხარ, ადამიანო? მე შენ არ გიცნობ.

მონაზონმა უთხრა:

– მამაო, რა დაინახე ჩემში უცნაური, რომ ვეღარ მცნობ? განა შენი მოწაფე არა ვარ? – და ამასთან თავისი სახელი უთხრა.

ბერმა უპასუხა:

– ეს ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო და ნათლობის მადლი იყო მასზე, შენ კი არა ხარ ამგვარი. თუ შენ მართლა ის მოწაფე ხარ, ჭეშმარიტად განგშორებია ნათლობის მადლი და ქრისტიანის სახე დაგიკარგავს. მითხარი, რა დაგემართა? მომიყევი, რა განსაცდელი გადაგხდა, რა სულის წარმწყმედელი შხამი შესვი მგზავრობისას?

მონაზონმა მიუგო:

– შემინდე, მამაო, არაფერი გამიკეთებია.

წმინდანმა უთხრა:

– გამშორდი ყველა იმათთან ერთად, ვინც უარყო უფალი, არ მსურს შენთან საუბარი. შენ რომ ჩემი მოწაფე იყო, მაშინ ისეთადვე დაგინახავდი, როგორიც იყავი.

მონაზონი ატირდა და ამბობდა:

– მე ვარ ის შენი მოწაფე, სხვა არავინ, არ ვიცი რა ბოროტება ჩავიდინე.

პაისი დიდმა ამის შემდეგ ჰკითხა:

– ვის ესაუბრე მგზავრობისას?

– მხოლოდ ებრაელს, სხვა არავის – მიუგო მონაზონმა.

– რა გითხრა ებრაელმა, და შენ რა უპასუხე? – უთხრა წმინდანმა.

მოწაფემ ამაზე უპასუხა:

ებრაელს ცუდი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა, ქრისტე, რომელსაც ეთაყვანებით, არ არის ჭეშმარიტი ქრისტეო, მაცხოვარი აწ უნდა მოვიდეს ქვეყნადო. მე კი ამაზე ვუთხარი – შეიძლება მართალიცაა, რასაც შენ ამბობო.

ბერმა წამოიძახა:

– ჰოი, უბადრუკო! რაღა იქნება ამ სიტყვაზე უარესი და უბილწესი, რომლითაც შენ უარყავი ქრისტე და მისი საღმრთო ნათლისღება? ახლა წადი და დაიტირე თავი როგორც გინდა, რამეთუ არაა ჩემთან შენი ადგილი, შენი სახელი ქრისტეს უარმყოფელებთან დაიწერა, მათთან მიიღებ სასჯელსა და ტანჯვას.

ბერის სიტყვების შემდეგ მოწაფე ატირდა და წმინდანს შეევედრა:

– მამაო, შემიწყალე მე უბადრუკი, მოანიჭე ჩემ სულს მშვიდობა! გაუფრთხილებლობით დავკარგე საღმრთო განათლება, ბოროტი ეშმაკების გასახარელი გავხდი, აღარ ვიცი რა მოვიმოქმედო, მაგრამ შეუვრდები ღმერთს და შენს წმიდა ლოცვებს, ნუ უგულებელმყოფ მე საცოდავს, შეევედრე ჩემთვის ქრისტე მეუფეს, რომ კვლავ დამიბრუნოს თავისი წყალობა!

როდესაც ის ასე ლოცულობდა და ბერს მოწყალე-ყოფდა უფრო ცრემლებით, ვიდრე სიტყვებით, წმინდანს შეებრალა და უთხრა:

– მოითმინე, შვილო, ახლა უნდა ვევედროთ შენთვის კაცთმოყვარე ღმერთს.

ეს რომ თქვა, წმინდანი ლოცვად დაეყუდა და სთხოვდა უფალს, მიეტევებინა ცოდვა მისი მოწაფისთვის, რომელმაც გაუფრთხილებლობით და გულუბრყვილო უყურადღებობით შესცოდა. უფალმა, რომელიც თავისი სათნო-ყოფილის ლოცვას ყოველთვის ასრულებდა, მიუტევა ცოდვის ჩამდენს. მიტევების ნიშანი კი ამგვარი იყო: წმინდანმა იხილა, რომ უფლის მადლი მტრედის სახით დაბრუნდა მოწაფესთან და მის ბაგეებში შევიდა; ამასთანავე იხილა ცოდვილი მონაზვნისგან შავი კვამლის სახით გამოსული ბოროტი სული.

ეს რომ იხილა, წმინდანმა ირწმუნა, რომ უფალმა მიუტევა იმ ძმას. მან მონაზონს უთხრა:

– ჰოი, შვილო, ჩემთან ერთად დიდება და მადლობა შესწირე ქრისტე ღმერთს, რამეთუ არაწმინდა მგმობელი სული გამოვიდა შენგან და მის ნაცვლად სული წმიდა შევიდა შენში, რომელმაც ნათლობის მადლი დაგიბრუნა. ამგვარად, ამიერიდან თავს გაუფრთხილდი, რომ სიზარმაცითა და გაუფრთხილებლობით კვლავ მტრის მახეებში არ ჩავარდე და შეცოდებულმა გეენის ცეცხლი არ დაიმკვიდრო.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა