martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

წერილები

იმის შესახებ, რომ სულიერი წიგნები ჩვენი მდგომარეობის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ

 

შეეცადეთ წმინდა მამათა ის წიგნები იკითხოთ, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება თქვენი ცხოვრების წესს, რათა შეგეძლოთ არა მარტო კითხვით დატკბეთ და ისიამოვნოთ, არამედ საქმითაც შეასრულოთ მათი რჩევა-დარიგებები. ერში მცხოვრები ქრისტიანი იმ დიდი მღვდელმთავრების თხზულებებს უნდა კითხულობდნენ, ხალხისთვის რომ წერდნენ და ისეთ ქრისტიანულ სათნოებებს ასწავლიდნენ, რომლებიც ყოფითი საქმეებით დაკავებულ ადამიანებს შეეფერებათ. სხვა არის მონასტრის კრებულში მცხოვრებ მონაზონთა საკითხავი: ისინი იმ წმინდა მამათა წიგნებს უნდა კითხულობდნენ, ვინც ამ სახის მოღვაწეობის შესახებ წერდა. და კიდევ სულ სხვაა დაყუდებული ბერებისათვის განკუთვნილი საკითხავი! იმ სათნოებების შესწავლა, რომლებიც კაცის ცხოვრების წესს არ შეესაბამება, სულს ოცნებასა და ყალბ მდგომარეობაში აგდებს. ცხოვრების წესისათვის შეუსაბამო სათნოებებში წვრთნა მთელ ჩვენს შრომას უნაყოფოს ხდის, ცხოვრებაც ფუჭად იხარჯება და სათნოებებიც ქარს მიაქვს: სულს არ ძალუძს მათი შენარჩუნება და იძულებული ხდება მალე აიღოს ხელი მათზე, როგორც რაღაც შეუსრულებელზე. ამგვარი, კაცის ძალებსა და შესაძლებლობებს აღმატებული წვრთნა მაღალ სათნოებებში სულს ხშირად უკურნებლად ასნეულებს და შფოთში აგდებს; ამასთან დიდი ხნით, ზოგჯერ სამუდამოდაც ართმევს ყოველგვარი ღვთისმოშიში მოღვაწეობის უნარს. უფალმა გვიბრძანა ახალი ღვინო, ანუ მაღალი სათნოებები და მოღვაწეობა, ახალ ტიკებში ჩავასხათ, ანუ იმ მოღვაწეებს მივანდოთ, ვინც უკვე წარემატა ღვთისმოშიშ მოღვაწეობაში, ვინც სული წმიდის მადლით განახლდა და განათლდა. მან აგვიკრძალა ახალი ღვინის ძველ ტიკებში ჩასხმა, ძველ სამოსელზე ახალი საკერებლის დადება. ნუ გეგონებათ, რომ მაღალი მოღვაწეობა, რომლისთვისაც თქვენი სული ჯერ არ მომწიფებულა, რამეში დაგეხმარებათ. არა! ამგვარი მოღვაწეობა შფოთს დათესს თქვენში: ბოლოს იძულებული გახდებით მიატოვოთ იგი, სულში კი მოწყინების, უიმედობის, გასასტიკების ნალექი დაგრჩებათ. ასეთ მდგომარეობაში უფრო მეტ შეცდომას, საღმრთო სჯულის მეტ დარღვევას დაუშვებთ, ვიდრე უწინ. ძველ შესამოსელს ახალ საკერებელს იმიტომ არ ადებენ, რომ ამით ნახვრეტი კიდევ უფრო გაიზრდება.

საზოგადოდ ყველა მონაზვნისა და ერში მცხოვრები ყველა ქრისტიანისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხავია ახალი აღთქმა და, განსაკუთრებით, სახარება. მაგრამ იგი უნდა ვიკითხოთ სიმდაბლით, არ უნდა მივცეთ თავს საკუთარი ახსნა-განმარტების უფლება, არამედ ეკლესიის განმარტებებით ვიხელმძღვანელოთ.

 

სარჩევი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა