martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ათი მცნების განმარტება

 

თავი მეოთხე

პირველი მცნების შესახებ

 

კითხვა: რას ნიშნავს სიტყვები: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი?"

 

პასუხი: ამ სიტყვებით ღმერთი საკუთარ თავზე მიუთითებს და, მაშასადამე, ადამიანს უფალი ღმერთის შეცნობას უბრძანებს.

 

კითხვა: ღვთის შეცნობის შესახებ ამ ბრძანებაში რა განსაკუთრებული მოვალეობები შეიძლება ვიგულისხმოთ?

 

პასუხი: 1. უნდა ვეძიოთ ღვთის შეცნობა, რაც უმნიშვნელოვანესია ყველა ცოდნათა შორის.

 

2. ბეჯითად ვისმინოთ სწავლანი ღვთისა და მისი საქმეების შესახებ ეკლესიაში და ღვთისმოსავი საუბრები – სახლში.

 

3. საჭიროა ისეთი წიგნების კითხვა ან მოსმენა, რომლებიც ღვთის შეცნობას გვასწავლიან: პირველი – წმიდა წერილი, მეორე – წმინდა მამათა ნაწერები.

 

კითხვა: რას გვავალებს სიტყვები: "არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე?"

 

პასუხი: გვავალებს, მივმართოთ და მივემსჭვალოთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ანუ კეთილკრძალულებით მას მივაგოთ პატივი.

 

კითხვა: რა მოვალეობები განეკუთვნება ღვთისადმი შინაგან პატივისცემას?

 

1. რწმენა ღვთისა.

 

2. ღვთის წინაშე სვლა, ანუ ხსოვნა ღვთისა და ყოველთვის წინდახედულად მოქცევა, რადგან იგი (ღმერთი) ხედავს არა მხოლოდ საქმეებს, არამედ ჩვენს ყველაზე დაფარულ ფიქრებსაც.

 

3. ღვთისმოშიშება ანუ მის წინაშე კეთილკრძალულება. ეს ნიშნავს – ზეციური მამის რისხვა ჩვენთვის უდიდეს უბედურებად ჩავთვალოთ; ამიტომაც უნდა ვეცადოთ, არ განვარისხოთ იგი.

 

4. ღვთისადმი სასოება.

 

5. ღვთის სიყვარული.

 

6. ღვთისადმი მორჩილება, ანუ მუდმივი მზადყოფნა – ვაკეთოთ ის, რასაც ღმერთი გვიბრძანებს და არ ვდრტვინავდეთ, როდესაც იგი ისე არ გვექცევა, როგორც ჩვენ გვსურს.

 

7. ღვთის, როგორც უზენაესი არსების თაყვანისცემა.

 

8. ღვთის, როგორც ყოვლადსრულყოფილი არსების განდიდება.

 

9. ღვთის, როგორც შემოქმედის, განმგებლისა და მაცხოვრის მადლიერება.

 

10. ღვთის, როგორც ყოვლადსახიერისა და ყოველ კეთილ წამოწყებაში ყოვლისშემძლე შემწის მოხმობა.

 

კითხვა: რა მოვალეობანი განეკუთვნება ღვთის გარეგან პატივისცემას?

 

პასუხი: 1. ღვთის აღიარება. ეს ნიშნავს ვაღიაროთ, რომ ის არის ჩვენი ღმერთი, და არ უარვყოთ იგი, თუნდაც ამისთვის ტანჯვა და სიკვდილი გველოდეს.

 

2. ღვთისგან დადგინებულ და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებულ საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.

 

კითხვა: პირველი მცნების უკეთ გასააზრებლად და დასაცავად საჭიროა კიდევ ვიცოდეთ: რომელია მისი საწინააღმდეგო ცოდვები?

 

პასუხი: 1. უღმერთობა – როდესაც ადამიანები, რომელთაც ფსალმუნთმგალობელი სამართლიანად უწოდებს უგუნურებს, ამბობენ "გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი" (ფს. 13,1) და ამით სურთ ღვთის სამსჯავროს შიშისგან განთავისუფლება.

 

2. მრავალღმერთიანობა როდესაც ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ნაცვლად ცრუ ღმერთებს აღიარებენ. აქ უნდა ვიგულისხმოთ ყველა ძველი და თანამედროვე წარმართული რელიგია – ინდუიზმი, ბუდიზმი, ცეცხლთაყვანისმცემლობა და ა. შ.

 

3. ურწმუნოება – როდესაც აღიარებენ ღმერთის არსებობას, მაგრამ მისი განგებულებისა და გამოცხადების არ სჯერათ.

 

4. ერესი – როდესაც ადამიანები ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას სიცრუეს შეურევენ. წმინდა მამები ერესის ცნებაში აერთიანებენ როგორც მართლმადიდებლობიდან განდგომილ მიმდინარეობებს (მაგ. კათოლიციზმი, მონოფიზიტობა, პროტესტანტობა), ასევე ე. წ. მონოთეისტურ რელიგიებს იუდაიზმი და ისლამი.

 

5. განხეთქილება ანუ თვითნებური გამოყოფა მართლმადიდებელი ეკლესიისგან.

 

6. ღვთისგან განდგომა – როდესაც უარყოფენ ჭეშმარიტ ღმერთს ან ჭეშმარიტ სარწმუნოებას ადამიანური შიშის გამო ან ამქვეყნიური სარგებელის შესაძენად.

 

7. სასოწარკვეთილება – როდესაც ღვთისგან მადლის მიღებისა და გადარჩენის იმედი საერთოდ აღარ აქვთ.

 

8. ჯადოქრობა – როდესაც არ სწამთ ღვთის ყოვლისშემძლეობა და სჯერათ ადამიანის ყოვლისშემძლეობისა, საიდუმლო ძალებისა, განსაკუთრებით ბოროტი სულებისა, და მათი მეშვეობით ცდილობენ თავიანთი სურვილების აღსრულებას. ჯადოქრობას განეკუთვნება სხვადასხვაგვარი ოკულტიზმი, შავი და თეთრი მაგია, იოგა, ე. წ. თეოსოფია და ანთროპოსოფია, სპირიტიზმი, ასტროლოგია, მკითხაობა, შელოცვა, "ექსტრასენსული" მკურნალობა, ძენ-ბუდიზმი, ის აღმოსავლური ორთაბრძოლები, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანის ე. წ. შინაგანი ძალების განვითარებას და ა. შ.

 

9. ცრურწმენა – როდესაც სწამთ რომელიმე ჩვეულებრივი ნივთის ღვთიური ძალა და ღმერთის სანაცვლოდ მას სასოებენ, მისი ეშინიათ, ან რაიმე მოვლენას მიაწერენ ბედნიერებას ან უბედურებას, როგორც, მაგალითად, ბედნიერ ან უბედურ დღეებსა და წლებს, ვარსკვლავების განლაგებას, კარგ და ცუდ "ფეხს", შავ კატას, 13 რიცხვს და ა.შ.

 

10. მცონარება (სიზარმაცე) კეთილმსახურების შესწავლის (1 ტიმ. 6,3), ლოცვისა და საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიმართ.

 

11. ღმერთზე მეტად ქმნილების სიყვარული.

 

12. კაცთმოთნეობა როდესაც ადამიანების მომადლიერებისთვის ზრუნავენ და არ ცდილობენ – სათნოეყონ ღმერთს.

 

13. კაცთმოიმედეობა როდესაც საკუთარი ან სხვათა შესაძლებლობის იმედი აქვთ და არა საღვთო წყალობისა და შემწეობისა.

 

კითხვა: რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ კაცთმოთნეობა და კაცთმოიმედეობა ეწინააღმდეგება პირველ მცნებას?

 

პასუხი: იმიტომ, რომ ადამიანი, რომლის გულის მოგებაც გვინდა ან ვისი იმედიც გვაქვს, გარკვეულწილად ჩვენთვის უცხო ღმერთი ხდება და ჭეშმარიტი ღმერთის ადგილს იკავებს.

 

კითხვა: რას გვასწავლის წმიდა წერილი კაცთმოთნეობის შესახებ?

 

პასუხი: პავლე მოციქული ამბობს: "აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალ. 1,10).

 

კითხვა: რას გვეუბნება წმიდა წერილი კაცთმოიმედეობის შესახებ?

 

პასუხი: "ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისაჲ და უფლისაგან განდგეს გული მისი" (იერემ. 17,5).

 

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, უკეთ რომ შეძლოს ღვთის წინაშე საკუთარი მოვალეობების წარმატებით შესრულება?

 

პასუხი: უნდა უარყოს თავი თვისი.

 

"რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ", ბრძანებს იესო ქრისტე, – "უვარ-ყავნ თავი თვისი" (მარკ. 8,34).

 

კითხვა: რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა?

 

პასუხი: ბასილი დიდი ამას ასე განმარტავს: "თავისთავს უარყოფს ის, ვინც განიძარცვავს ძველ ადამიანს – მაცდური გულისთქმებისგან გახრწნილს – და მის საქმეებს. აგრეთვე უარყოფს ყველა საერო მიდრეკილებას, რომლებიც წინ აღუდგებიან ღვთისმსახურების წადილს. სრული განდგომა ნიშნავს თავად ცხოვრებისაგან განშორებას, სიკვდილზე ფიქრს, საკუთარი თავის იმედის არქონას" (ვრცელი მართლმადიდებლური პასუხები, 8).

 

კითხვა: რა ნუგეში შეიძლება მიიღოს ადამიანმა, როდესაც საკუთარი თავის უარყოფით მოიკლებს ბევრ ბუნებრივ სიამოვნებას?

 

პასუხი: მადლმოსილი, საღვთო ნუგეში, რასაც ტანჯვაც კი ვერ დააკარგვინებს.

 

"რამეთუ, ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი" (2 კორ. 1,5).

 

კითხვა: თუ პირველი მცნება გვიბრძანებს, რომ კეთილკრძალულებით მივაგოთ პატივი ერთ ღმერთს, მაშინ ეთანხმება თუ არა ამ მცნებას ანგელოზთა და წმინდა ადამიანთა თაყვანისცემა?

 

პასუხი: ანგელოზთა და წმინდანთა ჯეროვანი პატივისცემა სრულად ეთანხმება ამ მცნებას იმიტომ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ მათში დავანებულ და მოქმედ ღვთის მადლს და მათი მეშვეობით ღვთისგან ვითხოვთ შემწეობას.

 

შემდეგი თავი

ათი მცნება და სარჩევი

 

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა